ფოტოგრაფმა მარკოს ლირამ ეს ფოტოები გადაიღო 2010 წელს ომოს მდინარის ხეობაში, რომელიც ეთიოპიის დედაქალაქიდან, ადის-აბებადან 3 დღის სავალზეა და ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ტერიტორიაა. ომოს ხეობა იმითაა გამორჩეული, რომ 4 ძირითადი აფრიკული ენობრივი ჯგუფის სამშობლოა. აქ ბინადრობს ოცზე მეტი ტომი, ზოგიერთი მათგანი ათი ათასობით წევრისგან შედგება, სხვები კი – მინიმუმ 500-სგან. თითოეულის კულტურა განსხვავებული და უნიკალურია. ყველა ტომი თავის ენაზე საუბრობს და თავისი რელიგია აქვს.
სამხრეთ-დასავლეთ ეთიოპიაში მცხოვრები სურმას ტომის წევრი ქალი.
ნახევრად მომთაბარე სურმას ტომი გამოყოფილია მთიანი რეგიონებისგან.
სურმას ტომის წევრები – ახალგაზრდა დედა შვილთან ერთად.
ომოს ხეობაში მობინადრე სხვა ტომების მსგავსად, არც სურმას აქვს კონტაქტი ცივილიზაციასთან.
ხშირი ჯუნგლებისა და მშრალი კლიმატის გამო ეს რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებულია მსოფლიოში.
სურმას ტომის წევრი, ხანშიშესული ქალი, ჩიბუხს ეწევა.
ბიჭი სურმას ტომიდან.
სურმას ტომს იარაღები აქვს, მათ შორის კალაშნიკოვი, მაგრამ მათი ცხოვრება მაინც პრიმიტიულია.
ისინი არ ნადირობენ და უვლიან საქონელს, ესაა მათი მთავარი სიმდიდრე.
როგორც დიდებში, ისე პატარებში, გაპარსული თავი სილამაზის სიმბოლოა ორივე სქესისთვის.
მეგობრობის ნიშნად ბავშვები ტანს ან სახეს ერთნაირად იხატავენ, ხშირად ერთმანეთს ალამაზებენ.
სურმას ტომში მათ შესახებ ასე ამბობენ:
“ჩვენ სხვებს ვჯობივართ, რადგან ვტკბებით თავისუფლებით, არ გვყავს ბატონები, ეს მიწა მხოლოდ ჩვენია.
ჩვენ არ შევწყვეტთ სხეულის მოხატვას, ჯოხებით ორთაბრძოლებს, ტუჩში თეფშის ჩადებას.
ეს ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენ ტრადიციებს ვუფრთხილდებით.”
როცა ქალი აღწევს 20 წელს, უჭრიან ქვედა ტუჩს და პატარა ლამბაქს უდგამენ.
პროცედურა მტკივნეულია და საშიში, რადგან დიდია დასნებოვნების ალბათობა.
რაც უფრო დიდია ტუჩში ჩადებული თეფში, მით მეტი საქონელი ღირს გოგონა.
შესაბამისად, მეტ გასამრჯელოს მიიღებენ მშობლები მისი გათხოვებისას.
ჰამერის ტომის წევრი ქალები ბაზრისკენ მიეშურებიან.
ბევრი მოგზაური აღნიშნავს ჰამერის ტომის ქალების სილამაზეს.
ჰამერის ტომის წევრი გოგონა შვილთან ერთად.
ტომის წევრები მზისგან იცავენ თმასა და კანს – ისვამენ წითელი თიხის, წყლისა და უმი კვერცხის ნაზავს.
ეთიოპიის მოსახლეობა აჭარბებს 60 მილიონს და იყოფა 80 ეთნიკურ ჯგუფად.
მათი უმეტესობა ეკუთვნის ეთიოპიურ რასას, რომელიც შუალედურია კავკასიურსა და ნეგროიდულს შორის.
ჰამერის ტომის ერთ-ერთი უხუცესი წევრი.
ჰამერის ტომი პირველყოფილ თემურ წყობილებაშია.
