ისტორიასაკითხავი

ნათელა ფოფხაძე – ფარნავაზ I ქართველთა მეფის მონეტები

ფარნავაზ I ქართველთა მეფის ზეობის ხანა დაემთხვა ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობითი, უსამართლო ომების ხანას. ამ ომებმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა, მრავალი ადამიანი დასახიჩრდა. იმ მკვლევარებს ვუჭერ მხარს, რომლებიც ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობით პოლიტიკას გმობენ, მის მიმართ „დიდი მეფის» სახელის, განსაზღვრების შეუფერებლობას აღიარებენ. ალექსანდრეს შეჭრას ქარდიას ანუ საქართველოს სახელმწიფოში ფარნავაზ მეფე მედგრად შეეწინააღმდეგა, საგანგებოდ მოემზადა, ჯარისკაცებისათვის გასამრჯელოდ დიდძალი ვერცხლის ათგრამიანი ფული-მონეტები გამოუშვა მიმოქცევაში. მკვლევართა ცნობით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფული ფარნავაზმა ქალაქ თარსოში//ტარსიში იქვე მდებარე ვერცხლის საბადოდან დაამზადებინა. საისტორიო რუკებზე ქალაქი თარსო აღბეჭდილია ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს მახლობლად _ ჩრდილოეთით. ფარნავაზ პირველის სახელმწიფო იმ მხარესაც მოიცავდა და ილიონის (ტროას) მხარესაც. ფარნავაზ პირველმა უხელმძღვანელა ჯარს თავდამსხმელი ალექსანდრე მაკედონელის ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ამჟამინდელ ქალაქ კონსტანტინეპოლის//სტამბოლის სამხრეთით მიმდებარე სრუტეებში _ ზღვაზე მოხდა და გაიმარჯვა, დაამარცხა ალექსანდრე მაკედონელი, ფლოტი მოუსპო. ალექსანდრე იძულებული გახდა ახალი გემების აგებაზე ეზრუნა. ფარნავაზ მეფე ემხრობოდა პარსაიას// (ასე უწოდებდა თავის თავს ემეგრული//ლურსმნული დამწერლობით აღბეჭდილ წარწერებში) //პარსის//ფარსის მეფეს დარივუშს ალექსანდრე მაკედონელის წინააღმდეგ. დარიავუშ (ემეგრული ლურსმნული დამწერლობით) //დარივუშ მეფის ხელმძღვანელობით ჯარი აღმოსავლეთში შეება ალექსანდრეს ჯარს და, სამწუხაროდ, დამარცხდა. დარივუშის სახე დამარცხებისას აღბეჭდა თვითმხილველმა ხელოვანმა ნახატზე. ის ცხენზეა ამხედრებული, შეწუხებულია და მის მზერაში სასოწარკვეთილება გამოსჭვივის. ერთი შეხედვით, გარეგნობით, სახის ნაკვთების მოყვანილობით, დარივუშ მეფეს ქართველს, ქართული მოდგმის პიროვნებას ვამგვანებ. დარივუშ მედ (მედეთელი) _ ასე იხსენიება ის ინგლისურენოვან გამოკვლევებში.

ფარნავაზ მეფემ ორჯერ უხელმძღვანელა ჯარს ომში აფრიკის კონტინენტზე-ნილოსის აუზის ქვემო წელში. მეორედ ომისას ნილოსის ადიდებითა და მიმდებარე მხარის დატბორვით ფარნავაზის ხელქვეითი მებრძოლი ჯარი ძლიერ დაზარალდა. ამის შემდგომ ლათინურად და ელინურად ნაწერ ისტორიებში ფარნავაზის ბედის შესახებ ცნობები არ მოიპოვებაო, აღნიშნავენ უცხოელი ამჟამინდელი მკვლევარები.

ახლა იშვიათია ერი, რომელსაც ძვ.წ.-ით მეოთხე საუკუნეში თავისი ეროვნული ფულის არსებობით თავმოწონება შეუძლია. ამ იშვიათ ერთა რიცხვს ქართველები მიეკუთვნებიან. არქეოლოგებმა კარგა ხნის წინ გაამდიდრეს საზოგადოების ცოდნა ფარნავაზ I მეფის მონეტების მოპოვებით მიწის წიაღიდან. საისტორიო წიგნებში, ნუმიზმატიკურ ცნობარებში არაერთხელ გამოქვეყნდა ფარნავაზის მონეტების სურათები. მათზე აღბეჭდილია თვით ფარნავაზი, მისი სახის გასწვრივ კი ქართული ასომთავრული ანბანით წარწერა, რომელსაც ერთ-ერთ მონეტაზე ენათმეცნიერი, ბატონი გოჩა ასათიანი, კითხულობს ასე: „კეი~ი ფ~ზ». ამ დაქარაგმებული, შეკვეცილი წარწერის გამოტოვებული ასოების აღდგენით, მისი აზრით, წერია: „კეისარი ფარნავაზი».

