ფოტო გადაღებულია ალფრედ აიზენშტატის მიერ ნიუ-იორკის თაიმზ სქვერში 1945 წლის 14 აგვისტოს, როცა ოფიციალურად გამოცხადდა მეორე მსოფლიო ომის დასასრული. შემდგომში ამ ფოტომ ჟურნალ “ლაიფის” (LIFE) გარეკანი დაამშვენა. მეზღვაურისა და ექთანის ვინაობა საიდუმლოდ დარჩა, თუმცა სხვადასხვა დროს რამდენიმე ვარიანტი წამოჭრილა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრის აზრით, სურათზე რომანტიკული კოცნაა, სინამდვილეში ეს ორი ადამიანი ერთმანეთისთვის უცნობები იყვნენ. ფოტოგრაფის თქმით, მეზღვაური იმ არეალში ყველა ქალს კოცნიდა.
Check Also
Close - ახალი ზელანდიანოემბერი 4, 2020