ამონარიდებილიტერატურასაკითხავიწიგნები

ფიოდორ დოსტოევსკი – მოთამაშე

„მძულხართ იმიტომ, რომ ამდენი უფლება მოგანიჭეთ და კიდევ უფრო იმიტომ, რომ ასე მჭირდებით და სანამ მჭირდებით – უნდა გაგიფრთხილდეთ.“

„რაც შეეხება გამორჩენასა და მოგებას, მარტო რულეტზე კი არა, სადაც არ გინდათ, ადამიანები მუდამ ერთმანეთს აცლიან ლუკმას და მუდამ მოგებას ცდილობენ. ხოლო გამორჩენა და მოგება რაოდენ საძაგლობაა, ეს უკვე სხვა საკითხია.“

„პირდაპირ საკვირველი და სასაცილოა, რარიგ მეტყველია ხოლმე მორცხვი და ავადმყოფურად კდემამოსილი შეყვარებული კაცის თვალები, თუმცა უმალ მიწის გასკდომასა და შიგ ჩავარდნას არჩევს, ვინემ თავისი გრძნობები სიტყვითა და მზერით გაამჟღავნოს.“

„იცით წარმოუდგენელი რამ? მე თქვენ ყოველდღე უფრო ძლიერ მიყვარხართ, ეს კი თითქმის შეუძლებელი რამაა.“

„უიმედოდ მიყვარხართ და ვიცი, ამის შემდეგ ათასჯერ უფრო მეტად მეყვარებით. თუ ოდესმე მოგკლავთ, საკუთარი თავის მოკვლაც იქნება საჭირო; ასე რომ მე საკუთარ თავს რაც შეიძლება დიდი ხნის მანძილზე არ მოვკლავ, რათა ეს აუტანელი ტკივილი უთქვენოდ ავიტანო.“

„ადამიანს ყველა გარემოებაში შეუძლია ღირსება შეინარჩუნოს. თუ საამისოდ ბრძოლა დასჭირდა, ეს კიდევ უფრო აამაღლებს, განა დაამცირებს!“

„მარტოოდენ ფრანგებსა და კიდევ, მგონი, ევროპელებიდან ზოგს გააჩნიათ ისეთი გარეგნული ფორმა, უღირსი ფრიად ღირსეულად აჩინოს.“

„ვიცი, არავითარი იმედი არა მაქვს და თქვენთვის ნული ვარ. ამიტომაც პირდაპირ გეუბნებით: ყველგან მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გხედავთ, სხვა ჩემთვის არაფერი არსებობს. რად მიყვარხართ ასე, ვერ გეტყვით. იცით კი, რომ შეიძლება სულაც არ ხართ ლამაზი? წარმოიდგინეთ, ისიც არ ვიცი, მართლა ლამაზი სახე გაქვთ თუ არა? გული ნამდვილად ცუდი გაქვთ, არა მგონია, ჭკუაც კეთილშობილი გქონდეთ. კი, კი, შესაძლოა ასეც იყოს.“

„რატომ მიწყრებით? იმიტომ, რომ თქვენს მონად ვაცხადებ თავს? მერე რა, მიმსახურეთ, ჰო, მიმსახურეთ მონასავით! იცით თუ არა, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მოგკლათ? იმიტომ კი არა, გადაგიყვარეთ ან ვიეჭვიანე, არა, უბრალოდ ზოგჯერ ძალიან მინდა გშთანთქოთ.“

„სიამოვნებაც ხომ ყოველთვის სასარგებლოა, ხოლო ცხოველური, უსაზღვრო ძალაუფლება თუნდაც ბუზზე, ესეც ხომ თავის მხრივ სიამოვნებაა. ადამიანი ბუნებით მტარვალია, სხვისი წვალება უყვარს.“

„შესაძლოა ამდენი გრძნობის გადალახვის შემდეგ სული არ ივსება, მხოლოდ ღიზიანდება და მეტ შეგრძნებებს ითხოვს, სულ უფრო ძლიერ და ძლიერ, საბოლოო დაღლამდე.“

„ბუნებრივად თავაზიან ფრანგს იშვიათად შეხვდები. მუდამ ნაძალადევად, მუდამ ანგარიშით არის თავაზიანი.“

„როცა გვჭირდება, ჩვენთვის საძულველ ადამიანებთანაც კი საქმის დაჭერას არ ვთაკილობთ.“

„ყველა ქალი ერთნაირია! ყველაზე ამაყიც კი ბოლოს ყველაზე საზიზღარი მონა ხდება ხოლმე.“

„ვერ ამიტანია ისეთი პატიოსანი ხალხი, ახლოს მისვლა რომ გეშინია“.

„ჭეშმარიტად სიბერეშიაც მოგკითხავს და დაგსჯის ღმერთი სიამაყისთვის.“

000022

„ზოგჯერ ყოვლად გიჟური და ერთი შეხედვით ყოვლად განუხორციელებელი აზრი და ფიქრი ეგზომ ძლიერად გაგიჯდება თავში, ბოლოს თვითონაც შესაძლებლად მიიჩნევ… კიდევ მეტი: თუ ამ ფიქრს ძლიერ და დიდი სურვილიც მიემატება, მგონი, ისეთ ფატალურ, უცილობელ, შენი ბედის წიგნში ჩაწერილ ამბად მიიღებ, რომელიც არ შეიძლება არ აგისრულდეს! იქნებ აქ კიდევ სხვა რაღაც არის, ნაზავი რაღაც წინათგრძნობათა, ნებისყოფის რაღაც უჩვეულო დაძაბულობა, საკუთარი ფანტაზიით თავის მოწამვლა თუ სხვა კიდევ.“

„მიმიფურთხებია ყველასთვის! ვინ ვარ უკვე? ზერო. ვინ შემიძლია ვიყო ხვალ? ხვალ შემიძლია მკვდრეთით აღვსდგე და ცხოვრება ახლიდან დავიწყო! ვიპოვო ადამიანი ჩემში, სანამ ის არ გაქრა!“

„ადამიანს მართლაც უყვარს საკუთარი მეგობარიც კი თავის წინ დამცირებული იხილოს. მეგობრობის დიდი ნაწილი დამცირებაზეა დაფუძნებული.“

„მეკითხებით რა საჭიროა ფული? როგორ თუ რა საჭიროა? ფული ყველაფერია!“

„უდიდესი სიამოვნებით მივატოვებდი ყველას და ყველაფერს!“

„შენ ჭკვიანი და კეთილი ადამიანი ხარ… და… და სამწუხაროა, რომ ამასთანავე სულელიც.“

„მე თუ ვერ მიყიდით, ჩემი პატივისცემა შეიძლება იყიდოთ.“

„ეს ზუსტად ისეა, როგორც წყალწაღებული ხავსს ეჭიდება. დაემეთანხმებით იმაში, რომ არ იხრჩობოდეს, ხავსს არ ჩათვლიდა ხის ტოტად.“

„მართლა რაღაც უცნაური გრძნობა გიპყრობს, როცა უცხო მხარეში გადახვეწილი, შენს ქვეყანას, შენს მეგობრებს მოშორებული, ხვალ რომ არ იცი, რას შეჭამ, აიღებ და უკანასკნელ, შენს უკანასკნელ გულდენს ჩამოხვალ!“

„ჯერ კიდევ არ მესმის ჩემი.“

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button