მშვილდოსანი

მშვილდოსანი (♐) — ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მეცხრე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 23 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე. მშვილდოსნის ზოდიაქო განსხვავდება მშვილდოსნის თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 18 დეკემბრიდან 19 იანვრამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, მშვილდოსნის მმართველია — იუპიტერი. თანამმართველია — ნეპტუნი. მშვილდოსნის ზოდიაქოში „ეგზალტირებულია“ — კეტუ (მთვარის დაღმავალი კვანძი), „დაცემულია“ — რაჰუ (მთვარის აღმავალი კვანძი), „გამოძევებულია“ — მერკური. მინეროლოგიური თვალსაზრისით, მშვილდოსნის ძირითადი მინერალია: ტოპაზი. მას ასევე შეესაბამება: სარდონიქსი, ქარვა, ობსიდიანი, სარდიონი.,

Back to top button