Hi-Techკოსმოსი

SpaceX-მა გამოუშვა მომხმარებლის სახელმძღვანელო კოსმოსური რაკეტა Starship-ით სარგებლობისთვის

კომპანია SpaceX-მა გამოუშვა სამომხმარებლო სახელმძღვანელო კოსმოსურ ხომალდ Starship-ისთვის, რომლის მეშვეობით იგეგმება ასტრონავტების მარსზე გაგზავნა.

სახელმძღვანელოში მოცემული პირობების თანახმად Starship დაპროექტებულია, როგორც მოქნილი სატრანსპორტო სისტემა, იგი მოიცავს Super Heavy რაკეტასა და თავად კოსმოსურ ხომალდ Starship-ს. ეს სისტემა შეძლებს ადამიანების გადაყვანას, ასევე სასარგებლო ტვირთის ტრანსპორტირებას კოსმოსის სხვადასხვა სივრცეში.

როგორც ცნობილია, SpaceX აპირებს შექმნას Starship-ის ვერსია როგორც ადამიანების ტრანსპორტირებისთვის, ასევე ვარიანტი ტვირთის გადასატანად. სახელმძღვანელოს თანახმად, რომელიც მომავალში განახლდება, Starship-ის სატვირთო ვერსია შეძლებს 100 ტონამდე ტვირთის ტრანსპორტირებას დედამიწის ორბიტაზე პლანეტათშორის ფრენებთან ერთად.

აგრეთვე ცნობილია, რომ Starship-ში განთავსდება დაახლოებით 100 ადამიანი. „ეკიპაჟისთვის განკუთვნილი Starship-ის კონფიგურაცია მოიცავს კერძო კაიუტებს, საერთო მოხმარების დიდ სივრცეებს, ცენტრალურ საცავს, მზის ქარიშხლებისგან თავდასაცავ საფარსა და გალერეას“ – მითითებულია სახელმძღვანელოში.

ბმული სახელმძღვანელოზე: https://www.spacex.com/sites/spacex/files/starship_users_guide_v1.pdf

Source
https://www.overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button