განხილვაგართობამუსიკა

სიმები – სიმები (1990)

vocal-acoustic music, folk, urban music

ტრეკლისტი:

  1. ფერია (2:10)
  2. გულს ემღერება (3:02)
  3. სულ უბრალოდ (4:13)
  4. რა კარგი ხარ, რა კარგი! (3:17)
  5. დედა (3:16)
  6. ოცნების თოლია (2:29)
  7. სიმები (3:11)
  8. სიყვარულის წლები (3:33)
  9. 9 აპრილი (4:22)
  10. ცისფერთვალება (3:19)
  11. ალალმისი (3:47)

შემადგენლობა:

  • სერგო კრავეიშვილი – ვოკალი, გიტარა
  • მერაბ წილოსანი – ვოკალი, გიტარა
  • დავით კოპალეიშვილი – ვოკალი

ვოკალურ-აკუსტიკური ანსამბლი დღევანდელი ქართული ესტრადისთვის ერთ-ერთი სტანდარტული ფორმატია. მის დამკვიდრებაში ძალიან დიდი წვლილი „ცისფერ ტრიოს“ მიუძღვის, რომელმაც ნათლად აჩვენა, თუ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ვოკალური სამხმოვანი ჰარმონიები პოპ-სიმღერის კონტექსტში. შემდგომში ამ ტრიოს შაბლონზე ბევრი სხვა კოლექტივი მოიჭრა, რომელიც მეტ-ნაკლებად ცდილობდნენ გაემეორებინათ ეს ვოკალური ჰარმონიულობა. მაგრამ ასეთი აკუსტიკურ-ვოკალური მუსიკის მთლიანად ჰარმონიაზე ორიენტაციას ერთი ნაკლი აქვს – ხშირად ჰარმონია ჩრდილავს სიმღერის მელოდიას და თითქოს სიმღერა უბრალოდ ვოკალური შესაძლებლობების წარმოდგენის პოლიგონად გადაიქცევა ხოლმე. „ცისფერ ტრიოს“ უმეტეს შემთხვევაში ჰყოფნიდა კლასი, რომ სიმღერის ქვეშ მელოდია არ დაეკარგა, მაგრამ სამწუხაროდ. პირველწყაროზე ორიენტებული ანსამბლების ყოველ ახალ თაობას ამასთან დაკავშირებით სულ უფროდაუფრო დიდი პრობლემები აქვს.

პერიოდულად ჩნდებოდნენ ჯგუფები, რომლებიც სტილის ამ ყალიბს სცდებოდნენ, აკეთებდნენ სხვადასხვანაირ სინთეზს და ამ ესთეტიკას ამრავალფეროვნებდნენ. სამწუხაროდ ისინი ქართველმა კონსერვატიულმა მსმენელმა ჯეროვნად ვერ დააფასა; არადა ზოგიერთის შემოქმედება ამ სასიმღერო სტილის საუკეთესო ნიმუშებს განეკუთვნება.

ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი იყო ტრიო „სიმები“, რომელიც ოთხმოციანების დასაწყისში სამტრედიაში შეიქმნა, ასე რომ არ აგერიოთ თანამედროვე ტრიო „სიმ“-ში. მათი მუსიკა თავიდანვე იპყრობს ყურადღებას ორიგინალური ჟღერადობით: ამის მთავარი მიზეზია თორმეტსიმიანი გიტარა, რომელსაც ქართული მუსიკა ძალიან იშვიათად იყენებს. ასევე შემოტანილია ძალიან ბევრი დასავლური ელემენტი – ქანთრი-ატმოსფერო, ბლუზური ნოტები, მოკლე ინსტრუმენტული სოლო პასაჟები. მაგრამ „სიმები“-ს მთავარი ღირსება კომპოზიციასა და შესრულების მანერაში იყო: ისინი მუსიკას თვითონვე წერდნენ; მათ სიმღერებს ახასიათებდათ გამოკვეთილი, ძალიან ლამაზი მელოდიურობა; სამხმოვანი ვოკალი კი არასოდეს მდგარა მუსიკაზე მაღლა – ასე რომ, პარტიების სირთულის და დახვეწილობის მიუხედავად, სიმღერა არასოდეს გადასულა პათეტიზმში.

სიმებმა“ თავისი ერთადერთი ალბომი 1990 წელს ჩაწერეს. სამწუხაროდ, ხმის რეჟისურაში ძალიან დიდი პრობლემები გაიპარა: მთელ ჩანაწერს თან გასდევს ე.წ. clipping-ი. როგორც სჩანს ამ პრობლემა ვერ დამუშავდა ისე, როგორც საჭიროა და შედეგად მისი მოცილება ციფრული მეთოდებითაც ძალიან ძნელია (მაგალითად, მე რამდენიმედღიანი ცდის მიუხედავად, ბევრი ვერაფერი მოვახერხე).

