
“ბორბალი განაგრძობდა ტრიალს. ახლა იგი მიგორავდა უსწრაფესად და შეუფერხებლად, რადგან განთავისუფლდა ეტლისაგან, ღერძისაგან, ყველაფრისაგან. აგვისტოს მყიფე სიჩუმეში, შებინდებისას, იგი შეიმოსება სუსტი ნათელით, თითქოს შარავანდედია. შარავანდედი სავსეა სახეებით, არაფრით გამორჩეული სახეებით – არც საშინელებით, არც ტკივილით, საყვედურითაც კი არა. ისინი მკვდრებია, თითქოს იპოვეს ხსნა ამ ნათელში”.
“აგვისტოს ნათელი”
***
“ასეთი იყო ბედნიერი გონების თვისება. დაევიწყებინა ყველაფერი, რისი გადახარშვა არ შეეძლო სინდისს”.
“აგვისტოს ნათელი”




