ამონარიდებილიტერატურასაკითხავიწიგნები

ფიოდორ დოსტოევსკი – სტეპანჩიკოვოს სოფელი

„ეს ერთ-ერთი იმ კეთილისმყოფელ ადამიანთაგანი იყო, რომელთაც ესირცხვილებათ სხვა ადამიანს ცუდი შესთავაზონ, სიჩქარით მოსავენ საკუთარ ახლობლებს ყოველგვარი კეთილი საქმით, უხარიათ სხვისი წარმატება, ცხოვრობენ ამ წესით, მუდმივად იდეალურ მსოფლიოში, წარუმატებლობის შემთხვევაში კი პირველ რიგში, საკუთარ თავს ადანაშაულებენ. თავის გაწირვა სხვისი ინტერესებისათვის მათი მოწოდებაა. ზოგნი მათ როგორც პატარა სულის, უხასიათო და სუსტ არსებებად იცნობენ. რა თქმა უნდა, ის სუსტი და ზედმეტად რბილი ხასიათის იყო, მაგრამ არა ხასიათის სიმყარის ნაკლებობისგან, არამედ შიშის გამო, რომ შეურაცხყოფდა, მრისხანედ მოექცეოდა ვინმეს გადამეტებული პატივისცემისთვის ახლობლისა თუ უცხო ადამიანის მიმართ. საერთოდ, უხასიათო და პატარა სულისკვეთების იყო მაშინ, როდესაც თავის სარგებლობას ეხებოდა საქმე, რასაც ის დიდად უგულებელყოფდა, რის გამოც მთელი ცხოვრება სასაცილოდ იგდებდნენ და თან ხშირად იმათგან, ვისთვისაც ამ სარგებელს სწირავდა.“

„რისხვას გადასული პატარა სული თვითონვე ავლენს რისხვას.“

„პირველად შხამით დაგათრობენ და შემდეგ იმასაც გკითხავენ, მისაყოლებელი ხომ არ გინდაო. გულის ჭრილობები უნდათ რომ განკურნონ რაიმე მომწამვლელი სოკოთი ან დამპალი ვაშლებით!“

„რითაც არ უნდა დაფარო ჭუჭყი, ჭუჭყი მაინც ჭუჭყად რჩება.“

„და თუ აქამდე არავინ არ ჩასვა საგიჟეთში, ეს იმის გამო, რომ მასზე ჯერ კიდევ შეიძლებოდა დაქორწინება.“

„ღმერთო! რატომ არის ადამიანი გაბოროტებული? რატომ ვარ ხოლმე ბოროტი, როდესაც ასე კარგი და მშვენიერია კეთილად ყოფნა?“

„მინდა მიყვარდეს, ადამიანი მიყვარდეს… ისინი კი არ მაძლევენ ადამიანს, მიკრძალავენ შეყვარებას, მართმევენ ადამიანს! მომეცით, მომეცით ადამიანი, რათა შევძლო მისი შეყვარება! სად არის ეს ადამიანი? სად დაიმალა? როგორც დიოგენე, ფარნით დავეძებ მას მთელი ცხოვრება და ვერ მიპოვია, არ შემიძლია ვინმე მიყვარდეს, სანამ არ ვიპოვი იმ ადამიანს. ვაი მას, ვინც კაცთმოძულედ მაქცია!“

„თუ გინდა დაამარცხო მთელი მსოფლიო, დაამარცხე საკუთარი თავი.“

„კარგი დრო ციდან არ ვარდება, არამედ მას ჩვენ ვქმნით; ის ჩვენს გულებშია დამწყვდეული.“

„იცხოვრე და სხვებსაც მიეცი ცხოვრების საშუალება – აი ჩემი წესი! მოითმინე, იშრომე, ილოცე და იმედი იქონიე – აი ჭეშმარიტება, რის შთაგონებასაც კაცობრიობისთვის ერთი ცდით ვისურვებდი!“

„ახალგაზრდობა ხშირად თავმოყვარე არაა, ახალგაზრდა თავმოყვარეობა კი თითქმის ყოველთვის მშიშარაა.“

„ორჯერ მეტად ფრთხლად უნდა იყო უბედურებაგამოვლილ ადამიანთან.“

„ისეთია ადამიანის თავმოყვარეობა, რომ საკუთარ თავშიც არ ეტევა.“

„სიყვარული ალამაზებს სახეს.“

„ყოველი საქმე ღირსეულად, მამაცურად უნდა გააკეთო, მაგრამ ყვირილისა და წყენის გარეშე.“

„ფული მტრედია, მოფრინდება და უთუოდ ისევ გაფრინდება.“

„ადამიანური იმედები მატყუარაა.“

„მწამს, რომ მეცნიერება, ხელოვნება… ქანდაკება, მთელი ეს მაღალი იდეები ასე ვთქვათ, თავისებურ მომხიბვლელ მხარეებს ფლობენ, მაგრამ ისინი ვერ შეცვლის ქალებს! ქალები, ქალები, ახალგაზრდავ, გაყალიბებენ თქვენ და ამიტომაც, მათ გარეშე შეუძლებელია, შეუძლებელია ახალგაზრდა ადამიანო!“

„ლოცვებს მთელი ღამე თქვენთვის ვჩურჩულებდი, ვცდილობდი თქვენი ბედნიერება მეპოვნა. მაგრამ ვერ ვიპოვე, რადგან ბედნიერება კეთილის ქმნაშია.“

„მისთვის სერიოზულად რომ ეთხოვა ვინმეს მხრებით წამიყვანე ორი ვერსის მანძლზეო, შესაძლოა წაიყვანდა კიდევაც: ისეთი კეთილი იყო, დანამდვილებით მისცემდა ყველაფერს პირველივე თხოვნისას და უკანასკნელ პერანგს გაუნაწილებდა პირველ მთხოვნელს.“

ჭდეები

Related Articles

Leave a Reply

Close
Close