მაგრამ ეს ხარვეზი დიდ დაბრკოლებად არ უნდა იქცეს, ვინაიდან ფირფიტა შეიცავს 11 ლამაზ სიმღერას; რამდენიმე კი საერთოდ მინი-შედევრებად მიმაჩნია. მაგალითად, „გულს ემღერება“, „ცისფერთვალება“ და „ალალმისი“ საოცარია როგორც ვოკალურად, ისე მელოდიურად და არანჟირების მხრივ. ესაა ის გზა, რომლითაც ვისურვებდი, რომ ქართული ვოკალურ-აკუსტიკური მუსიკა წასულიყო… რაც შეეხება პოპულარულობას, ყველაზე მეტად ცნობადი ალბომის გამხსნელი სიმღერა, „ფერია“-ა. მას ხშირად ასწავლიან ბავშვებს, რომელთაც გიტარაზე დაკვრა ახალი დაწყებული აქვთ.

როგორც ზემოთ ითქვა, ამ ალბომს ძნელად თუ მოეძებნება ახლო მონათესავე ქართულ მუსიკაში. მოკლედ, არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მსმენელი ხართ – „ცისფერი ტრიო“-სი, Simon & Garfunkel-ის, Genesis-ის ადრეული ალბომების თუ უბრალოდ კარგი მუსიკის. ეს ალბომი ყველასთვისაა რეკომენდებული. სამწუხაროდ, შეფასება მცირედით უნდა დავაკლო ჩანაწერის ხარვეზების გამო, მაგრამ ასეთი მუსიკის 8,5 / 10-ზე ნაკლებით შეფასება, ჩემი აზრით, დანაშაული იქნება. არ გამოტოვოთ!

————————————————————————————————————

Vocal-acoustic ensemble is one of the standard Georgian pop formats today. Its wide establishment is for the most part due to “Tsisperi Trio”, who showed how effective the vocal harmonies could be in the pop song context. Later this pattern was shared by more and more bands that tried to emulate those vocal harmonies with variable success. But vocal harmony-oriented acoustic music has one drawback: often harmony obscures the singing melody and sometimes the song becomes just a place for vocal show-off. “Tsisperi Trio” had enough class not to overshadow the melody but the successive generations of the bands alike face growing problems in this field.

Periodically, some bands formed that tried to broaden Georgian vocal-acoustic music aesthetics; they used to synthesize different influences and enrich the compositional resources. While their music used to be one of the best exponents of the genre, unfortunately, the conservative Georgian public mostly overlooked these musicians.

One such band was the trio “Simebi” (Georgian for “Strings”), formed in early eighties in Samtredia. They bear no relation with modern trio “Simi”. Thanks to original sound, their music induces attention right away: the reason is the 12-string guitar, that is very uncommon in Georgian music. Some of the western elements are added too: country-ish atmosphere, blue notes, short instrumental solos. But still, the main value of Simebi’s music is the composition and performance itself. They used to write the music themselves, the songs were highly melodic and the three-piece vocal never shadowed the music but was a mere part of it. So, despite the difficulty and refinement of vocal lines, it never had any touch of patheticism.

Simebi” recorded their only album in 1990. Unfortunately its sound engineering is marred with blunders – the whole record is very hardly clipped. Moreover, this problem wasn’t addressed in the way it should have been, so declipping became hard even with digital technology.

But this drawback should not be of hindrance as long as music is so great. The LP consists of 11 beautiful songs and a couple of them are real mini-masterpieces.For example, “Guls Emgereba” [2], “Tsispertvaleba” [10] and “Alalmisi” [11] are the instant classics, astonishing in all ways, be it composition, arrangement or performance. This must be the way I’d like Georgian vocal-acoustic music to develop… Now regarding popularity, the opener “Feria” [1] is the most known song. It is often taught to guitar beginners.

As noted above, this album has very few close relatives in Georgian music. Your musical preferences do not matter here: whether you listen to “Tsisperi Trio”, Simon & Garfunkel, early Genesis or just good music, this album is recommended for everyone. Unfortunately I have to decrease the rating a bit due to blundered sound engineering, but rating it under 8,5 / 10 would be a crime from my part. Do not miss!

გადმოსაწერი ბმული / download link: Simebi – Simebi (1990)

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button