ავტომობილიახალი ამბებიბიზნესიკოსმოსი

Tesla აჩქარებს ელექტრო ქროსოვერ Model Y-ის ბაზარზე გამოსვლას, SpaceX-მა კი ორბიტაზე Starlink-მიკროთანამგზავრების უკვე მეოთხე ნაკადი გაუშვა

კომპანია Tesla-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მთლიანად ელექტრო ავტომობილ Model Y-ის მიწოდების პროცესი იმ ვადაზე ადრე დაიწყება, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი. 

Model Y  ქროსოვერის წარდგენა გასული წლის მარტში შედგა. ელექტრომობილი ხელმისაწვდომი იქნება რამდენიმე მოდიფიკაციაში, რომელთა შორისაა Long Range და Performance ვარიანტები. 

ცნობილია, რომ შანხაიში მდებარე ქარხანა Gigafactory-ს ექსპლუატაციის წყალობით Tesla-მ შეძლო ახალი ავტომობილების წარმოების დაჩქარება ფრიმონტში არსებულ ობიექტში. საუბარი ეხება სწორედ Model Y ქროსოვერს. 

თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ ამ ელექტრომობილის მიწოდება დაიწყებოდა მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ზოგი ვერსიით კი – 2021 წლის დასაწყისში. ამჟამად კი ცნობილია, რომ მიწოდების დაწყება მიმდინარე კვარტალშივე იქნება შესაძლებელი. 

image.jpeg

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პირველი მომხმარებლები თავიანთ ელექტრომობილებს მარტში მიიღებენ. ამრიგად, მიწოდების გრაფიკი დაახლოებით ორი კვარტლით დაჩქარდა. 

აგრეთვე ცნობილი ხდება ისიც, რომ Model Y AWD ვერსიის მანძილის გავლის მარაგი 450-დან 505 კილომეტრამდე გაიზარდა, რაც აუცილებლად გაახარებს მომავალ მფლობელებს. 

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს Tesla-მ გაყიდა 367 200 ელექტრომობილი მთელ მსოფლიოში, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 244 920 ერთეულს შეადგენდა. 

რაც შეეხება SpaceX-თან დაკავშირებულ სიახლეებს, ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ ორბიტაზე Starlink-თანამგზავრების მორიგი, მეოთხე პარტია წარმატებით გაუშვა.  

image.jpeg

რაკეტა Falcon 9-ის გაშვება 60 თანამგზავრთან ერთად განხორციელდა 09:06 EST-ზე Space Launch Complex 40 (SLC-40) სასტარტო კომპლექსიდან, ფლორიდას შტატში მდებარე შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ბაზიდან. გაშვებიდან მცირე დროში მიკროთანამგზავრები უკვე ორბიტაზე იმყოფებოდნენ. მათი ჩათვლით ორბიტაზე ამჟამად კომპანიის 240 თანამგზავრი იმყოფება. 

image.jpeg

SpaceX-ს მარეგულირებელი ორგანოებისგან ნება დართული აქვს გაუშვას 12 ათასი მიკროთანამგზავრი პროექტის ფარგლებში, რომელიც გულიხმობს პლანეტის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფას. კომპანიის გეგმაშია კიდევ 30 ათასი თანამგზავრის დამატება. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button