განხილვამუსიკა

Winter Flags – Winter Flags

Winter Flags-ის სახელის უკან გაჩა ბაქრაძე იმალება. მას ქართულ ელექტრონულ წრეებში უკვე ძალიან კარგად იცნობენ, ჯერ როგორც Me & My Monkey-ს ყოფილ წევრს და შემდეგ როგორც საკმაოდ მრავალფეროვან ელექტრონულ სოლო-მუსიკოსს. აქამდე მის ჩანაწერებში ძირითადად garage რიტმული ექსპერიმენტები იყო წამყვანი, მაგრამ ამ პროექტში მისი მელოდიური / ატმოსფერული მხარე დომინირებს. ჟღერადობა გრილი და კომფორტულია, მელოდიური თემები თავზე ძალით არ გეხვევიან, მუსიკაც ზედმეტი ნოტებით არაა ავსებული. შედეგად – უპრეტენზიო, მაგრამ ძალიან მსუბუქად და სიამოვნებით მოსასმენი ალბომი, რომელიც მისწრებაა საღამოს დასვენებისთვის.

მოსასმენი ბმული: http://dadorecords.com/album/winter-flags/

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button