
შავ-თეთრი ფოტო, რომელზეც 11 მუშა როკფელერის ცენტრში, ნიუ-იორკის ცათამბჯენის 69-ე სართულის დირეზე ზის და ლანჩს მიირთმევს. ფოტო გადაღებულია 1932 წლის 29 სექტემბერს, მშენებლობის ბოლო თვეში. 2 ოქტომბერს დაიბეჭდა ყოველდღიურ გაზეთში “New York Herald Tribune”. ფოტოგრაფის, ჩარლზ ებეტსის აღიარება მხოლოდ 2003 წელს მოხდა, მანამდე კი ფოტოს ავტორი უცნობად რჩებოდა.