National Geographicბუნება & სამყაროსურათებიფლორა & ფაუნა

National Geographic – ივლისის საუკეთესო 10 ფოტო

ლურჯენიანი ხვლიკები ავსტრალიაში ფართოდ არიან გავრცელებულნი.
ამ სახეობას კი “ჩვეულებრივი” ან “აღმოსავლური” ლურჯენიანი ხვლიკი ჰქვია და თბილ ამინდებში ფერმებსა და ეზოებშიც შეიძლება მათი პოვნა.

პორტის სანაპიროზე, გემებისა და ნავების მოპირდაპირე მხარეს, თეთრი თოლია მიუყვება გზას.

კუების გარემოცვაშია კაიმანი, რომელიც გვატემალურმა ორგანიზაციამ, ARCAS-მა გადაარჩია.
ARCAS 1989 წლიდან იცავს ცხოველებს ბრაკონიერებისა და უკანონო მოვაჭრეებისგან, უშვებს მათ უკან ველურ ბუნებაში.

კლოუნივით გაკრეჭილი თევზი-თუთიყუში თავის იარაღს აჩენს: ალესილ კბილებს, რომლითაც ქვიდან წყალმცენარეებს ფხეკს. ამით არამარტო მადას იკმაყოფილებს, არამედ სასარგებლო საქმესაც აკეთებს: მის გარეშე მთელ რიფებს წყალმცენარეები გადაფარავდა.

მაუის აკვარიუმში ჰავაიური მწვანე კუ წყლის ზედაპირზე ამოდის.
საფრთხის ქვეშ მყოფი ეს სახეობა უნიკალურია ზღვის კუებს შორის იმით, რომ მთლიანად ბალახისმჭამელია.

პალმის ფოთლის ტოტებიდან პატარა გეკონი ჰყოფს თავს.

მექსიკის ქალაქ სან მიგელ დე ალენდეში თითქოს ორი სამყაროა – ადამიანების და ცხოველების.
ამ შემთხვევაში კი გამონაკლისია და ცხენზე შემჯდარ მხედარს ავსტრალიური ძაღლი უთვალთალებს.

იაპონიის ქალაქ ნარაში ირემს განსაკუთრებულ პატივს სცემენ და ღმერთის მაცნედ მიიჩნევენ, ამიტომ მათ უფლება აქვთ, თავისუფლად იხეტიალონ. ისინი ცნობილი არიან თავის დაკვრის ჟესტით საკვების მიცემისას.

უელსში, სნოუდონიას ეროვნულ პარკში ჩამავალი მზე ანათებს მოთამაშე ცხენების სცენას.

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button