მათ არც გვარები, არც პასპორტები არ აქვთ, არ ითვლიან ასაკს.
გოგონა თხოვდება, როცა მეორადი სექსუალური ნიშნები უჩნდება (დაახ. 12 წლიდან).
გოგონა ქორწინებამდე ქალიშვილად უნდა დარჩეს, თუნდაც ეს სიკვდილის ფასად დაუჯდეს.
ჰამერის ტომში მუშაობენ მხოლოდ მამაკაცები, რომლებსაც უკვე შეუძლიათ იარაღის ჭერა
და ქალები, რომლებიც ვერ აჩენენ შვილებს.
ახალგაზრდა ქალები არაფერს აკეთებენ, გარდა ბავშვების მოვლისა და სხეულის გაუმჯობესებაზე ზრუნვისა.
ჰამერის ტომის კაცებს, როგორც წესი, ჰყავთ 2-3 ცოლი და ბევრი შვილი.
ტომი საცხოვრებლად აშენებს ქოხებს, რომლებსაც კონუსისებრი სახურავი აქვთ.
სახურავი დაფარულია მშრალი ბალახისა და თივის სქელი ფენით.
ქოხი დაყოფილია საცხოვრებლად (ბუხარი და საწოლი), ბეღელად და თხების სადგომად.
ოჯახის უფროსის საწოლი უჩვეულოდ ფართოა.
აგებულია ქვისგან და დაფარულია თიხითა და ჩალით, ზემოდან კი თხების ტყავები ადევს.
ჰამერის ტომის ქალები ვარცხნილობაზე ზრუნავენ. ამისთვის ისინი თიხას იყენებენ.
ჰამერი ტომის წევრი გოგონა.
ჰამერის ტომის ქალი წყალს სვამს.
ქვეყნის დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი დასახლებულია ნეგროიდული რასის ეთნიკური ჯგუფებით: აფარი, აგაუ, ორომო, სიდამო, სომალი, კაფა, ბეჯა და ა.შ.
თითოეული ჯგუფი მოიცავს ათობით განსხვავებულ ტომს, რომლებიც საუბრობენ ეთიოპიური ენის უნიკალურ დიალექტებზე. მათი რაოდენობა მთლიანობაში 200-ს აჭარბებს.
ტომები განცალკევებით ცხოვრობენ როგორც მთავრობისგან, ისე ერთმანეთისგან.
აქ ყველა მამაკაცს მხრებზე კალაშნიკოვი აქვს და საჭიროების შემთხვევაში დაუფიქრებლად ისვრის.
ფოტოზეა სურის ტომის მამაკაცი, ხელში AK-47-ით.
ომოს ხეობის ტომებს ერთი საერთო თვისება აქვთ – დაუცხრომელი წყურვილი სხეულის დეკორაციისა.
მაგალითად, სურმას ტომში კანზე ნახატებს იკეთებენ,
ჰამერის ტომში – რამდენიმე საფეხურიან ვარცხნილობას იყენებენ.
ტუჩში ჩადებული თეფშები ორგვარია – სოლის ფორმის და ბრტყელი.
ითვლება, რომ ამ ტრადიციას მონებზე მასიურმა ნადირობამ ჩაუყარა საფუძველი:
ტომის წევრები სახეს იმახინჯებდნენ, რომ “დეფექტიანები” ყოფილიყვნენ,
ისევე როგორც ქრისტიანი მონაზვნები იჭრიდნენ ცხვირს, რომ ბარბაროსებს არ გაეუპატიურებინათ.
მაგრამ სურმასა და მურსის ტომში თეფში დღეს მნიშვნელოვან სოციალურ როლს თამაშობს.
რაც უფრო დიდია დიამეტრი, მით მაღალია გოგონას ავტორიტეტი და მასზე მოთხოვნა საპატარძლოდ.
ცხადია, თეფშს მუდამ არ ატარებენ – ჭამის ან ძილის წინ იხსნიან.
ასევე ჩიბუხის მოწევისას.