განხილვალიტერატურაწიგნები

Warhammer 40000 – სამყაროს ისტორია Vol.1

შორეული მომავლის ბნელ სისასტიკეში არის მხოლოდ ომი…

გალაქტიკა:

    მთავარი ძალა გალაქტიკაში არის ადამიანის იმპერიუმი. ძლევამოსილი იმპერია მთელ გალაქტიკაში გაბნეულ მილიარდობით პლანეტას აკონტროლებს. ასეთი დიდი ტერიტორიის ეფექტურად სამართავად და დასაცავად ადეპტუს ტერამ გალაქტიკა დაჰყო სეგმენტუმებათ(Segmentum). თითოეულ სეგმენტუმს აქვს საკუთარი იმპერიული საბრძოლო და სავაჭრო ფლოტი, როგორც სეგმენტუმის ციხესიმაგრე ან ფლოტის ბაზა, რომელიც სეგმენტუმის ‘ცენტრს’ წარმოადგენს. თითოეული ასეთი ციხესიმაგრე სეგმენტუმის იმპერიული გვარდიის და ფლოტის მთავარი ბაზაა. სეგმენტუმების ფლოტის მმართველები ცნობილები არიან, როგორც მაღალი ლორდი ადმირალები. სეგმენტუმის ციხესიმაგრე იმართება ადეპტუს ადმინისტრატიუმის მაღალი რანგის წარმომადგენლით, რომელიც სეგმენტუმის მაგისტრის სახელითაა ცნობილი. სეგმენტუმები შედგებიან სექტორებისგან, რომლებიც თავის მხრივ შედგებიან სუბ-სექტორებისგან. სუბ-სექტორი მზის სისტემების გაერთიანებას წარმოადგენს.



სეგმენტუმები:

    სეგმენტუმ სოლარი განლაგებულია იმპერიუმის ცენტრში, ტერათის გულში. სეგმენტუმის ციხესიმაგრე განთავსებულია მარსის მასიურ ორბიტალურ პორტთან. სეგმენტუმ სოლარი იმპერიული ტერიტორიის გულია. აქ არის პლანეტები, რომლებიც ვარპული ძრავების გამოგონებამდე იყვნენ დასახლებულნი. ბევრი იმპერიუმის უმთავრესი პლანეტა, მათ შორის ტერა, მარსი და არმაგედონი ამ სეგმენტუმში მდებარეობს.
    სეგმენტუმ ობსკურუსი – გალაქტიკის ჩრდილო ნაწილში მდებარე სეგმენტუსი. ეს არის ადგილი, სადაც ტერორის თვალი და იმპერიული პლანეტა-ციხესიმაგრე კადია არის განლაგებულნი. ეს სეგმენტუმი ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებულია მთელ იმპერიუმში, რადგან ტერორის თვალიდან ქაოსის ძალების შეტევები მოიგერიოს. სეგმენტუმის ფლოტის ბაზაა პლანეტა კიპრა მუნდია.
    ულტიმა სეგმენტუმი – ყველაზე დიდი სეგმენტუმებს შორის. ულტიმა სეგმენტუმი დიდხანს იყო იმპერიის ფრონტი. ის სახლია ულტრამარინების ორდენის.
    სეგმენტუმ ტემპესტუსი – სახელის მიუხედავად ეს სეგმენტუმი ერთ-ერთი ყველაზე მშვიდია იმპერიუმში. სეგმენტუმ ტემპესტუსის ფლოტის ბაზა განთავსებულია პლანეტა ბაკკას ორბიტაზე.
    სეგმენტუმ პაციფიკუს – ულტიმა სეგმენტუმის მსგავსად სეგმენტუმ პაციფიკუსი დიდი, საფრონტო ტერიტორიაა მცირე ადამიანური მოსახლეობით. სეგმენტუმის ბაზა განთავსებულია პლანეტა ჰიდრაპურის ორბიტაზე.