ვეთანხმები, ზოგ იმჟამინდელ მონეტაზე ფარნავაზის იგივე სურათია, მაგრამ ქართული ანბანით სხვა სიტყვებია აღბეჭდილი. ფარნავაზ მეფის ზეობიდან სამი-ოთხი საუკუნის შემდგომ შედგენილი, მსოფლიოს ელინური და ლათინურენოვანი ისტორიების თანახმად, ეს ფარნავაზი ჯერ პარსის//პერსიის ხელისუფლის მეგობარი სატრაპი იყო. შემდგომში შესძლო გამეფება. ემეგრული//ლურსმნული დამწერლობით აღბეჭდილ დედან ტექსტებში წერია სიტყვა «ლუგალ-უქქინ» [მეფე-ხელისუფალი; «ლუგალ» მეფეა] და არ წერია «სატრაპი», რომელიც იხსენიება ლათინურენოვან მოგვიანო ხანის აღწერებში. მეტად საყურადღებოა, თუ რომელი დამწერლობა იყო მის სახელმწიფოში აღიარებული. სწორედ ამ დიდი საკითხის დადგენაში გადამწყვეტია მის მიერვე გამოშვებული ფულის _ ვერცხლის მონეტებზე ქართული წარწერების არსებობა. ამით დგინდება, რომ ფარნავაზ პირველის ქვეყანაში სახელმწიფო დამწერლობა იყო ქართული, კერძოდ, ქართული ასომთავრული. მასში ორმოცი ასო-ნიშანია. მეორე დასკვნაც აშკარაა: ფარნავაზის ქვეყანაში სახელმწიფო ენა იყო ქართული.

თვალს ახარებს ამჟამინდელი ქართულწარწერიანი ფულის ნიშნები. სასურველია, ფარნავაზ I მეფის ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი მონეტის ერთი ან ორივე მხარის („შუბლის» და „ზურგის» ანუ „წაღმა» და „უკუღმა» მხარის) რაიმე სახით აღბეჭდვა ერთ-ერთ ამჟამინდელ ფულზე, ვთქვათ, ლითონის //მეტალის ერთლარიან ახალ მონეტაზე. აუცილებელია ფარნავაზ პირველის სახელმწიფო მოღვაწეობის 24 საუკუნოვანი იუბილეს აღნიშვნა თბილისში, ქუთაისში, ცხუმში, ბათუმში, თელავში და, შეძლებისდაგვარად, სხვა კერებში, სადაც ქართველები მოსახლეობენ.

საზოგადოებას განსაკუთრებით ახარებს ხოლმე ღია ცის ქვეშ უფასოდ გამართული ზეიმები, ფესტივალები სასიმღერო, საცეკვაო ქართული ანსამბლების მონაწილეობით, მამულიშვილურ თემაზე დაწერილი ქართული ლექსების მხატვრული კითხვით, ქართული ჭიდაობით, ხარების ანუ კუროების დაჭიდებით ანუ ღონისძიებით, რომელსაც ძველთაგანვე ეწოდება „კურული». «კურო» სანაშენედ შერჩეული ჯიშიანი ხარის აღმნიშვნელი ქართული სიტყვაა.

