ლიტერატურაწერილები

ფრანც კაფკა – წერილი ფელიჩესადმი 1916

ძვირაფსო, ასე იოლი არაა რასაც შენ მწერ: მშობლები, ახალი წელი, ყვავილები, მაგიდასთან შემომსხდარი საზოგადოება; ეს ძალიან ძნელი ასატანია ჩემთვის.შენ ამბობ, არც შენ განიჭებს არავითარ სიამოვნებას, ჩემ სახლში, ჩემი ოჯახის წევრებთან ჯდომა. რა თქმა უნდა, ამით შენ აზრს გამოთქვამ და სულ არ ითვალისწინებ, მახარებს თუ არა ეს.რასაკვირველია, შენგან საპირისპირო აზრის გაგება უფრო მესიამოვნებოდა. გთხოვ ამიხსნა, რაში მდგომარეობს შენთვის ეს უსიამოვნება. რა არის ამის მიზეზი.მართალია, ამ საკითხზე ხშირად გვისაუბრია, მაგრამ სიმართლის დადგენა მაინც ძნელია. იქნებ სჯობს, ხელახლა შევეცადოთ.ორიოდ სიტყვით რამენაერად ზუსტად აგიხწერ ჩემს მდგომარეობას. მე, როგორც ზედმიწევნით არათავისთავად ადამიანს, მუდმივად გამაჩნია უსაზღვრო მოთხოვნილება, ყოველმხრივ თავისუფალი და დამოუკიდებელი ვიყო. სჯობს საკუთარი გზა ბოლომდე ბრმად, მარტომ განვლო, ვიდრე გარს მშობლიური ხროვა გეხვიოს და თავგზას გიბნევდეს. აქედან გამომდინარე, ყოველი სიტყვა, რაც ჩემი მშობლებისადმი მითქვამს, ან მათ უთქვამთ, ყოველგვარ ინტერესსაა მოკლებული და არც მანაღვლებს.ყოველი ურთიერთობა, რომელსაც თავად არ ვქმნი, რაც ჩემს მეს ეწინააღმდეგება, არაფრად მიღირს, მზღუდავს, ხელ-ფეხს მიბორკავს, მძულს.გზა გრძელია, ძალისხმევა მცირე, ზიზღისთვის კი საკმაოზე მეტი საფუძველია.მართალია ჩემმა მშობლებმა მშვეს, მათთან და ჩემს დებთან სისხლით ვარ დაკავშირებული, მაგრამ ცხოვრებაში ვერ ვგრძნობ ამას და იქნებ ჩემი გარდაუვალი შეშლილობის გამო ზედმეტ მნიშვნელობასაც ვანიჭებ;ყველაფერში თან მსდევს ეს ზიზღი. ზიზღს მგვრის ცოლ ქმრის სარეცელი, ნახმარი თეთრეული, თუ მზრუნველობით დაწყობილი ღამის პერანგები. ამ ყოველიმე შეიძლება გულისრევამდე გამაღიზიანოს, ამამღვრიოს და ყველაფერი ამომანთხევინოს, თითქოს აქ არ დავბადებულვარ და ამ სულისშემხუთველ ოთახში არ მოვლენილვარ სამყაროს.ახლა კიდევ ეს გაუთავებელი მტკიცება საკუთარ თავთან, რომ მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ვარ დაკავშირებული ამ საზიზღარ საგნებად და მიუხედავად გაქცევის სურვილისა, მაინც ამ უფორმო ტაფაში გტენიან.ერთი მხრივ ესაა, მეორე მხრივ კი, ვიცი, რომ ისინი მშობლები არიან, ჩემი არსებობისათვის აუცილებელი და ძალის მომნიჭებელი.კარგა ხნის განმავლობაში, ღვარძლის, ეგოიზმისა თუ უსიყვარულობის მიუხედავად, შიშით ვკანკალებდი მათ წინაშე, დღესაც ვკანკალებ და ვგონებ, ვერც ვერასდროს დავაღწევ ამას თავს.