ლიტერატურა

ფრანც კაფკა – პატარა იგავი

-ეჰ, – თქვა თაგვმა, – სამყარო ყოველდღიურად უფრო და უფრო ვიწროვდება. თავიდან, ის ისეთი ფართო იყო, შიშს მგვრიდა. გავრბოდი და ბედნიერი ვიყავი, რომ ბოლოს და ბოლოს, სადღაც შორს, დავინახე კედლის მარჯვენა და მარცხენა მხარე, მაგრამ ეს გრძელი კედლები ისეთი სისწრაფით უახლოვდებოდნენ ერთმანეთს, რომ ეს ესაა მივირბინე უკანასკნელ ოთახამდე, რომ იქ, კუთხეში დგას ხაფანგი, რომელშიც შეიძლება გავება.-შენ მხოლოდ სირბილის მიმართულება უნდა შეგეცვალა, – თქვა კატამ და შესანსლა თაგვი.

(მთარგმნელი გიჯაშვილი თორნიკე)

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button