ფოტო გადაღებულია 1968 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მეხიკოში ჯონ დომინისის მიერ. ოქროს მედალის მფლობელი ტომი სმიტი (შუაში) და ბრინჯაოს მედალოსანი ჯონ კარლოსი (მარჯვნივ) კვარცხლბეკზე დგომისას მუშტს მაღლა სწევენ, რითაც გამოხატავენ ადამიანის უფლებათა შელახვის მიმართ პროტესტს. მოგვიანებით ათლეტები ოლიმპიური თამაშებიდან გარიცხეს პოლიტიკური ჟესტის გაკეთების გამო. ექსპერტთა უმრავლესობის მიერ ეს მოვლენა შეირაცხა ისტორიულად, თავად ჟესტი კი გასული საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ღია პოლიტიკურ მიმართვად. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანის აზრით, ეს “შავი ძალაუფლების” გამოხატულება იყო, სინამდვილეში სპორტსმენებმა სწორედ თანაბარუფლებიანობას დაუჭირეს მხარი.
Check Also
Close - 2011 წლის ყველაზე ემოციური ფოტოებიოქტომბერი 2, 2020