ამონარიდებილიტერატურასაკითხავიწიგნები

ფიოდორ დოსტოევსკი – მწერლის დღიური

„გაიგონ ადამიანებმა, რომ ბედნიერება უსაქმურობაში არ არის, მიხვდნენ იმას, რომ აზრი ჩაქრება უსაქმურში, რომ შეუძლებელია გიყვარდეს ახლობელი ისე, რომ არ შრომობდე მისთვის, რომ მოსაწყენია იცხოვრო საჩუქრით, რომ ბედნიერება ბედნიერებაში კი არა, არამედ მის მიღწევაშია.“

„თქვენ იტყვით, რომ ჩვენ უნდა გამოვასწოროთ ბავშვები. მისმინეთ: ჩვენ არ უნდა ვიყოთ ბავშვებზე მაღლა, რადგან ჩვენ მათზე უარესნი ვართ.“

„ჩვენ სულ ცოტათიც კი არ ვპატობთ ჩვენი აზრისგან ოდნავ გადახრილ აზრს, ჩვენთან ოდნავ უთანხმოებაში მყოფს არამზადად ვთვლით, გვავიწყდება ის, რომ ვინც ასე ადვილად დაკარგავს სხვის დაფასებას, ის საკუთარ თავსაც არ აფასებს.“

„მე კი გიცხადებთ გულწრფელი სიტყვით, რომ არც შექსპირს და არც ჰომეროსს, ერთად რომ აგვეღო ყველა, მაინც ვერ ვიპოვიდით უფრო მშვენიერს ვიდრე ახლა, ამ თეთრ დარბაზში შეიძლებოდა აღმოგეჩინათ თქვენ შორის. რა არის შექსპირი! აქ ისეთი გამომჟღავნდებოდა, რომ არც კი დაესიზმრებოდათ ჩვენს სწავლულებს. მაგრამ უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ თვითონაც არ იცით თუ რაოდენ მშვენიერნი ხართ! იცით თუ არა, ნებისმიერ თქვენგანს რომ მოესურვებინა შესძლებდა გაებედნერებინა ყოველი ამ დარბაზში და ყველას აიყოლიებდა? და ეს ძალა ყოველ თქვენგანშია, მაგრამ იმდენად ღრმადაა ჩამალული, რომ უკვე დიდი ხანია წარმოუდგენლად გვეჩვენება.“

„ყველანი ღელავენ, ყველა ყველაფერში იღებს მონაწილეობას, ყველას სურს გამოთქვას აზრი და წარადგინოს საკუთარი თავი. და აი, მხოლოდ ერთი ვერ ამომიხსნია, რა უფრო მეტად სურთ: იზოლირებული დარჩება ყველა თავის აზრში თუ ერთ აზრად იქცევიან.“

„უმაღლესი იდეა დედამიწაზე ერთია – იდეა ადამიანის სულის უკვდავებისა, რადგან სხვა დანარჩენი „მაღალი“ იდეები, რომლითაც ადამიანს შეუძლია იცხოვროს, მხოლოდ მისგანვე გამოედინება.“

„ძველი წესია: საგანში კი არაა საქმე, არამედ თვალშია. თუ გაქვთ თვალები – მოიძებნება საგანი, თუ არ გაქვთ – ესე იგი ბრმა ხართ და ვერც ერთ საგანში ვერაფერს ნახავთ. თვალები მნიშვნელოვანია, ის რაც ერთის თვალში პოემაა, სხვის თვალში უბრალო ფუთაა.“

„ოჯახიც ხომ მწიფდება, მზად ხომ არ გაძლევენ და არცერთი წესი და არცერთი ვალდებულება არ მოდის მზად, არამედ ეს ყოველივე თავისით იქმნება, ერთი მეორეს წარმოქმნის. მხოლოდ მაშინაა ოჯახი ძლიერი, სწორედ მაშინაა ეს წმინდა. ოჯახი დაუღლელი სიყვარულის შრომით ხდება სრულყოფილი.“

image description

„წარმოისახება ამოუხსნელი კითხვა: ტალანტი ფლობს ადამიანს თუ ადამიანი ტალანტს?“

„ჩვენ თანდათან უფრო შევწყვიტეთ ერთმანეთის გაგება. ვგულისხმობ სერიოზულ და გულწრფელ ხალხს – მხოლოდ ამათ არ ესმით ერთმანეთის; გადამყიდველები კი სხვა საქმეა – მათ ყოველთვის ესმოდათ ერთმანეთის.“

„თვენ იცით რას ნიშნავს ბავშვის შეურაცხყოფა? მათი გულები უმანკო, თითქმის გაუცნობიერებელი სიყვარულითაა აღსავსე. ასეთი დარტყმები კი მათში მწუხარე გაკვირვებასა და ცრემლებს იწვევს, რასაც ღმერთი ხედავს და იმახსოვრებს.“

„მხოლოდ სიყვარულით ვიყიდით ბავშვების გულს და არა მხოლოდ ბუნებრივი უფლებით მათზე.“

„ცხოვრების გაცნობიერება – ცხოვრებაზე მაღალია. ბედნიერების კანონების ცოდნა – ბედნიერებაზე მაღალია – აი რაზეა სამუშაო!“

„თითქმის ყველანი ტალანტები არიან, მაგრამ გრამითაც არ არიან პოეტები. მჭედელიც კი ტალანტურია. პოეზია, ასე ვთქვათ, შინაგანი ცეცხლია ყოველგვარი ტალანტისა.“

„ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ გამოაშკარავებული, მიმდინარე და ისიც დაკვირვებით, დასასრული და დასაწყისი – ეს ჯერ ფანტასტიკაა ადამიანისთვის.“

„მე ყოველთვის პირიქით მეჩვენებოდა, რომ უდიდესი ბედნიერებაა იცოდე ის, რის გამოც ხარ უბედური.“

„თუ ჩვენ ვასწავლით ბავშვებს, რათა უკეთესები გავხადოთ, ისინი თავის მხრივ ჩვენ გვაქცევენ უკეთესებად, თუნდაც მათზე ერთი შეხებით. ისინი ადამიანურს ხდიან ჩვენს სულს, მხოლოდ ჩვენს შორის გაჩენით.“

„ბედნიერი ადამიანი ვარ, მაგრამ რაღაცებით უკმაყოფილო.“

„გაისაზრო და შეიგრძნო შეიძლება სწორადაც და პირველივე ჯერზეც, მაგრამ ადამიანად გახდომა არ შეიძლება პირველივე ჯერზე, უნდა გამოიკვეთო ადამიანად. აქ დისციპლინა… მოაზროვნეები ახმოვანებენ კანონებს, იმ საერთო კანონებს, რითაც ყველანი ბედნიერნი გახდებოდნენ, განურჩველად ყველა, ოღონდ ეს კანონები შექმნილიყო. ეს იდეალი, შესაძლებელიც რომ ყოფილიყო, დაუსრულებელ ადამიანებში არც კი განხორციელდებოდა, არანაირი კანონი, თუნდაც ყველაზე ცხადიც კი.“

„მისტიკურ იდეებს უყვარს თვალთვალი, ისინი ამით იქმნება.“

„ჭკუის შეცდომები და გაუაზრებლობა უფრო სწრაფად და უკვალოდ ქრება, ვიდრე შეცდომები, რომელსაც გული უშვებს.“

„შენს მიღმა კი არა, შენშია სიმართლე, იპოვე შენი თავი შენში, წაიკითხე შენი შენში, დაეუფლე შენს თავს და შეიცნობ სიმართლეს. ნივთებში არ არის ეს სიმართლე, არც შენ ირგვლივ და არც ზღვას იქით სადმე, არამედ უპირველეს ყოვლისა, შენს საკუთარ თავზე შრომაში. გაიმარჯვებ საკუთარ თავზე, მოთოკავ თავს და გახდები ისეთი თავისუფალი, როგორსაც ვერასოდეს წარმოიდგენდი, დაიწყებ დიად საქმეს და სხვებსაც თავისუფლად აქცევ, შეიცნობ ბედნიერებას, რადგან შეივსება შენი სიცოცხლე, გაუგებ შენს ხალხს და იპოვი მათ წმინდა სიმართლეს.“

„ევროპისთვის რუსეთი გაუაზრებლობაა და მისი ყოველი საქმეც გაუაზრებლად მიაჩნია, ასე იქნება მუდამ.“

„გავლილი ტანჯვა შეიძლება სულისთვის სიწმინდედ იქცეს. ადამიანი საერთოდ ისეა შექმნილი, რომ უყვარს საკუთარი განვლილი ტანჯვა.“

1458765_370247579777847_763670903_n

„ომი მასის საბაბია, რომ საკუთარი თავი დააფასოს. ამიტომაც უყვარს ერს ომი: ის ქმნის ომზე სიმღერებს, დიდი ხნის მანძილზე ქმნის ლეგენდებს და მოთხრობებს მასზე. სისხლისღვრა მნიშვნელოვანი რამაა. ომი აუცილებელია ჩვენს დროში, ომის გარეშე ქვეყანა იქცეოდა რაღაც დორბლად, რაიმე ცრუ სისველედ, დაბინძურდებოდა დამპალი ჭრილობებით.“

„ადამიანი ბუნებრივადაა გადახრილი სიმხდალისა და უსირცხვილობისაკენ, და კარგადაც იცის ეს; შესაძლოა ამიტომაც წყურია მას ომი და ამიტომ უყვარს ასე ძლიერ: მასში გრძნობს წამალს. ომი აღვივებს ძმის სიყვარულს და აერთიანებს ქვეყნებს.“

„ადვოკატი დაქირავებული სინდისია, ადვოკატს არ ძალუძს არ ითამაშოს საკუთარი სინდისით, თუნდაც სურდეს, რომ არ ითამაშოს.“

„ამჟამად იმდენად არ ომობენ იარღით, როგორც ჭკუით, ეს უკანასკნელი ვითარება განსაკუთრებულად არ არის ჩვენთვის ხელსაყრელი“

„არ მინდა ვიყო მართალი – რადგან შევცვლი საკუთარ თავს. არ მინდა ვიყო ცოდვილი – რადგან არაფერში ვარ დამნაშავე, არ მინდა ვირჩევდე – რადგან გრძნობები ერთი სიძლიერისაა.“

„მწვერვალისკენ სვლის დროს თუ გაჩერდები და ყოველ მყეფარე ძაღლს ქვის სროლას დაუწყებ, მწვერვალს ვერასოდეს მიაღწევ.“

ჭდეები

Related Articles

Leave a Reply

Close
Close