ლიტერატურაწიგნები

სამეცნიერო ფანტასტიკის წინასწარმეტყველები

სამეცნიერო ფანტასტიკის წინასწარმეტყველები“ (ორიგინალში „Prophets of Science Fiction“) წარმოადგენს ამერიკულ დოკუმენტურ სატელევიზიო სერიალს, რომლის პრემიერაც შედგა 2011 წლის 9 ნოემბერს. სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერია რიდლი სკოტი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ახალი სერიალი, ვფიქრობ, რომ არსებობს ამ ჟანრის მოყვარულები, რომლებსაც არ აქვთ ინფრომაცია აღნიშნულ სერიალზე.

სერიალი ეძღვნება სამეცნიერო ფანტასტიკის ბოლო საუკუნეებიის გამოჩენილი წარმომადგენლების ცხოვრებასა და მოღვაწეობას. სერიალში აღწერილია „სამეცნიერო ფანტასტიკის წინასწარმეტყველების“ ნამუშევრების როლი მეცნიერული პროგრესის პროცესში: მათმა ნაშრომების წვლილი ფუტურისტული კონცეფიციების რეალურ სამეცნიერო მიღწევებად ტრანფორმაციაში. სიუჟეტი მოთხრობილია დადგმული სცენების, რესტავრირებული ილუსტრაციებისა და ინტერვიუების საშუალებით.
კრიკიტოსებმა ხაზი გაუსვეს თანამედროვე სამეცნიერო კვლევებისა და „წინასწარმეტყველების“ ბიოგრაფიების სინთეზურ თხრობას, თუმცა დაიწუნეს „არსებით ნაწილზე ყურადღების გამახვილების ნაკლებობა და გაზვიადებული თხრობა“. მაგალითად, სერიალი ცდილობს ერთმანეთს დაუკავშიროს მერი შელის „ფრანკენშტეინი“ და მიღწევები ორგანოების ტრანსპლანტაციაში, თუმცა, „ფრანკენშტეინის“ დაკავშირება დნმ-ის კვლევასთან გაზვიადებულად მიიჩნიეს. 
სერიალის პირველი სეზონი შედგება 8 სერიისგან: 1) მერი შელი 2) ფილიპ კ. დიკი 3) ჰერბერტ უელსი 4) არტურ ს. კლარკი 5) აიზეკ აზიმოვი 6) ჟიულ ვერნი 7) რობერტ ჰაინლაინი 8) ჯორჯ ლუკასი.

არტურ კლარკი, ჟიულ ვერნი, ჯორჯ ლუკასი, რობერტ ჰაინლაინი, ჰერბერტ უელსი, აიზეკ აზიმოვი, მერი შელი, ფილიპ დიკი

მოკლე რეცენზიები თითოეულ სერიაზე:
1. მერი შელი – 1816 წელს მერი შელმა შექმნა მონსტრი და ამასთანავე შედევრი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ლეგენდას, ტექნოლოგიას და პიროვნულ ტრაგედიას. ასე დაიბადა „თანამედროვე პრომეთე“ და მასთან ერთად – სამეცნიერო ფანტასტიკაც.
2. ფილიპ დიკი – ფილიპ დიკი თავისივე წიგნებში აღწერილი სამეცნიერო ფანტასტიკით ცხოვრობდა. მან დაწერა Blade Runner-ის სცენარი, დიდი წვლილი შეიტანა რობოტიკის განვითარებაში და ცხოვრების მანძილზე ცდილობდა გაეგო რეალობის არსი.
3. ჰერბერტ უელსი – „დროის მანქანა“ და „სამყაროთა ომი“ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ უელსი სამეცნიერო ფანტასტიკის სათავეებთან აღმოჩენილიყო. მისი მაღალტექნოლოგიური თავგადასავლები გამაფრთხილებელ მესიჯსაც შეიცავს – „უფრთხილდით სამეცნიერო პროგრესის ბნელი მხარეს“.
4. არტურ კლარკი – ზოგი წინასწარმეტყველებს, კლარკი კი ქმნის. კუბრიკთან მისმა საკულტო კოლაბორაციამ ჯერ კიდევ რამდენიმერ დეკადით ადრე იწინასწარმეტყველა ვიდეოფონების, აიპედებისა და კომერციული კოსმოსური ფრენების შესახებ.
5. აიზეკ აზიმოვი – აზიმოვი ოცნებობდა სამყაროზე, სადაც ადამიანის სამუშაოს რობოტი შეასრულებდა. მისმა „მე, რობოტის“ სერიის მოთხრობებმა საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე ინდუსტრიული რობოტების განვითარებას, შექმნა რობოტიკის სამი კანონი და კაცობრიობა მოამზადა რობოტებთან თანაარსებობისთვის. 
6. ჟიულ ვერნი – ჟიულ ვერნმა, როგორც ექსტრემალურმა ფუტურისტმა, იწინასწარმეტყველა თითქმის ყველა მეცნიერული მიღწევა. მისი შემოქმედების არეალი კი საკმაოდ ფართო იყო – დედამიწის ცენტრიდან მთვარის ზედაპირამდე.
7. რობერტ ჰაინლაინი – ჰაინლაინი არის სამეცნიერო ფანტასტიკის ფილოსოფოსი: მისი ამბები ეხება პატრიოტიზმს, სექსუალურ თავისუფლებას, ადამიანთა მიერ ერთმანეთთან თანამშრომლობის უუნარობას და ა.შ. ჰაინლაინის Starship Troopers და Stranger in the Strange Land ცდილობს განსაზღვროს „თავისუფლების“ არსი.
8. ჯორჯ ლუკასი – ჯორჯ ლუკასის „ვარსკვლავური ომები“ არის XX საუკუნის სამეცნიერო ფანტასტიკის გარდამტეხი მნიშვნელობის ნამუშევარი, რომელმაც შთააგონა მეცნიერებისა და ინჟინრების თაობები, გაეზარდათ ტექნოლოგიური მიღწევების საზღვრები.
ერთი სიტყვით, ეს არის დოკუმენტური სერიალი რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკის ყველა მოყვარულმა უნდა ნახოს. 

ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

წყარო
http://celsius-233.blogspot.com

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button