კ’ტანების შექმნა:

    კ’ტანის სახელით ცნობილი არსებები გაჩნდნენ თვით სამყაროს შექმნისას, როდესაც გამანადგურებელი ენერგიები პირველად გამოთავისუფლდნენ კატაკლიზმური ძალით და ვარსკვლავები შექმნეს. პირველი პლანეტების ჩამოყალიბებამდე კარგა ხნით ადრე შეიქმნენ პირველი მოაზროვნე არსებები. თვით ვარკსვლავების ენერგიისგან შექმნილნი, ისინი გამანადგურებელი ენერგიის ნაკრებებს წარმოადგენდნენ, რომლებიც უფრო და უფრო მეტს ითხოვდნენ. ვარსკვლავების ენერგია მათი სიცოცხლისთვის აუცილებელი იყო, ამიტომ ამ კოსმოსურმა ვამპირებმა მალე თავიანთი დაბადების ადგილები დატოვეს და კოსმოსში გაემგზავრნენ. ისინი დაუფიქრებლად შთანთქავდნენ ვარსკვლავებს და ამითი უამრავ ცივილიზაციას სიკვდილისთვის იმეტებდნენ.






ძველების იმპერია:

    როგორც ვარსკვლავებმა შვეს შვილები, ასევე ახლადჩამოყალიბებულ პლანეტებზეც გაჩნდენ პირველი მოაზროვნე არსებები. ეს იყო რეპტილიების მსგავსი მოაზროვნე რასა, რომლებსაც ელდარები ძველებს ეძახიან. ძველები ფლობდნენ ნელ, ცივსისხლიან, მაგრამ დიდებულ გონებას. ისინი იმ დონეზე დაეუფლენ მეცნიერებას, რომ ათასობით ვარსკვლავურ წლებს ერთი ნაბიჯით გადიოდნენ. ხოლო მათი ქმნილებები ადამიანებისთვის ტექნოლოგიურ ზენიტს წარმოადგენს. ძველებმა მრავალი სამყარო მოინახულეს, მაგრამ კ’ტანებისგან განსხვავებით მათ სხვა რასები ანაღვლებდათ. ამიტომ თითოეულ პლანეტაზე ისინი მოაზროვნე არსებებს აგზავნიდნენ. ზოგი ადეპტუს მექანიკუსი თვლის, რომ წარსულში ტერაც მათი სტუმრობის ადგილი იყო. ეს აზრი ეკლეზიარქიის მიერ ყველაზე კარგ შემთხვევაში ერეტიკოსულად ითვლება.


ნეკროტირი:

    ძველები გალაქტიკაში მოგზაურობდნენ და კულტურას ავრცელებდნენ. მაგრამ არსებობდნენ რასები, რომლებიც მათ გარეშე წარმოიშვნენ. ერთ-ერთი ასეთნი იყვნენ ნეკროტირები. შვილნი პლანეტის, რომელსაც არასტაბილური, სასიკვდილო მზე ანათებდა. ასეთი მნათობის გამო ნეკროტირების სიცოცხლე ხანმოკლე და საშინელნი იყო. ამ მოვლენამ ნეკროტირების კულტურაზე დიდი გავლენა მოახდინა, მათ პლანეტის მაცხოვრებლები მხოლოდ საცოდავი არსებები იყვნენ, რომლებიც გარდაცვლილებისთვის აგებული მავზოლეუმების და მონუმენტების ჩრდილში ცხოვრობდნენ. ნეკროტირებმა მალე გალაქტიკაში გავრცელება დაიწყეს, სტაზისური ველების გამოყენებით. მათი ნელი, არამატერიალური ენერგიით მოძრავი, ცოცხალ მეტალით აგებული ხომალდები გალაქტიკაში დაფრინავდნენ. ერთხელ თავიანთი მოგზაურობის დროს ნეკროტირებმა ძველები აღმოაჩინეს. ძველები, რომელთა ჯადოქრული ძალები საოცრად სწრაფ მოგზაურობას უზრუნველყობდნენ და რომელთა სიცოცხლეც იმდენად გრძელი იყო, რომ ძველები შეიძლებოდა უკვდავებად ჩაგვეთვალა. ამან ნეკროტირებში საშინელი, ყოვლისმომცველი შური გააჩინა. ნეკროტირების მთელი ცივილიზაცია ძველების გასანადგურებლად დაიძრა.



