ესე

  • აკაკი წერეთელი – ოსმალეთის ქართველებს

    ჩვენო ერთტომნო და ერთმოგვარე ძმებო! დიდი ხანი არ არის მის შემდეგ, რაც უკუღმართმა ბედმა დაგვიკარგა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ერთობა, გაგვაპო შუა, გაგვყო ორად, გაგვასხვავა სარწმუნოებით და დაგვაშორა ერთმანეთს ქვეშევრდომობით. მაგრამ ჩვენ კი მაინც იმავე ერთის ტომის ხალხი ვართ, რაც ადრე ვიყავით, იმგვარივე სისხლი სდუღს ჩვენში დღესაც, რომელსაც ადრე ჩვენ და თქვენ ჩვენის ერთობისათვის თავგანწირულად შეერთებულად ვანთხევდით; იგივე გულისათვის ჩვენში, რომელიც ჩვენის ქვეყნის ერთობისათვის სიყვარულით იმსჭვალებოდა, და იგივე ამაყი და პატიოსანი სული გვამხნევებს, რომლითაც ჩვენ მაშინ ერთად განუყოფლად ქვეყანაში ქებით ვიხსენებდით. კიდევ მეტი ვსთქვათ: დღესაც ჩვენ მივენდობით იმავე ერთს ღმერთს, რომელიც ადრე გვფარავდა. ჩვენა გვაქვს ერთი ისტორია, რომელიც საქართველოსადმი თქვენ უფრო დიდ წილს გიდებსთ, როგორც შემხებს, მოსაზღვრეებს, – ის არ დაივიწყება უკუნისამდე, სანამ კი საქართველო არსებობს და სანამ ჩვენი დედა–ენა არ გამქრალა, ის ტკბილი ენა, რომელიც თქვენ აგრე მამაცურად და პატიოსნურად უცხოობაშიაც კი შეგინახავთ. რადაც უნდა ვიყოთ, რაგინდ შორს ვიყოთ ერთმანეთზედ, დიდათაც რომ განსხვავდეთ გარეგნობით, ჩვენ მაინც ყოველთვის ერთი უნდა ვიყოთ იმ მიზეზით, რომელიც ჩემოვთვალეთ. ჩვენი ცალცალოება, ჩვენი გაყოფა ორად – ჩვენი ბედისა და ძალის განახევრება არის. როგორც ძველად, ისე დღესაც უთქვენოდ ჩვენი ჭირი ორკეცდება და ლხინი კი ნახევრდება, თუ თქვენ ცუდ მდგომარეობაში გიგულებთ, მაშინ ჩვენი კეთილდღეობაც აღარაფრად გვიღირს და თუ თქვენც ჩვენთან ერთად თანამგრძნობი და ერთად უღლის გამწევად გხედავთ, მაშინ ჭირსაც აღარ შეუშინდებით. ღმერთმა ნუ ქნას უთქვენობა ჩვენთვის და უჩვენობა თქვენთვის. ორივე ნახევარი ცალ–ცალკე ყოველთვის უსრულო ნაწილებად დარჩებიან, მაგრამ ერთად შეერთებით კი ერთს სრულს შეადგენენ. დიახ, სულითა და გულით ჩვენ ერთი ვართ, ერთს ბედს ქვეშ უნდა ვიყოთ ყოველთვის“.

    Read More »
  • ვაჟა-ფშაველა – ენა

    მცირე შენიშვნა) ამ ბოლო ხანს ჩვენს საზოგადოებაში მასლაათის დროს და გაზეთებშიაც შევხვდებით სამდურავს ქართულის ენის შებღალვისა გამო. თუ საქმესჩავუკვირდებით, ამ…

    Read More »
  • ვაჟა-ფშაველა – ნიჭიერი მწერალი

    (არახალიაძველია) საჭიროდ ვრაცხ ამ თავიდანვე გავაფრთხილო მკითხველი, რადგან სიტყვას „მწერალი“ როცა ვხმარობ, ვიგულისხმებ პოეტს, ბელეტრისტს, დრამატურგს. ვინ არის ნიჭიერი მწერალი? ვის დაერქმის…

    Read More »
  • ვაჟა-ფშაველა – კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი

    ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტიკოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა…

    Read More »
  • ილია ჭავჭავაძე

    ილია ჭავჭავაძე – რა არის თავისუფლება?

    თავისუფლება იგი ყოფა-მდგომარეობაა ადამიანისაო, ამბობს ბოსსუეტი თავის მსოფლიო ისტორიაში, საცა ყოველი ემორჩილება მარტო კანონსა და საცა კანონი უძლიერესია ყოველ ცალკე…

    Read More »
  • ილია ჭავჭავაძე – რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

    აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი… რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს…

    Read More »
  • ილია ჭავჭავაძე – ზოგიერთი რამ

    I რაკი ჩვენს ღარიბს ლიტერატურაზედ და ეხლანდელს მწერლობაზედ დაიწყებ სადმე ლაპარაკსა, მაშინვე რაღაც მოდუნებულის პირის მთქნარებითა და, თითქო რაღაც სიმზაკვრით…

    Read More »
  • ილია ჭავჭავაძე – ეთნიკურ შემწყნარებლობაზე

    ყველამ იცის, რომ ეხლანდელს დროში დევნა და ძულება ეროვნული, ერთმანეთის შეუწყნარებლობა, ერთმანეთის გაუტანლობა იმის გამო, რომ შენ სხვათესლისა ხარ და…

    Read More »
  • ოთარ ჭილაძე – ვგმობ სისასტიკეს!

    (რადიოგამოსვლა 1989 წლის 11 აპრილს)       დარწმუნებული არა ვარ, რაიმე ზემოქმედებას თუ მოახდენს ჩემი სიტყვა თქვენს სულსა და გონებაზე, მაგრამ…

    Read More »
  • ოთარ ჭილაძე – კლდეს უკვე უთქვამს ჩემი სათქმელი

    (ინტერვიუ გაზეთ «ქართული უნივერსიტეტისთვის») – ბატონო ოთარ, თქვენც თქვენი ბავშვობიდან მოდიხართ. რა განსაზღვრავდა თქვენი სიყრმისა და სიჭაბუკის ცხოვრების სტილს. რა დრო…

    Read More »
Back to top button