გამორჩეული ადამიანებისაკითხავი

ამერიკელი დრამატურგის არტურ მილერის ცხოვრება და შემოქმედება

მეოცე საუკუნეში მოღვაწე ამერიკელი დრამატურგი არტურ მილერი თავის შემოქმედებაში საშუალო ფენის ადამიანების ცხოვრებასა და პრობლემებს ასახავდა. რიგითი ამერიკელების სტრესული ყოველდღიური ცხოვრების ამსახველმა პიესებმა მკითხველების ინტერესი მალე მიიზიდა და არტურ მილერი ამერიკული ლიტერატურის ერთერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გახდა.

არტურ მილერის პიესები დღემდე წარმატებით იდგმება ამერიკის თეატრების სცენაზე და მაყურებელი მათ მიმართ განსაკუთრებულ ინტერსს იჩენს. კრიტიკოსების აზრით ის,რამაც მილერის პიესების აქტუალურობა გამოიწვია,გმირების ემოციალური ხასიათი და დღევანდელ პრობლემებთან შესაბამისობა გახლავთ.პიესებში ავტორი ჩვეულებრივი ამერიკელების ცხოვრებას აღწერს -სავსეს მარცხით, წარმატებებითა და იმედგაცრუებით. მილერის პიესის გმირები ისევე ,როგორც რეალურ ცხოვრებაში , უამრავ პრობლემებს აწყდებიან: სტანჯავთ უსახსრობა,უსამართლობა ,ღალატი და გულგატეხილობა.

არტურ მილერი 1915წელს ნიუ იორკში დაიბადა და 2005 წლამდე იცოცხლა.სამოცწლიანი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე ბატონმა მილერმა საკუთარი ნაწარმოებების დამსახურებით უამრავი ღირშესანიშნავი ჯილდო და პრიზი მოიპოვა.

არტურ მილერი ასევე წარმატებით წერდა სცენარებს კინოფილმებისთვის. მან პირადად მერლინ მონროსთვის დაწერა სცენარი ფილმისთვის „შეუფერებლები”.მილერის პიესაზე დადგმული სატელევიზიო სპექტაკლი „დროის შესაფერისი თამაში” კი წარმატებით გადიოდა ამერიკის სახელმწიფო ტელეარხზე.

არტურ მილერი პოლიტიკური აქტივისტიც გახლდათ და ადამიანის უფლებათა დაცვისთვის გამუდმებით იბრძოდა.თუმცა აღსანიშნავია ისიც,რომ დრამატურგია მაინც მილერის ძირითადი გატაცება იყო.

არტურ მილერი ნიუ იორკში აღიზარდა და მამამისი ტანსაცმლის საწარმოს მფლობელი იყო.თუმცა,დიდი დეპრესიის პერიოდში,როგორც უმეტესი ამერიკელი ბიზნესმენი- გაკოტრდა და იძულებული შეიქნა ოჯახი მანჰეტენის უბნიდან საცხოვრებლად ბრუკლინში გადაეყვანა.დეპრესიის ხანაში არტურ მილერი სხვადასხვა ფიზიკურ სამუშაოზე მუშაობდა,რათა კოლეჯისთვის სწავლის ფული დაეგროვებინა.

მიჩიგანის უნივერსიტეტში სწავლის დროს მილერმა თავი ძალზე მალე გამოიჩინა და სულ ცოტა ხანში საუკეთესო პიესის დაწერის გამო პრემიით დააჯილდოვდა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ არტურ მილერი ნიუ იორკში დაბრუნდა და კოლეჯის მეგობარ გოგონაზე მერი სლეტერზე იქორწინა.

1944 წელს არტურ მილერის პიესა „კაცი,რომელსაც ყველაფერში ბედი სწყალობდა” ბროდვეის თეატრის სცენაზე პირველად დაიდგა.თუმცა ამ პიესამ მილერს წარმატება ვერ მოუტანა და ძალიან მალე პიესა სცენიდანაც მოიხსნა. მეორე პიესა სახელწოდებით “ყველა ჩემი შვილი” კი –ამერიკელი დრამატურგისთვის არნახული აღიარების მიზეზი გახდა .ეს პიესა 1995 წელს შვიდი ლიტერატურული პრიზით დაჯილდოვდა.

არტურ მილერმა თავისი ყველაზე ცნობილი პიესა „კომვოიაჟერის სიკვდილი” 33 წლის ასაკში დაწერა. პიესა ამერიკული საზოგადების ფინანსური წარმატებისადმი დაუცხრობელ ლტოლვას აღწერს. აქვეა ასახული მამა- შვილთა ურთერთობების მარადიული სირთულეებიც.

