ზღაპარისაბავშვო

ტურა და მელა

ტურამ ერთ დედეაბერს ქათამი მოსტაცა და ტყისაკენ გააქანა. დედაბერი უკან დაედევნა, მისდევს, ილანძღება და მიჰკივის: �ვაი, ჩემი ბრალი, ტურამ ერთი ლიტრა ქათამი მომტაცაო�. ტურა მობრუნდა და ყურს უგდებს დედაბრის ლანძღვით სავსე ყვირილს. ამ დროს თავზე წაადგა მელია და ჰკითხა: – ძმობილო, რას უყურებ ამ დედაბერს, ლანძღვით ამიკლო, ეს ქათამი ერთი ჩარექაც არ გამოვა და ის კი გაიძახის: �ტურამ ერთი ლიტრა ქათამი მომტაცაო�. ამაზე მეტი ცილისწამება იქნება?! – აბა, მიჩვენე, – უთხრა მელამ, – მე შევიტყობ, რა სიმძიმის არისო.

მელამ ჩამოართვა ქათამი და უთხრა: – დეე, ჩემზე ერთი ძნა იანგარიშოსო, – დაავლო პირი ქათამს, მოკურცხლა ტყისკენ და გადასანსლა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button