2012 წლის რეკორდები – ყველაზე დიდი, სწრაფი, უცნაური და უბრალოდ გამორჩეული რეკორდსმენები, რომლებმაც დაიმსახურეს გინესის წიგნში შესვლა.
***
ძაღლი ყველაზე დიდი ყურებით. მოშავო-მოყავისფრო კუნჰაუნდს, სახელად ჰარბორს, სხვა ძაღლებთან შედარებით ყველაზე გრძელი ყურები აქვს. მარცხენა ყურის სიგრძე 31.7 სმ-ია, მარჯვენასი კი – 34 სმ.
***
ყველაზე დიდი ვიოლინო. გერმანიაში, ფოგტლანდის რეგიონში, ვიოლინოსა და ხემის შექმნის ოსტატებმა დაამზადეს მასიური ვიოლინო – სიგრძით 4.2 მეტრი და სიგანით 1.23 მეტრი. ინსტრუმენტი და მისი 5.1 მეტრიანი ხემი ჩვეულებრივ ვიოლინოს შვიდჯერ აღემატება ზომებით. მის დასაკრავად სამი ადამიანია საჭირო – ერთი სიმებზე უკრავს, დანარჩენი ორი ხემს ამოძრავებს.
***
ქალის ყველაზე გრძელი ფრჩხილები. ყველაზე გრძელი ფრჩხილების პატრონია კრის “გრაფინია” უოლტონი. 2011 წლის 21 თებერვლის მონაცემით, მისი ფრჩხილების ჯამური სიგრძეა 3.09 მეტრი მარცხენა ხელზე და 2.88 მეტრი მარჯვენაზე.
***
თოკზე მხტუნავი ყველაზე მეტი ძაღლი. ვინ წარმოიდგენდა, რომ შესაძლებელი იყო ერთდროულად 13 ძაღლი ამხტარიყო თოკზე? რეკორდი ეკუთვნის უჩიდა გეინოუშას ცირკს “Super Wan Wan Circus”-ს იაპონიიდან.
***
პინგვინების ყველაზე დიდი კოლექცია. გერმანელი ბრიჯიტ ბერენდსი პინგვინებთან დაკავშირებული ნივთების უდიდეს კოლექციას ფლობს – მათი რაოდენობა 11 062 ცალს შეადგენს. რეკორდი ოფიციალურად დაფიქსირდა 2011 წლის 14 მარტს. პირველი პინგვინი, რომელმაც კოლექციას საფუძველი ჩაუყარა, ბრიჯიტმა ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში იყიდა.
***
უსწრაფესი ეკლესია დასაქორწინებლად. ეკლესია ბორბლებზე, რომელსაც სახელად ჰქვია “The Best Man” ილინოისის შტატის ქალაქ შელბივილიდან, ავითარებს 99 კმ/სთ-ს. ამ პატარა ეკლესიაში ყველა საჭირო ნივთია: ფანჯარა დაბურული მინებით, 1000 ვატიანი სტერეოსისტემა, ორღანი, მქადაგებლის კათედრა და პატარა აივანი რკინის მოაჯირით.
***
ყველაზე მეტი პირსინგი კაცზე. როლფ ბუხოლცმა სხეულის 453 ადგილი გაიხვრიტა პირსინგისთვის. ბუხოლცი დორტმუნდის მაცხოვრებელია, ტუჩებზე და მათ გარშემო მას 94 მორთულობა ამშვენებს, წარბების გარშემო – 25, ცხვირთან – 8, ხოლო გენიტალიების არეში – 278.
***
ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი მარტოდმარტო დედამიწის გარშემო. ფლორიდის უნივერსიტეტის 23 წლის სტუდენტს, ბარინგტონ ირვინგს, არ ეშინია თოვლის, წვიმისა და შტორმის, შესაბამისად შეასრულა კიდეც სარეკორდო ფრენა. როცა ირვინგმა შეიტყო, რომ თვითმფრინავს არავინ ათხოვებდა, თავად ააგო Columbia 400 სხვადასხვა დეტალებისგან.
***
ყველაზე დიდი შოკოლადი. ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში მდებარე კომპანია “World’s Finest Chocolate”-ის მომსახურე პერსონალმა და სტუმრებმა 2011 წლის 13 სექტემბერს სპეციალურად რეკორდის დასამყარებლად დაამზადეს შოკოლადი წონით 5574 კგ და სიგრძით 7 მეტრი. ადრინდელ რეკორდს წონის ეს მაჩვენებელი თითქმის 1 ტონით აჭარბებს.
***
ყველაზე გრძელი შინაური კატა. მეინ-კუნის ჯიშის 5 წლის კატა, სახელად სტივი, სიგრძეში 1 მეტრი და 23 სმ-ია. მისმა პატრონებმა, რობინ ჰენდრიქსონმა და ერიკ ბრენდსნესმა, თავიანთი შინაური ცხოველი 28 აგვისტოს გაზომეს. კატის კუდი 41.5 სმ-ს აღწევს, რაც ასევე ყველაზე გრძელი კუდია კატებს შორის.
***
აფროს სტილის ყველაზე დიდი თმა. აფროს ვარცხნილობის ყველაზე გრძელი თმის პატრონია ევინ დუგლასი ნიუ-ორლეანიდან. მისი “ბუჩქი” სიმაღლეში 18.3 სმ-ია, სიგანეში 19.5 სმ და გარშემოწერილობით 1.31 მეტრი.
***
ქალის ყველაზე გრძელი ენა. კალიფორნიელ შანელ ტეპერს 9.6 სმ სიგრძის ენა აქვს ტუჩიდან წვერამდე. თუმცა აბსოლუტური ჩემპიონი ამ საკითხში ბრიტანელი სტივენ ტეილორია – მისი მაჩვენებელი 9.8 სმ-ს აღწევს.
***
ძროხების უდიდესი კოლექცია. ამერიკელი დენის ტუბანგი ფლობს კოლექციას, რომელიც შედგება 2429 ნივთისგან. ამასთან, ყველა ეს ნივთი რაღაც კავშირშია ძროხებთან. დენისმა შეგროვება 1990 წლიდან დაიწყო, როცა დედის სამზარეულოში ძროხის ფიგურა შენიშნა. მისი საყვარელი ნივთი კოლექციიდან არის ნატურალური ზომის სათამაშო ხბო, რომელიც მეზობლებმა აჩუქეს.
***
ყველაზე პატარა კატა. ყველაზე ტანმორჩილი ჯუჯა კატა არის მანჩკინის ჯიშის 2 წლის ფიც გერლი. მისი სიმაღლე 15.2 სმ-ს შეადგენს. კატა ტიფანი კელდერგაარდთან ცხოვრობს კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში.
***
ყველაზე გრძელი ულვაშები. 4.2 მეტრი სიგრძის ულვაში ინდოელ რამ სინგ ჩაუხანუს ეკუთვნის.