ჯიბრან ხალილ ჯიბრანი – ციტატები
მოგონებები დამაბრკოლებელი ქვაა ოცნების გზაზე.
ამოისუნთქავს მიწა და ვიბადებით, შემდეგ ჩაისუნთქავს და ვიხოცებით.
ჩვენგან ყველაზე ახლოს ღმერთთან ის არის, ვინც ყველაზე ახლოა ადამიანთან.
სიყვარული – მოცახცახე ბედნიერებაა.
მოლაყბეებისაგან მე ვისწავლე დუმილი, ტირანებისაგან- შემწყნარებლობა, ბოროტთაგან- სიკეთე ; უცნაურია, რომ მე არ ვემადლიერები ამ მასწავლებლებს.
გიყვარს? მაშინ ნება მიეცი, წავიდეს. თუკი დაბრუნდება, ესე იგი მუდამ შენი იყო და თუ აღარასდროს დაბრუნდა უკან, ესე იგი, არც არასდროს ყოფილა შენი.
მიაღწევ რა იმის ბოლოს, რაც უნდა იცოდე, აღმოჩნდები იმის დასაწყისში, რასაც მხოლოდ თუ შეიგრძნობ.
შიშის სათავე თქვენსავე გულებში და არა მის ხელში, ვისიც გეშინიათ.
როცა მამაკაცის ხელი ეხება ქალის ხელს, ორივენი ეხებიან გულს მარადიულობისა.
ძალიან რთულია, აიძულო საკუთარ თავს ლაპარაკი. უფრო რთულია – აიძულო დუმილი. კიდევ უფრო რთულია- აიძულო ფიქრი. მაგრამ ყველაზე რთულია, დაატანო თავს ძალა, იგრძნოს.
ბევრ ქალს შეუძლია მამაკაცის გულის დაპყრობა, მაგრამ მართვა ყველას არ შეუძლია.
სატანის შიში ღმერთში დაეჭვების ერთ-ერთი გზაა.
ღმერთს არ სწადია თაყვანიცემოდეს სულელისაგან, სხვებს რომ ბაძავენ.
მოწადინება აღსრულების დასაწყისია.