ფრანც კაფკა – მეტამორფოზა
გაუცხოების პირველი ნაბიჯები
იღვიძებს ადამიანი და ხვდება რომ ეს არ არის მისი ბუნებრივი მდგომარეობა. ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული რა ხდება და უკვე იწყება პრობლემები: მმართველთან, მშობლებთან, ოთახში არსებულ ნივთებთან, რომელიც ჯერ კიდევ წინა საღამოს მისი ყოველდღიური აუცილებლობა იყო. მიუხედავად დაბნეულობისა და სრული გაურკვევლობისა , მას პატარა ბავშვივით ახარებს საკუთარი ქმედებებით დაინტერესებული ოჯახის წევრები რეაქცია.
-გესმით?-თქვა მართველმა მეზობელ ოთახში.
-გასაღბს ატრიალებს.
ამან გრეგორი ძალიან გაამხნევა. კარგი იქნებოდა , რომ ყველას მამას, დედას ერთად ერთხმად დაეძახათ: „მიდი გრეგორ, აბა შენ იცი, ბოქლომს მიაწექი.“ წარმოიდგინა რომ მის მუშაობას ყველა გაფაციცებით ადევნებს თვალყურს.
გარდა ამისა, მკითხველისთვის ცნობილია, რომ გრეგორი ოჯახის მარჩენლად არის წარმოდგენილი, შესაბამისად მათი თანადგომა და სტიმული მისთვის მნიშვნელოვანია. გრძნობს რომ ისიც ადამიანია.
მმართველთან მოლაპარაკების მცდელობა
გრეგორი- „ ადამიანმა შეიძლება დროებით დაკარგოს შრომის უნარი,მაგრამ სწორედ მაშინ უნდა გავიხსენოთ მისი ადრინდელი მუშაობა და ჩავთვალოთ, რომ დაბრკოლებათა გადალახვის შემდეგ, მომავალში ის კიდევ უფრო ბეჯითად იმუშავებს“.
ამ სიტყვებიდან კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება როგორც მის სამუშაოზე, ისე მის ახალ მდგომარეობაზე. დროებით პრობლემად, შეფერხებათ აღიქვამს სიახლეს და იმედს არ კარგავს.
მამა: ახალი წევრი ოჯახში
„მარცხენა ხელით გაზეთს დასწვდა, ფეხები დააკაკუნა, ხელჯოხისა და გაზეთის ქნევით ცდილობდა გრეგორი უკან, ისევ თავის ოთახსი შეეგდო. ეს ნამდვილად აღარ იყო ხუმრობა. გრეგორიც თავგანწირვით შეეჩხირა კარში. მალე გაიჭედა და დამოუკიდებლად მოძრაობა აღარ შეეძლო. მაშინ მამამ უკნიდან, მართლაც რომ მაშველი, ძლიერი პანღური ამოჰკრა და გასისხლიანებული გრეგორი თავის ოთახში შევარდა. კარი ჯოხით მიაჯახუნეს და დიდი ხნის ნანატრი სიჩუმე დამყარდა.“
არანაირი სინანული, არც გამოსავლის ძებნის სურვილი. ერთადერთი რაც სასწრაფოდ გასაკეთებლად არის მიჩნეული ეს გრეგორის იზოლირებაა.გრეგორი ვერ ეტევა კარში და მამას არც კი უცდია მეორე ნაწილის გაღება, წიგნში ჩანს რომ არის ამის შესაძლებლობა და მარტივ გამოსავალს პოულობს, პანღურით აგდებს ოთახში და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის: კარს ჯოხით კეტავს, ხელსაც არ ავლებს. აღწერილია თუ როგორ გაისვარა კარი გრეგორის შესვლისას . ერთგვარი ზიზღის გრძნობა ეუფლება „თითქოს“.
ოჯახში დაძაბული გარემოა, ორიენტირებულები არიან თავის გადარჩენაზე, აქირავებენ ოთახს და ზედმეტად თანჰყვებიან მდგმურებს, მოახლეებივით, თითქოს გრეგორის არსებობის გამო დანაშაულის გრძნობა აქვთ და ამით აბათილებენ. ამას ისიც ემატება რომ არ აქვთ მდგმურის ყოლის გამოცდილება და თვლიან რომ ფეხის წვერებზე უნდა იარონ საკუთარ სახლში.
დის გარდასახვა
საინტერესოა დის პოზიცია, რომელიც უსუსურ არსებად არის გამოყვანილი, რომელიც ზრუნავს ძმაზე, მიაქვს საჭმელი, ნარჩენები, ოთახს აწყობს ისე რომ მას კომფორტი შეუქმნას და ბოლოს რადიკალურად იცვლება.
„-ძვირფასო მშობლებო, – თქვა გრეტამ და ყურადღების მისაქცევად მაგიდას ხელი დაჰკრა.