ბრძოლა ზეცაში:

    საშინელ ბრძოლაში ნეკროტირები დამარცხებისთვის იყვნენ განწირულნი. მათი ზეგანვითარებული ტექნოლოგია არაფერი იყო ძველების ვარპული ძალის და ჯადოქრობის წინააღმდეგ. ნეკროტირები მალე დამარცხდნენ, ხოლო გადარჩენილები მათ დაბადების პლანეტაზე, ჰალოს ვარსკვლავების მიდამოებში გამოიკეტნენ. ათასწლეულების მანძილზე თავიანთ პლანეტაზე პატიმრობაში მყოფი, დამარცხებულნი და დავიწყებულნი ნეკრონები არ ნებდნებოდნენ. მართალია მათი სიძულვილი და მრისხანება გაცივდა, მაგრამ ძალა არ დაუკარგავს.
    გამანადგურებელი ენერგიების ძიებაში ნეკროტირის მეცნიერები კ’ტანებს, ძველებზე ძლევამოსილ და ასაკოვან არსებებს გადააწყდნენ. ამ დროისთვის კ’ტანები პლანეტებზე ბევრად დიდი, არამატერიალური არსებები იყვნენ, ამიტომ ნეკროტირებმა ცოცხალი მეტალისგან კ’ტანებისთვის მატერიალური ფორმები შექმნეს. არავისთვის არაა ცნობილი თუ როგორ საუბრობდნენ ისინი ამ ძლევამოსილ არსებებად. მაგრამ მალევე კ’ტანები გახდნენ ნეკროტირების მბრძანებლები, რომლებიც თავის მხრივ მათ ნებისმიერ სურვილს სიხარულით ასრულებდნენ.


ნეკრონების ამაღლება:

    აღჭურვილნი კ’ტანებისგან მიღებული გამანადგურებელი იარაღებით და კოსმოსური ხომალდებით, რომლებიც თვალის დახამხამებაში ათასობით ვარსკვლავურ წლებს გადიოდნენ, ნეკროტირები ძველებთან ომის ახალ სტადიაზე გადავიდნენ. მაგრამ კ’ტანებს კიდევ ერთი საჩუქარი ჰქონდათ მათი მოკვდავი მსახურებისთვის. მათ ნეკროტირებს შესთავაზეს გზა სამუდამო სიცოცხლისკენ. ნეკროტირების ოსტატებმა ცოცხალი მეტალისგან შექმნეს სხეულები, რომლებშიც შემდეგ სულები ჩასვეს. ამ მეთოდით თითოეული ნეკროტირის რასის წარმომადგენელი კ’ტანის მონა, ნეკრონი გახდა. მხოლოდ ყველაზე ძლევამოსილებმა და ნებისყოფიანებმა შეინარჩუნეს საკუთარი მე. მაგრამ ნეკრონებისთვის ეს არაფერი იყო. სიძულვილით დაბრმავებულნი ვერაფერს ამჩნევდნენ. მალე რკინის უკვდავი ლეგიონები გალაქტიკის დასაპყრობად დაიძრნენ. საშინელი იყო ნეკრონების ძველი მტრების ბედი. შეუჩერებელი რკინის არმიები ანადგურებდნენ ყველაფერს რასაც კი გზაზე ხვდებოდნენ.



რკინის შეუჩერებელი ლეგიონები:



ამაღლებული ნეკრონები:
კ’ტანები ეხლა გალაქტიკის მბრძანებლები გახდნენ. ძველების და სხვა მოაზროვნე რასების ბასტიონები ალყაში მოექცნენ. შედარებით მცირე რასებისთვის ნეკრონები სასტიკ მბრძანებლებად იქცნენ. მთელი პლანეტები იჩეხებოდნენ კ’ტანების ამოუწურავი შიმშილის დასაწყნარებლად.


ნეკრონი მბრძანებელი

Only in death does duty end

გაგრძელება იქნება….

ავტორი:EliasWar

წყარო
http://celsius-233.blogspot.com/

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button