პიესამ „კომვოიაჟერის სიკვდილი” ამერიკულ საზოგადოებაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა.ბევრმა პიესაში- დამსხვრეული ოცნებების მსხვერპლის -ვილი ლომანის გმირში საკუთარი ცხოვრება და პრობლემები ამოიცნო.თუმცა აღსანიშნავია ისიც,რომ ეს პიესა მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე ითარგმნა და ბევრი უცხოელი მკითხევლისთვისაც საყვარელ ნაწარმოებად გადაიქცა.

არტურ მილერი საკუთარი შემოქმედებით თანამედროვე ამერიკული საზოგადოების ყოფასა და ცხოვრებას მუდმივად აკრიტიკებდა.თუმცა არც გლობალური პრობლემების აღწერას არიდებდა თავს. სამოცდაათიან წლებში,როცა მსოფლიოს კომუნიზმი მუდმივად მტრის ხატად ევლინებოდა-არტურ მილერმა ცნობილი პიესა „განსაცდელი” დაწერა.პიესაში მეჩვიდმეტე საუკუნეში -ინკვიზიციისდროინდელი მოვლენებია აღწერილი,როდესაც ადამიანები პირადი მიზნების გამო ერთმანეთს გაუგონარ ცილს სწამებდნენ და სასიკვდილო განაჩენისთვის წირავდნენ.

რამოდენიმე წელიწადში ამერიკის მთავრობამ არტურ მილერის სამქიანობაში ეჭვი შეიტანა და ლამის კომუნისტობა დააბრალა . ამის მიზეზი კი ის გახლდათ,რომ არტურ მილერი რამოდენიმეჯერ კომუნისტური პარტიის მიერ მოწყობილ მწერალთა კონფერენციებს დაესწრო და როცა ამერიკის კონგრესმა დრამატურგს სხვა მწერალთა გვარების დასახლებაც მოსთხოვა , ამ მოთხოვნაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მილერს მალე ბედმა გაუღიმა და კონგრესმა ცოტა ხანში იგი ბრალდებისგან გაანთავისუფლა.

ბედმა არტურ მილერს ცოტა ხანში კიდევ ერთხელ გაუღიმა და 1956წელს მან ჰოლივუდის ულამაზეს ქალზე-მერლინ მონროზე იქორწინა. თუმცა ქორწინება მონროს ემოციური ხასიათის გამო ძალზე ხანმოკლე აღმოჩნდა და მილერის სცენარზე გადაღებული ფილმის “შეუფერებლების” დასრულების შემდეგ მერლინ მონრო და არტურ მილერი ერთმანეთს დასცილდნენ.ერთ წელიწადში კი ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავი მერლინ მონრო ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზისგან გარდაიცვალა.

რამოდენიმე წელიწადში არტურ მილერმა პიესა”შემოდგომის შემდეგ” დაწერა,რომელშიც მკითხველებმა ავტორის ცხოვრებიდან ნაცნობი დეტალები ამოიცნეს. პიესის გმირი ცოლ -ქმარი ქალის ნარკოტიკზე დამაოკიდებულების გამო მუდმივად პრობლემებშია გახვეული,რის გამოც ქალი საბოლოოდ ფარ-ხმალს და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.

გავა წლები და ორი უიღბლო ქორწინების შემდეგ არტურ მილერი ცნობილ ამერიკელ ფოტოგრაფზე ინგე მორატზე იქორწინებს. მათ ერთი ქალიშვილი შეეძინებათ და მთელს დარჩენილ სიცოცხლის ერთად გაატარებენ. თუმცა არტურ მილერთან საუბრისას ჟურნალისტები დრამატურგს მაინც მუდმივად მერლინ მონროსთან გატარებული წლების შესახებ ეკითხებოდნენ.

აღსანიშნავია ისიც,რომ 1969 წელს არტურ მილერმა და მისმა მეუღლემ ინგე მორეტმა საბჭოთა კავშირში იმოგზაურეს. მილერმა ამის შემდეგ მეუღლის ფოტოებით დასურათებული წიგნი სახელწოდებით’”რუსეთში” გამოსცა,სადაც მოგზაურობაზე საკუტარი შთაბეჭდილებები გამოაქვეყნა.ამერიკელი დრამატურგი წიგნში საქართველოს განსაკუტრებული სითბოთი და ინტერესით იხსენებს.

არტურ მილერმა 90 წელი იცოცხლა და ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა.მისი გარდაცვალების დღეს ბროდვეის ყველა თეატრმა სპექტაკლის მსვლელობა შეწყვიტა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საუკუნის უდიდეს დრამატურგს არტურ მილერს.

amerikiskhma.com

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button