-ასე აღარ შეიძლება გაგრძელდეს.თქვენ იქნებ არ გესმით, მე კი ეს კარგად ვიცი: მე არ მინდა ამ ურჩხულს ჩემი ძმის სახელი ვუწოდო, და ამიტომ ასე ვიტყვი: ჩვენ მისი თავიდან მოშორება უნდა ვცადოთ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ადამიანის ძალას არ აღემატება, ვუვლიდით და ვითმენდით მას, ჩვენ, მემგონი ვერავინ გვისაყვედურებს.
-ცამდე მართალია, ჩუმად თქვა მამამ.“
დედა ტირის.
დის გარდასახვა შეიძლება რამდენიმე ფაქტორით იყოს განპირობებული. თავიდან სუსტ არსებად აღიქმებოდა და გრეგორს უვლიდა, მას შემდეგ რაც მუშაობა დაიწყო და გრეგორთანაც იშვიათად ან ერთი წამით შეირბენდა, გადაწყვიტა რომ ის ზედმეტი იყო ოჯახში. საკუთარი თავი იპოვა. შეიძლება გავლენა იქონია მშობლების დამოკიდებულებამაც,დედა სულ ტირის და არაფერს ცდილობს, რაიმეს შესაცვლელად, მამა კი არანაკლები გულგრილობით ეკიდება გრეგორის მდგომარეობას. გრეტა თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით, საკუთარი სინდისის დასამშვიდებლად ზრუნავდა მასზე.
მარჩენალი გრეგორი
“გრეგორი იმდენი ფულის შოვნას შეეჩვია, რომ მთელი ოჯახის შენახვა შეეძლო და ინახავდა კიდეც. ამას თანდათან ყველა მიეჩვია. ფულს მადლიერების გრძნობით ართმევდნენ და გრეგორიც ხალისით აძლევდა, მაგრამ განსაკუთრებული გულთბილობა აღარ იგრძნობოდა.“
ეს იყო მისი ბუნებრივი, ყოველდღიური აუცილებდლობა და ყოველდღე ოჯახის წევრების საუბრების გამო ის უფრო აწუხებდა რომ ვერ ეხმარებოდა მათ, ვიდრე ის რა სჭირდა თავად. მარტივად შეეგუა ახალ ხელ-ფეხს და თანდათანობით მათ ფუნქციებს პოულობდა.
„მას ხძშირად ესმოდა როგორ აქებდნენ მის დას, რომელსაც ადრე ხშირად ეჩხუბებოდნენ და ქარაფშუტას ეძახდნენ.“
ამდენი ხნის მანძილძე არავის უხსენებია გრეგორის საქმეები, როგორ ეხმარებოდა ოჯახს. მხოლოდ მისი ხელფასით დაგროვებული ფულის შემცირებას მისტიროდნენ. მშობლების საქციელი თვითგადარჩენის ინსტიქტს გავს. მეორე შვილის იმედი გაუჩნდათ, რადგან ერთადერთიღა იყო.გრეგორი დაივიწყეს. არანაირ ვალდებულებას არ გრძნობენ არც შვილის, არც მარჩენალის წინაშე.
მამის გარდასახვა
„-ეს მამამისი იყო,სწორედ ის ადამიანი, რომელიც ადრე ღონემიხდილი მიეგდებოდა ლოგინზე, როცა გრეგორი საქმიან მივლინებაში მიდიოდა. რომელიც მის შინ დაბრუნებისას ხალათში გამოწყობილი და სავარძელში მჯდომი ხვდებოდა, თუმცა წამოდგომას ვერ ახერხებდა, სიხარულის ნიშნათ ხელეფს აღმართავდა.ახლა იგი წელძში გამართულიყო და ომახიანად გამოიყურებოდა. ტანზე მჭიდროდ შემოტმასნილი ოქროსფერღილებიანი ლურჯი მუნდირი ეცვა, რომელსაც ბანკის შიკრიკები ატარებენ. მაღალი საყელოს ზემოთ მისი ენერგიული, ორმაგი ნიკაპი გამოშვერილიყო. ჩვეულებრივ უფერული და გაჩეჩილი თმა ამჯერად ბზინავდა და საგულდაგულოდ დაევარცხნა.“
თურმე შესძლებია ემუშავა, მიხმარებოდა ოჯახს და შვილს, მაგრამ სავარძელში ჯდომა მეტად კომფორტული იყო მანამ სანამ მეტი გამოსავალი აღარ ქონდა.
-შეხედე მოკვდა აგერ წევს!
-მაშ ასე-თქვა ბატონმა ზამზამ,-ახლა შეგვიძლია უფალს მადლობა შევწიროთ! (მადლობა შვილის სიკვდილისთვის).
საყვარელი მამის გამოსათხოვარი სიტყვები შვილისადმი და დასვენების დღედ გამოცხადებული გაცილება.
წყარო: http://venue.ge