ქართულ ენაზე დაწერილ ტექსტში _ „ცხოვრება ქართველთა მეფეთა მათთა» _ ფარნავაზ I ძვ.წ. IV საუკუნეში მოღვაწედ განიხილება. ქართველთა მეფე გიორგი XIII-ის ვაჟის, ვახტანგის მიერ რუსულ ენაზე დაწერილ საქართველოს მოკლე მიმოხილვაში დასახელებულია ფარნავაზის ზეობის წელი _ ძვ.წ. 360 წ. ეს მონაცემი ემთხვევა ელინურ და ლათინურ ენებზე I_II საუკუნეებში შედგენილი რამდენიმე ავტორის მონაცემებს. კერძოდ, ფარნავაზ პირველის ხელისუფლად დანიშვნის თარიღად მითითებულია ძვ.წ. 413_387 წწ. ფარნავაზის დაბადება სახელდება ძვ.წ. 435 წელს, გამეფება _ ძვ.წ. 387 წელს. ლათინურ წყაროში მისი ქვეყანა სახელდებულია „კარდია»-დ, რაც, უეჭველად, ქართი ანუ საქართველოა. ლათინურენოვან წყაროებში მისი ქვეყანაა ხმელთაშუა ზღვის დასავლეთი სანაპიროც მიმდებარე კუნძულით „ლეზბოს» (იქნებ „ლაზებისა» ეწოდებოდა და შემდგომში დაერქვა „ლეზბოს»). ამ კუნძულის დედაქალაქს, მთავარ ქალაქს „კარდია»//ქარდია//ქართი ეწოდებოდაო, წერენ უცხოელები. მათივე ცნობით, ფარნავაზი როგორღაც წარმოშობით ენათესავებოდა პარსაიას//პარსის//პერსიის მეფეს დარივუშ III-ს კოდომანეს. ფარნავაზის მეუღლე იყო პარსაიას//პარსის//პერსიის მეფის ართოხერხე II-ის ასული _ აპამეა. მისი სახელი _ «აპამეა» _ მიენიჭა ვრცელ მხარეს. ზოგი ლათინურენოვანი ავტორი ოთხიოდ საუკუნის შემდგომ, ფარნავაზს ჰელესპონტის ფრიგიის სატრაპად, შემდგომში _ მის მეფედ ასახელებს. ჰელესპონტის სახელით აღნიშნულია დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები და მიმდებარე „მარმარილოს» ზღვა. ფრიგია რომაელების მიერ საუკუნეთა შემდგომ შერქმეული სახელწოდებაა ამ სრუტეთა აღმოსავლეთით მიმდებარე მიწა-წყლისა. იმავე ლათინურენოვანი ისტორიკოსების ცნობით, ამ მხარეს, მეორენაირად, «ქარდია» ეწოდებოდა, რაც ჩვენებურად, ქართულად კარდი, კარდიეთი, ქართი, საქართველოა. ფარნავაზ I-ის მამის სახელია ფარნაკე. იმავე საუკუნეში კარდიას ანუ ქართის მეფედ იგივე ლათინი ავტორები ასახელებენ ევმენე//ეუმენე//ომენე ქართს//ქართველს, აქებენ მის გამჭრიახობას, პატიოსნებას. მისი შვილი იყო მითრადათა, რომელიც გამეფდა მითრადათა პირველის სახელით. მითრადათა I-ის შვილთაშვილები, მათი მემკვიდრეები იყვნენ მომდევნო მეფეები _ მითრადათას სახელით ცნობილნი, მათ შორის ბრწყინავს მითრადათა VI-ის სახელი. მას სიცოცხლეშივე შეარქვეს „დიდი» მისმა მტრებმა _ უცხოელებმაც კი. მასზე წიგნები გამოაქვეყნეს გიორგი გოზალიშვილმა, ლევან სანიკიძემ, ლევან გოთუამ. განსაკუთრებით მომწონს ლევან გოთუას წიგნი მითრადათა დიდზე. მისი კარდიული //ქართული წარმომავლობიდან გამომდინარე, ბუნებრივია მის მონეტაზე ქართული „მხედრული» და „ნუსხა-ხუცური» ასოებით აღბეჭდილი წარწერა _ «დევ». ამ ქარაგმის ანუ შემოკლებული წარწერის წაკითხვა, ჩემი აზრით, ასე შეიძლება: დ[ათა] ევ[პატორი].

ფარნავაზ I-ის, მითრადათა ევპატორის მოღვაწეობის შესაცნობად აუცილებელია ქართველთა სახელმწიფოს, ქართი//ქართველი ერის შესახებ მანამდე აღბეჭდილი არქეოლოგიური მონაცემების გათვალისწინება.

