გართობასაინტერესო

ტვერის ოლქში სოფელი მოსახლეობიანად გაიყიდა

სოფელ დანილოვსკოეთი ადგილობრივი პოლიცია დაინტერესდა. კოლმეურნეობის კუთვნილი საცხოვრებელი სახლები, კოლექტიური მეურნეობის გაკოტრების შემდეგ კოოპერატივს გადაეცა და ამჟამად მასში მცხოვრებ ადამიანებთან ერთად მთელი სოფელი გაიყიდა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ ამის შესახებ შეიტყო მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მათგანმა საკუთრების უფლების დარეგისტრირება მოინდომა. მარეგისტრირებელ ორგანოში განუცხადეს, რომ ქონება სხვა პირს, კერძოდ ალექსანდრ სპერანსკის ეკუთვნოდა.

სოფლის მოსახლეობა დაახლოებით 50 ადამიანისგან შედგება. მოპოვებული ინფორმაციით არცერთი ადგილობრივი, ვინმე სპერანსკის საერთოდ არ იცნობს.

ამჟამად პოლიცია ქონების გადაცემასთან დაკავშირებით საგამოძიებო საქმეს აწარმოებს.

Source
http://icode.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button