სურათებიხელოვნება

გალერეა: Clownville, ანუ გროტესკული კლოუნები

Clownville არის ფრანგი ფოტოგრაფის ეოლო პერფიდოს მიერ შექმნილი ექსტრაორდინალური და გროტესკული კლოუნების ფოტოგრაფიული კოშმარი. პერფიდოს თქმით, მასზე შთაგონება მოახდინა მუნჯი კინოს ისეთმა სახეებმა, როგორებიც იყვნენ ბასტერ კიტონი და ჩარლი ჩაპლინი. ისინი იძულებულნი იყვნენ გაეზვიადებინათ მათი ემოციების გამოხატვა, რადგან არ შეეძლოთ ლაპარაკი.
კლოუნები თანამედროვე სახით პირველად გამოჩნდნენ XVIII საუკუნეში და ასოცირდებოდნენ ცირკთან და კომედიასთან. თავად სიტყვა „კლოუნი“ მომდინარეობს სკანდინავიური სიტყვიდან, რომელიც ნიშნავს „უხეშ  და უშნო კაცს“. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ პერფიდოს კლოუნები სასაცილო და უწყინარი არსებებიდან გადაგვარდნენ ტერორის მოციქულებად.
რაც შეეხება პერფიდოს, ის ახლა ცხოვრობს იტალიაში და მუშაობს ისეთ გამომცემლობებში, როგორებიცაა NY Times, Communication Arts, Panorama First, Vision, Vogue Russia, GQ Russia, L’Espresso and Computer Arts.
© Eolo Perfido

ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button