განსაკუთრებით საყურადღებოა მდინარე ნილოსის ქვემო წელში მდებარე ქალაქ ტანის მიდამოში 1963 წელს საფრანგეთიდან წარგზავნილი არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი იქაური ფარაონის საფლავის ქვა იეროგლიფური წარწერითა და ძალაუფლების სიმბოლოს _ ქორის გამოსახულებით: ორივე თათში კეთილდღეობის სიმბოლო აქვს ჩაბღუჯული (თითოში _ თითო). ეს სიმბოლო მიაგავს ქართულ ასომთავრულ „დ»-ს, რომელიც, თავისთავად, გამოსახავს მზეს ჰორიზონტის ხაზზე, რაც აღნიშნავს ახალი წლის პირველი დღის დადგომის მომენტს _ იქაური კალენდრის საფუძველზე. ამ ფილაზე კვეთილობა ძვ.წ. 1020-იან წლებშია შესრულებული ფარაონის სახელისა და თარიღის მიხედვით. იმ წლებში ქართის//ქართუს//საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ქალაქი იყო ბაბილი//ბაბილონი, რომელიც შუამდინარეთის, მესოპოტამიის სახელით შემდგომში ცნობილ მხარეში მდებარეობს. ბაბილში მდებარე სასახლეში ცხოვრობდა ქართის მეფე, სახელად ნაბუ-კოდორ I. მან სახელი გაითქვა სახელმწიფო აღმშენებლობით, კულტურის გაფურჩქვნაზე ზრუნვით და იმდენად კარგი სახელი დაიმკვიდრა, რომ ძვ.წ. 604 წელს გამეფებულ მეფე ნაბუ-კოდორ II-ს თავის დროზე მშობლებმა-მეფემ და დედოფალმა სწორედ პირველი ნაბუ-კოდორ მეფის პატივსაცემად დაარქვეს მისი სახელი, რითაც დაბადებიდანვე იზრუნეს თავისი ქვეყნისადმი ერთგულების, თავდადების ნიშნით მის აღზრდაზე. მან მშობლების იმედი გაამართლა და ნაბუ-კოდორ „დიადის» სახელი დაიმკვიდრა. 19 წლისა თავისი ვრცელი სახელმწიფოს ჯარს მეთაურობდა; ალაგმა რამდენიმე წლის წინ მის დასავლეთ ნაწილში ტერორისტული გზით დამკვიდრებული უცხოელები და განდევნა; ნილოსის ქვემო წელში მდებარე ძირძველი, მისი წინაპრების კუთვნილი მიწა-წყალიც დაიბრუნა. ნაბუკოდორ დიდის ყმაწვილობისა და მოწიფულობის დროინდელმა ორმა სურათმა დღემდე მოაღწია და მრავალჯერ გამოქვეყნდა. რადგან ქართის სახელმწიფო იყო ნაბუკოდორ II-ის მეფობისას ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით მიმდებარე მხარეც, უნდა დავეთანხმოთ იმ ფაქტორს, რომ ძვ.წ. IVს-ში ფარნავაზ I, ძვ.წ. I ს-ში მითრადათა დიდიც იმ ძველქართულ მხარეებს სამართლიანად ფლობდნენ, მართავდნენ და უცხოტომელი ტერორისტებისათვის მათ დათმობას არ აპირებდნენ.

კიდევ უფრო წინათ, ძვ.წ. XI ს-ში, ქართველთა ყოფნას მდინარე ნილოსის ქვემო წელში არსებულ ქალაქ ტანაში მოწმობს ფრანგი არქეოლოგის მიერ 1963 წელს იქვე აღმოჩენილი ზემოხსენებული მეფის საფლავის ქვაზე ქორის თათში ჩაბღუჯული ქართული ასომთავრული „დ»-ს ქვემოთ ქართული „მხედრული» ანბანით მიწერილი სიტყვის „იბერ» არსებობა. ამით მისმა შემქმნელმა საზოგადოებას მიანიშნა, განუმარტა, რომ თათში ჩაბღუჯული გამოსახულება იბერთა ანბანით წერია. ასევე ძველია გამომწვარ თიხაზე აღბეჭდილი, მეფე-ქალის შესაფერად, დარბაისლურად შემოსილი, გვირგვინოსანი კოლხი მედეას გამოსახულება. ხელთ უპყრია არა თვალ-მარგალიტით მოოჭვილი მდიდრული, არამედ მწიფე მტევნებით დახუნძლული ვაზის რტოს უბრალო კვერთხი; კაბის შუა წელზე კი ქართული მხედრული ასოებით სიყვარულით ამოუქარგავს თავისი ქვეყნის სახელი _ «აიია».

უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს ძველი სახელწოდებაა „ქართი». სიტყვა „ქართი» ჩვენიანებმა შექმნეს ორი სიტყვის: „ქიანა ართი»-ს შერწყმით. ორივე სიტყვა მეგრულია. ქიანა-ქვეყანას, მიწა-წყალს, სახელმწიფოს ნიშნავს, „ართი» არის ერთი, ერთიანი, ანუ ის, რისი მთლიანობის მოშლაც მიუტევებელი დანაშაულია.

ჩვენს უძველეს დამწერლობას (ლურსმნულს) მისი შემქმნელი ჩვენიანები „ემეგრ»-ულს უწოდებდნენ წერილობით მრავალჯერ აღბეჭდილ ტექსტებში. ასეა ეს განმარტებული ბრიტანეთის, კოლუმბიისა და სხვა ენციკლოპედიებშიც, ლურსმნული დამწერლობის სახელმძღვანელოებში. ზემო თქმულის გათვალისწინებით სავსებით გარკვეულია, რომ ქართის სამეფო ჯერ კიდევ წარღვნამდე შექმნეს მეგრელებმა ანუ ეგრებმა და პირველი ცნობილი მეფე იყო სახელად ალული; შემდგომში ათმა იმეფა მიმდევრობით, რასაც მოჰყვა მერეხი (ძლიერი წვიმა სეტყვით) და იმ კუთხის დატბორვა, სადაც იყო ქალაქი ერეხი. «ერეხელი ვარ, ერეხელი, მერეხელი, ამისთანა საარიკო»… _ ომახიანი სიმღერით იხსენებენ იმ სტიქიურ მოვლენას ჩვენიანები. ეს სიმღერა _ «ერეხელი» _ ზუგდიდის გუნდმა შეასრულა სსრკ-ს დედაქალაქის _ მოსკოვის უდიდეს დარბაზში 1937 წელს საქართველოს რესპუბლიკის საზეიმო ორკვირიანი ღონისძიების მსვლელობისას. მშვენივრად მღერიან მას ბიჭუნების გუნდ «მართვეს»//(არწივის ბარტყები) ათი წლის წინანდელი წევრები. სასურველია ამ ძველთაძველი ქართული//მეგრული//კოლხური სიმღერის ხშირად გადაცემა რადიო-ტელევიზიით, დადგმა ცეკვითა და სიმღერით ჩვენი სათანადო ანსამბლების მიერ. ეგრი „ჯვარს» ნიშნავს შუმერულში ანუ ძველ მეგრულში. სინამდვილის გათვალისწინებით, ჩვენი სახელმწიფოს ძველი სახელწოდებაა „ქართი» და არა „საქართველო». სასურველია ამჟამად პრესაში ამ ძველი სახელწოდების აღდგენა და დამკვიდრება, რათა აღარ დაგვჭირდეს იმის ახსნა-განმარტება, რომ ამჟამინდელი საქართველო ხუთი-ექვსი ათასი წლის წინ (შესაძლოა, უფრო წინათაც) დაარსებული სამეფო „ქართი»-ს გამგრძელებელი პოლიტიკური რეალობაა.

