გალერეა: Breaking Bad-ის ყველა სერიის კრეატიული პოსტერი
უნგრელ დიზაინერს ზსოლტ მოლნარს (Zsolt Molnar, ცნობილი როგორც Zsutti) 5 თვე დასჭირდა იმისთვის, რომ შეექმნა საკულტო სატელევიზიო სერიალის Breaking Bad-ის 62-ვე ეპიზოდის პოსტერი. მოლნარმა ჯამში იმუშავა 400 საათი, თითოეულ პოსტერზე დაახლოებით 6.5 საათი.
მოლნარის ილუსტრაციები ლაკონურად გადმოცემს თითოეული ეპიზოდის მთავარ თემას. შესაბამისად, ეს პოსტერები წარმოადგენენ საუკეთესო საშუალებას, დროის მოკლე პერიოდში გაიხსენოთ თქვენთვის საყვარელი ეპიზოდები. ერთ-ერთ ინტერვიუში მოლნარმა განაცხადა, რომ თავისი ნამუშევრებით პატივი მიაგო სერიალსა და მის შემქმნელებს. ნამუშევრები შექმნილია Adobe Photoshop-ისა და Adobe Illustrator-ის საშუალებით. ასე რომ, თქვენ წინაშეა ერთ-ერთი უმაგრესი ციფრული არტი.
პოსტერები მოცემულია თანმიმდევრობით (პოსტერები შეიცავს სპოილერებს).
I სეზონი
II სეზონი
III სეზონი
IV სეზონი
V სეზონი
ავტორი: გიორგი ნაკაშიძე