მამამ და თავის მხრივ დედამაც, ჩემში ჩაახშვეს ნება-სურვილები, მაგრამ მე მაინც მსურს შევინარჩუნო მათდამი პატივისცემა (ზოგჯერ შორეულ მონატრებაში, ნამდვილი დედის სახეს ოტლაში ვხედავ; სუფთას, გულწრფელს, მომხიბვლელს, მოკრძალებულს, ერთგულს). მინდა პატივისცემით მოვეპყრა, მაგრამ მათი უწმინდურობა ასჯერ უფრო დიდია, ვიდრე ეს სინამდვილეშია.თუმცა ეს რა ჩემი საქმეა. მათი სიბრიყვე, სასაცილო მდგომარეობა, სიუხეშეც ასმაგად მეჩვენება, მათში არსებული სიკეთე კი ასიათასჯერ უმნიშვნელოდ.და რადგან მე მათგან წარმოვიშვი, ვერ ავუჯანყდები ბუნების კანონს, თორემ შეიძლება ჭკუიდან გადავცდე, შენ მე მეკუთვნი და ჩემთან უნდა იყო.ვერ დავიჯერებ, რომ რომელიმე ზღაპარში, ვინმესთვის უფრო მეტად ებრძოლა ვინმეს, როგორც მე ვიბრძვი შენთვის და ვიბრძოლებ მუდამ.შენ მე მეკუთვნი, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება შენი ნათესავებისადმიც, ისევე როგორც ჩემი ნათესავებისადმი, განურჩევლად გულგრილია. ეს ის ურთიერთობებია, რომლებიც მზღუდავენ. ერთი სიტყვის თქმაც არ მინდა მათთან. როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, ისინი არ არიან პატივისცემის ღირსნი.შენთან ისევე გულახდილად ვლაპარაკობ, როგორც საკუთარ თავთან. ვიცი არ გამიბრაზდები და არც ქედმაღლობას დამაბრალებ, რაც თითქმის არ მახასიათებს, ძალიანაც რომ მოინდომო, ჩემში ამ თვისებას ვერ იპოვი. შენი პრაღაში ყოფნა და ჩემ მშობლებთან ერთად მაგიდასთან ჯდომა, მტკივნეულია ჩემთვის, ეს კიდევ უფრო მეტ გაღიზიანებას გამოიწვევს მშობლების მიმართ. არადა, რატომღაც, მათ ჰგონიათ, თითქოს მათდამი დამოკიდებულებასი ცოტა გამოვსწორდი. (ეს ასე არაა, და არც შეიძლება მოხდეს).მათი აზრით შევეგუე ერთი – მეორეს გვერდით ჩამწკრივებულ საძინებელ ოთახებს. ისინი შენში ეძებენ მხსნელს, მაგრამ არ ითვალისწინებენ ჩემს ნება-სურვილს. ეს კიდევ უფრო მიმძაფრებს მათდამი სიძულვილს. ამიტომაც არ მომეწონა შენი ბოლო შენიშვნა.გამოდის, რომ თითქოს ვდგავარ და განუწყვეტლივ მახვილს ვიქნევ, რათა ერთდროულად დავიცვა და დავსერო ჩემი ოჯახი. მომეცი უფლება, ამ მხრივ თავად დაგიცვა;ძვირფასო, თუ ეს მსხვერპლი შენთვის ძნელი არაა, არ შემახვედრო შენს ოჯახს! ეს საშინელებაა, მაგრამ შენთვისაც ასე სჯობს.თუ ამ მსხვერპლს ვერ გაიღებ, იცოდე, რომ დამაუძლურებ, და თუ გაიღებ – ამით ბევრს შემმატებ.ორ – სამ დღეს შეგნებულად არაფერს მოგწერ. კარგად იფიქრე და მერე მიპასუხე. ჩემი შენდამი ნდობა იმდენად დიდია, რომ პასუხად ერთი სიტყვაც კმარა.ფრანცი

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button