წინა წერილებში განვიხილეთ, რომ „ლურსმნული» ანუ მეგრული//ეგრული დამწერლობით მოღწეულია ჩვენი მეფის, სახელად ური-ენგურის შესახებ ტექსტები, ასევე, მისი ბიუსტები, მთლიანი ქანდაკებები, მის სიცოცხლეშივე მის სამეფო კარზე შექმნილები. ამ მეფეს კეთილი, ქართული სახე აქვს. მან გაიყვანა სარწყავი არხები, ააგო დიდი ტაძრები. ეს სასიკეთო საქმიანობა განაგრძეს მისმა მემკვიდრეებმა. ამ მეფემ შექმნა წერილობით მსოფლიოში დღეისათვის ცნობილი უძველესი – პირველი წესების, კანონების კრებული. შემდგომში ის კიდევ მეტად გააუმჯობესა მისმა ერთ-ერთმა შვილთაშვილმა – მეფე ჰამურაპმა//ჰამურაბმა. ურ-ენგური ძვ.წ. 2000-ან წლებში ზეობდა. მის მომდევნო პოლიტიკოსებზე სიტყვას ამჟამად აღარ გავაგრძელებთ. გაკვრით შეგახსენებთ, რომ „მთიანი ქართის» ანუ მითანის ქვეყნის მეფე რატის ასულია თათუ, რომელიც 14 წლისა გაათხოვეს ძვ.წ. XIVს-ის შუა წლებში ქვეყანა გიმეთის (შემდგომში ეგვიპტე რომ უწოდეს) ფარაონ ექნ-ამონზე. მან გამეფების მეხუთე წლისთავზე ქართების სარწმუნოება „ათენა» (გამთენებელი) შემოიღო თავის ვრცელ სახელმწიფოში, თავადაც „ათენას მიმდევარი» _ ექნ-ათენა დაირქვა, ცოლს თათუს, სადედოფლო სახელით, ნეფერტიტი-ამონას _ სახელი გადაარქვა და ნეფერტიტი-ათენა უწოდა, შვიდ შვილსაც თავიდანვე სახელებში „ათენა» ჩაურთო; ანქი-სე-პა-ათენა, მერი-ათენა, ვაჟს-თუთა-ანქი-ათენა უწოდა. შემდგომში ვაჟი გაფარაონდა და საზოგადოების ზემოქმედებით, წლების შემდეგ, „ათენას» ნაცვლად „თუთა-ანქი-ამონი» დაირქვა. ეს სახელი ჩვენში, სამწუხაროდ, ტუტან-ხამონის სახით არის ცნობილი-რუსული ენის გავლენით. „თუთა» მთვარეა მეგრულში და გიმეთურშიც (ძველ ეგვიპტურში), „ან» _ ცაა, „ქი» _ მიწაა. „გიმე» მეგრულში ქვემოს ნიშნავს და მართლაც მიესადაგება „გიმეთის» სახელწოდებას, რადგან ის ნილოსის სწორედ ქვემო წელში მდებარეობდა. ქართული/მეგრული და გიმეთური//ეგვიპტური მრავალი საერთო სიტყვის, ცნების მსგავსი ასო-ნიშნების არსებობას ბატონმა ლადო ალფენიძემ წიგნი მიუძღვნა, რომელსაც „სფინქსის ღიმილი» უწოდა. ის ძალიან საინტერესოა.

უნდა გვახსოვდეს, რომ გადმოცემით ქართის//საქართველოს მეფე აია//აიეტი და ფარსის//პერსიის//სპარსეთის დამაარსებელი მეფე პერსე ძმები იყვნენ. ამით შთამომავლობას გადაეცემოდა ცოდნა ქართებისა და პერსების//ფარსელების//სპარსების ათასწლეულების წინათ ნათესაობის შესახებ. დიდი ხნის წინ პერსიას ერქვა „მედია»//მედეთი _ იქ ქართველი ქალის მედეას, მის შემდგომ კი მისი ვაჟის-სახელად „მედე»-ს მეფობისას შერქმეული სახელი. მანამდე ქართველთა ერთ-ერთი ტბის (ამჟამინდელი სახელწოდებით, კასპიის ტბის) ირგვლივ მიმდებარე მიწა-წყალს ერქვა „არია» ანუ „არიელების ქვეყანა». მკვლევართა განმარტებით, ცნება „არია» დაკავშირებულია „არ»-ძირთან, ფუძესთან და ნიშნავს „მიწათმოქმედების გამომგონებელს», „მიწათმოქმედებასთან სისხლხორცეულად მიჯაჭვულ ერს». იმავეს ნიშნავს ჩვენი ერის სხვა სახელწოდებები: „გეორგები» (გე-მიწაა, დორგი-დარგვაა მეგრულში), ივირ-ქი, „ივირ ქიანა» („ივირ» მიწათმოქმედებაა სუანურში); მათესალა//მათუსალა (მთესველი//მიწათმოქმედი ერი, აქედან _ თესალონია _ ქვეყნის სახელი); მახაჩქალი (ჩრდილო-დასავლეთ კასპიისპირეთში. «ხაჩქვა», თოხვნაა მეგრულში); მარგიანა (კასპიის ანუ მედეთის ტბის აღმოსავლეთით). სიტყვა მარგიანას ძირია «მარგალი», რაც ნიშნავს მეგრელს.

