ამონარიდებილიტერატურასაკითხავიწიგნები

ფიოდორ დოსტოევსკი – საწყალი ადამიანები

„ოჰ, ნეტავი რა მომელის, როგორი იქნება ჩემი ბედი! რა მძიმეა ცხოვრება, როცა აწმყო გაურკვეველია, არა გაქვს მომავალი, არ იცი რა გელის. უკან მიხედვისა კი გეშინია. იქ ყველაფერი მწუხარებით არის მოცული, მისი ერთხელ მოგონებაც კი გულს მისერავს. მთელი სიცოცხლე უნდა ვიტირო ჩემი დამღუპველი ბოროტი ადამიანების გამო.“

„მოგონებები, სასიხარულოა თუ მწარე, მუდამ მტანჯველია. მაგრამ ეს ტანჯვაც ტკბილია და, როდესაც გულს სიმძიმე შემოაწვება, როდესაც გული გტკივა და გელევა, ნაღვლიანი ხარ, მოგონებები მაშინ აახლებენ და აცოცხლებენ მას, ისევე როგორც ნესტიან საღამოს ცვარნამი აახლებს და აცოცხლებს ხოლმე დღის პაპანაქებისაგან დახრუკულ, საცოდავ მჭკნარ ყვავილს.“

„მდიდარ ადამიანებს არ უყვართ, როცა ღარიბები თავიანთ ხვედრს ხმამაღლა შესჩივიან. გვაწუხებენო, თავს გვაბეზრებენო, სიღარიბე ყოველთვის თავმოსაბეზრებელია; ძილს უფრთხობს ალბათ მათ მშიერთა გმინვა!“

„ხანდახან ხდება ხოლმე, ადამიანი დაიბნევა საკუთარ გრძნობებიში და ჩმახავს რაღაცას. ამის მიზეზი სხვა არაფერი არ არის რა, თუ არა სისულელემდე გადაჭარბებული გულის სიფიცხე.“

„თქვენ ინატრეთ ვარდები, დღესეს კი გიგზავნით, ხომ ხედავთ ყველაფერი კარგად ჩაივლის ხოლმე, მადლობა უფალს, რომ ჩვენი უბედურებანიც მთავრდება.”

„თუმცა ბნელი ადამიანი ვარ, შეიძლება ჩერჩეტიც, მაგრამ მათგან განსხვავებით ვიცი, რომ გული მეც ისეთი მაქვს, როგორიც ყველა სხვას.“

„არ  მიყვარს, როცა ბავშვი ჩაფიქრებულია, სამძიმოა მათი ყურება.“

„ხდება ხოლმე თურმე ასეც: ცხოვრობ და არც კი იცი, რომ აქვე, შენს ახლოს, ყოფილა თურმე ისეთი წიგნი, სადაც მთელი შენი ცხოვრებაა აღწერილი. ადრე კი ეს აზრადაც არ მომდიოდა.“

„საწყალი ადამიანი საშინლად მომკითხველია, ის ღვთის გაჩენილ ქვეყანასაც სხვა თვალით უყურებს, ყველა გამვლელს ალმაცერად უცქერს და თავის ირგვლივ შემკრთალი იყურება, თითოეულ სიტყვას აკვირდება – ვინ იცის, იქნებ ჩემზე ამბობენ რამესო.“

„რაც გინდა წერონ, რაც გინდა ჯღაბნონ მჯღაბნელებმა, საწყალი ადამიანის ცხოვრებაში მაინც ყველაფერი ძველებურად დარჩება. ამას წინათ ემელია მეუბნებოდა, რომ რაღაცაზე ხელი მოაწერინეს და ათშაურიანი მისცეს იმის გამო, რომ იდგა უბრალოდ გაუნძრევლად, მას ეგონა სიკეთის გამო მისცეს და თურმე, ისინი ფულს იხდიდენ საწყალი ადამიანის ნახვაში.“

„დღეს სიკეთეს რაღაც უცნაურად სჩადიან, ვინ იცის, იქნებ მუდამ ასე იყო. მათ ან არ იციან როგორ აკეთონ ეს საქმე, ანდა ამ საქმის დიდი ოსტატები არიან.“

„ადამიანს შიშველი თითი რომ მოუჩანს, იდაყვთან გამოხეული ტანისამოსი რომ აცვია, ამას თავისებურად აღწერენ  და ყიდიან. თქვენ ხომ ყველას წინაშე არ გაშიშვლდებით, სწორედ ასევე საწყალი ადამიანს არ უყვარს, როცა მის გალიაში იყურებიან და აკვირდებიან, როგორი ოჯახური პირობები აქვს.“

„ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიღარიბე ნაკლი არ არის.“

„მახსოვს ჩემი ახალგაზრდობის წლები, საიდან სად! ხანდახან ერთი კაპიკიც კი არ გამაჩნდა. მციოდა, მშიოდა, მაგრამ მაინც მიხაროდა. დილით ნევსკაიაზე გავივლიდი, ვინმე ლამაზმანს წავაწყდებოდი და მთელი დღე ბედნიერი ვიყავი.“

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button