გამორჩეული ადამიანებილიტერატურაფაქტები

10 საინტერესო ფაქტი რეი ბრედბერის შესახებ

1. თინეიჯერების უმრავლესობის პირველი სამუშაო მაღაზიებში ბოსტნეულის დახარისხება ან ბურგერების დაჭრა გახლავთ. ბრედბერი კი 14 წლის ასაკში ჯორჯ ბარნსის სატელევიზიოი შოუში სცენარისტად მუშაობდა. ,,ქუჩაში მოვსეირნობდი,” – იხსენებს ბრედბერი ,,როდესაც თეატრის წინ ჯორჯ ბარნსი დავინახე. მივედი და ვუთხარი: ბატონო ბარნს, დღეს გადაცემა გაქვთ, არა? მან მიპასუხა: დიახ. მე კი მივუგე: მაყურებლები არ გყვათ, ხომ არ მომცემდით ნებას თქვენი მაყურებელი ვიყო? ჯორჯი დამთანხმდა და პირველ რიგებში გამომინახა ადგილი. როდესაც ფარდა აიწია, მე უკვე სატელევიზიო შოუში გახლდით. ყოველ ოთხშაბათობით დავდიოდი, შემდგომ კი სცენარების წერა დავიწყე და ჯორჯს გავაცანი. მხოლოდ ერთადერთი სცენარი გამოიყენეს, მაგრამ მთავარია – ხომ გამოიყენეს!“
2. 22 წლის ასაკში რეიმ პირველად მოიკრიბა ძალა და გოგო პაემანზე დაპატიჟა. გოგონა სახელად მეგი წიგნის მაღაზიაში მომსახურე პერსონალად მუშაობდა. თავიდან მას რეი წიგნის ქურდი ეგონა მისი გრძელი ქურთუკის გამო. შემდეგ კი ყავაზე შეხვდნენ ერთმანეთს, რასაც კოქტეილები მოჰყვა, შემდეგ ვახშამი, რომელიც ქორწინებაში, 56 წლის ქორწინების წლისთავში და 4 შვილში გადაიზარდა. მეგი ერთდაერთი გოგო იყო, რომელსაც ბრედბერი პაემანზე შეხვედრია.
3. ბრედბერის არათუ მართვის მოწმობა არ ჰქონდა, არამედ საერთოდ არ ენდობოდა მანქანებს. მისი ამ ფობიის მიზეზი გახლდა უბედური შემთხვევა, რომელსაც ის 16 წლის ასაკში შეესწრო. 1996 წელს ჟურნალ ,,ფლეიბოისთან“ ინტერვიუში მან თქვა: ,,შევესწარი ექვსი ადამიანის სიკვდილის საშინელ ავტოკატასტროფაში. თვეები დამჭირდა ამ სტრესიდან რომ გამოვსულიყავი. ამიტომაც არ ვატარებ. მაგრამ, ვატარებ თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ავტომანქანა ყველაზე საშიში იარაღია ჩვენს საზოგადოებაში – მანქანა უფრო მეტ ადამიანის კლავს, ვიდრე – ომები“
4. ბრედბერის ეზიზღებოდა კომპიუტერები. ,,ბილ გეითსი და მისი პარტნიორები უბრალოდ გვატყუებენ, ამბობს ბრედბერი ,,ფლეიბოისთან“ ინტერვიუში, შეხედეთ ვინდოუს 95-ს, ძალიან სულელურია. ის ასევე აცხადებდა, რომ მისთვის კომპიუტერი მხოლოდ საბეჭდი მანქანა იყო. ინტერნეტს კი ძველმოდურს უწოდებდა: ,,ხალხი კითხვას გისვამს, შენ კი პასუხს უბრუნებ. ეს 30 წლის უკანაც არსებობდა. იგივეს გაკეთება ხომ ტელეფონითაც შეიძლება. რატომ ვართ გაოცებულები ისეთი რამით, რაც უწინაც გვქონდა?”
5. 1947 წელს ჟურნალ ,,Mademoiselle”-ს რედაქტორმა რეის მოკლე მოთხრობა ,,Homecoming” წაიკითხა. ეს მოთხრობა ერთი ბიჭის ისტორიას გვიყვება, რომელიც ერთდერთი ადამიანია ზებუნებრივი არსებების ოჯახში. რედაქტორს მოეწონა და ჟურნალშიც დაბეჭდა. იმავე წელს ამ ნოველამ საუკეთესო მოთხრობის ჯილდოც კი აიღო. და გაინტერესებთ ვინ იყო ეს ახალგაზრდა რედაქტორი? არც მეტი არც ნაკლები – ტრუმენ კეპოუტი.
6. ცნობილი ნოველის ,,ფარენჰეიტ 451“-ის დაწერას რეიმ მხოლოდ ცხრა დღე მოანდომა. წიგნის სახელი კი უკავშირდება ფურცლის წვის ტემპერატურას, რომელზედაც ფურცელი იწვის ცეცხლის დახმარების გარეშე.
7. ბრედბერის თანამედროვე სკოლები დიდად არ ხიბლავდა. ,,მე ბიბლიოთეკების უფრო მჯერა, რადგანაც დღეს სტუდნეტებს ფული არ აქვთ. სკოლა დიდი კრიზისის დროს დავამთავრე. უფულოდ ვიყავი, ამიტომაც კვირაში სამჯერ, ათი წლის განმავლობაში , ბიბლიოთეკაში დავდიოდი.
8. უოლტ დისნეი და ბრედბერი კარგი მეგობრები იყვნენ. რეი დისნეის პარკების დიდი გულშემატკივარი გახლდათ: ,,მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოვლენ ამ შესასვლელთან. რატომ? იმიტომ, რომ ხალხს სურს იხილოს მომავლის სამყარო, უნდათ გაიგონ, როგორ გახდეს ადამიანი უკეთესი. დისნეი ცდილობს დაანახოს კაცობრიობას, რომ არსებობს ალტერნატიული გზები, რომლებიც ყველას ბედნიერს გახდის.“
9. მან ერთხელ განაცხადა, რომ როცა მოკვდებოდა, სურდა მისი ფერფლი კეტჩუპის ქილაში მოეთავსებინათ და მარსზე დაემარხათ. მოგვიანებით აზრი შეიცვალა და ისეთი ადგილი შეარჩია, სადაც ფანები პატივის მიგებას შეძლებდნენ. შემდგომ იფიქრა, რომ თავად გააკეთება საფლავის ქვის დიზაინს, სადაც მისი წიგნების სათაურები იქნებოდა დატანილი, საბოლოო წარწერა კი შემდეგი შინაარსის იქნებოდა: ,,აქ განისვენეთ, ბაბუაწვერებო“ (Place dandelions here) – ცნობილი ნოველის ,,ბაბუაწვერას ღვინოს“ საპატივცემულოდ. ან, უბრალოდ. მარტივად ეწერებოდა: ,,ფარენჰეიტ 451-ის ავტორი“. მოკლედ, ლოს ანჯელესში თუ მოხვდებით, ვესტვუდის პარკშია დაკრძალული ეს კაცი და ბაბუაწვერების წაღება არ დაგავიწყდეთ.
10. ალბათ, ყველაზე მნიშნელოვანი მოვლენა, რაც მისი გარდაცვალების შემდგომ მოხდა , გახლავთ ის, რომ როდესაც ნასას მარსის მისია (Mars Curiosity) წარმატებულად დაეშვა პლანეტაზე, იმ მიდამოს ,,ბრედბერის დაფრენა“ (,,Bradbury Landing”) უწოდეს.

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button