ქართველი ერის და ქართული დამწერლობის, ქართული კულტურის, ქართული ცივილიზაციის წარმოშობისა და განვითარების მთელი რიგი საკითხების გაშუქებისას გასათვალისწინებელია XX საუკუნეში, როგორც საქართველოს სახელმწიფოს ამჟამინდელ მიწა-წყალზე, ისე მის ფარგლებს გარეთ-ძველ საქართველოში, ისტორიულ მიწა-წყალზე მიკვლეული ათასობით ნივთიერი საბუთი, რაც ზოგი საკითხის სხვაგვარად დასმასა და გადაჭრას მოითხოვს, ვიდრე ეს საბჭოურ, სსრკ-ის ჟამინდელ მეცნიერებაში იყო განმარტებული. მაგალითად, 1950-იან წლებში დაბეჭდილი სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემის ათტომეულ „ვსემირნაია ისტორიაში» მრავალი მოსაზრება განგებ მახინჯდებოდა, კერძოდ, ქართველი ერის წარმოშობისა და მისი კულტურის მომცველი ვრცელი მიწა-წყლის მიფუჩეჩება-მიჩქმალვასთან დაკავშირებით. რომელიმე ერის წარმოშობის საკითხზე მსჯელობისას ითვალისწინებენ ხოლმე ამ ერის სახელწოდებების აღბეჭდვას სხვადასხვა ენოვან წყაროებში, თუნდაც, ამ ერს თვითონ დამწერლობა არც კი გააჩნდეს. მაგალითად, ჩაჩან//ჩეჩენ ეთნოსზე მსჯელობისას, საბჭოთა ისტორიკოსები ეფუძნებოდნენ ერთ-ერთ გვიანდელ ქართულ ტექსტში სიტყვა „დურძუკის» „ძურძუკის» მოხსენიებას კავკასიონის ქედისა და მისი ჩრდილოეთი წინამთების იქით-ჩრდილოეთით მოსახლეთა ერთი მცირე ნაწილის მიმართ. ყურადღებას მივაპყრობ იმ ფაქტს, რომ „ძუკუ», „ძუკუები» ქართველების ერთ-ერთი შინაურული სახელწოდებაა და ნებისმიერ არაქართველთა მიმართ ცნება დურძუკის გამოყენება გაუმართებლად, უსაფუძვლოდ მიმაჩნია.

ქართუელი//ქართი ერის//ეთნოსის წარმოშობის თარიღზე მსჯელობისას, ჩვეულებრივ, აღიარებულია, რომ ის ადამიანის წარმოშობის პირველ ჟამსვე არსებობდა იქვე, სადაც შემდგომში თავისი ეროვნული სახელმწიფო წარმონაქმნები ჩამოაყალიბა.

ზემოხსენებული სხვადასხვაენოვანი წერილობითი ცნობები „ინტერნეტით» მოვიპოვე. საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინტერნეტი მკითხველებისათვის ხელმისაწვდომი გახდა 1994_95 წლებიდან. ოდნავ ადრე დამკვიდრდა ინტერნეტი მისი შემქმნელების ქვეყნის _ აშშ-ის საჯარო ბიბლიოთეკებში.

მადლობით მსურს მოვიხსენიო ის უცხოელები და საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც მკითხველებს ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალება მოგვცეს. ამავე ბიბლიოთეკაში არის ხელმისაწვდომი „ებსკო»-ს საინტერნეტო მასალა, რომელიც გაწმენდილია ზედმეტი მასალისაგან და მხოლოდ მაღალხარისხოვან სამეცნიერო ლიტერატურას გვაწვდის მის მომხმარებლებს. მადლობით მოვიხსენიებ ამავე ბიბლიოთეკის შენობაში განთავსებულ ა. დიუმას სახელობის ფრანგულენოვანი ლიტერატურის ცენტრის, ა. ჰუმბოლდტის სახელობის გერმანულენოვანი ლიტერატურის ცენტრისა და ელექტრონული რესურსების ცენტრის თანამშრომლებს; მათაც აქვთ ინტერნეტი და უფლებას გვაძლევენ ბიბლიოთეკის მკითხველებს, ხშირად ვისარგებლოთ ინტერნეტითა და მათი კვალიფიციური რჩევებით. ზემოთხსენებული საინტერნეტო ცენტრების მაღალი დონის თანამშრომლების თანადგომის გარეშე ვერ შევძლებდი იმ მრავალენოვანი ზღვა მასალის მოძიებას, მოპოვებას, წაკითხვას, ანალიზს, რაც აუცილებელი იყო გამოკვლევისა და ჩვენი სხვა საყურადღებო ნაშრომების მომზადებისას.

14 ივლისი, 2006 წელი .

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button