დედამიწას წარსულში 2 თანამგზავრი ჰყავდა
ახალი თეორიის მიხედვით, დედამიწის გარშემო კიდევ ერთი მთვარე მოძრაობდა, მაგრამ ამჟამინდელ თანამგზავრთან შეჯახების გამო განადგურდა. ის უფრო პატარა ზომის იყო და სავარაუდოდ მთვარის ბნელ მხარეს შეუერთდა.
ახალი თეორია ხსნის იმას, თუ რატომ არის მთვარის ბნელი მხარე უფრო მსხვილი და მთიანი. შეჯახების დროს მთვარემ მისი პატარა კომპანიონი შეისრუტა და ნამსხვრევებისგან მთიანი ზეგნები წარმოიშვა.
მთვარის ნათელი მხარე, რომელიც დედამიწას უყურებს და ბნელი მხარე, რომელიც დამალულია, საგრძნობლად განსხვავდებიან ერთმანეთისგან აგებულებითა და ტოპოგრაფიით. ნათელი მხარე დაბალი და ბრტყელია, ბნელი მხარე კი – მაღალი და მთიანი, უფრო სქელი და მყარი ზედაპირით.
შეჯახების მომენტი: მთვარემ მეორე თანამგზავრი შეისრუტა
სიმეტრიის ამგვარი ნაკლებობის გამო სხვადასხვა დროს რამდენიმე თეორია შეიქმნა მეცნიერთა მიერ. მათგან ყველაზე გავრცელებულია აზრი, რომ ეს გამოიწვია მიქცევა-მოქცევასთან დაკავშირებულმა გრავიტაციულმა ძალებმა, შეცვალა მისი ფორმები და გახადა გვერდმრუდი.
მაგრამ ახალი თეორია ეყრდნობა დიდი შეჯახების იდეის მოდელს და ამით ხსნის ორივე მთვარის ჩამოყალიბებას.
ბევრ მეცნიერს სჯერა, რომ შორეულ წარსულში, როცა მზის სისტემაც და დედამიწაც ახალგაზრდა იყო, ჩვენს პლანეტას მარსის ზომის ობიექტი შეეხაჯა და დიდი ნაწილი ამოაგლიჯა, რომლის ადგილასაც გაჩნდა წყნარი ოკეანე, ხოლო ნამსხვრევებმა დედამიწის გარშემო დაიწყეს ტრიალი, დროთა განმავლობაში შეიკვრნენ და წარმოქმნეს მთვარე.
მეორე მთვარეც სავარაუდოდ ამ დროს წარმოიშვა იმავე გზით, დიდი შეჯახების დროს. ის დედამიწის გარშემო ორბიტაზე ათეულობით მილიონი წლის განმავლობაში მოძრაობდა.
მოგვიანებით მთვარეები ერთმანეთს ძალიან ნელა შეეჯახნენ. მსგავსი შეჯახება არ წარმოშობს კრატერებს და არ იწვევს მასიურ ნგრევას. ამის მაგივრად, ერთი ობიექტის მატერია უერთდება მეორე ობიექტისას და ფაქტიურად ერთიანდებიან. ამის შედეგად წარმოიშობა ზედაპირის ახალი, სქელი და მკვრივი ფენა.
ორი მთვარის შეჯახების 4 საფეხური
სავარაუდოდ, სწორედ ამან წარმოქმნა ის მთიანი რეგიონები, რომლებიც მთვარის ბნელ მხარესაა. ახალი თეორიის მიხედვით, დედამიწის ახლომახლო კიდევ უნდა დარჩენილიყო ნამსხვრევები, რომლებიც მთვარეს არ შეერთებია.
თეორია სავსებით ესადაგება სისტემის დინამიკურ სიმტკიცეს, მთვარის გაციების პერიოდსა და მთვარის კლდეების ასაკს. თუმცა საკმარისი ინფორმაციის ჯერჯერობით არარსებობის გამო თეორიის კვლევა და შევსება მომავალშიც გაგრძელდება.