ავტომობილიახალი ამბები

Volkswagen მუშაობს რამდენიმე ახალ ელექტრომობილზე, რომლებმაც ამჟამად არსებული შიდაწვის ძრავის მქონე მოდელები უნდა ჩაანაცვლონ

Volkswagen-მა დააჩქარა ახალ კომპაქტური ელექტრომობილების შექმნაზე მუშაობა, რომელთა ღირებულება 30 ათას ევროზე ნაკლებია. ახალი ელექტრომობილების გამოშვება კომპანიას 2023 წლამდე სურს. სიახლის შესახებ განაცხადა საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

გამომცემლობის თქმით, მანქანათმშენებელმა კომპანიამ შესაძლოა ახალი მანქანა მომდევნო წელსვე წარადგინოს – ახალ ელექტრო ქროსოვერ ID.5-თან ერთად. გარდა ამისა, გერმანული ავტოკონცერნი მუშაობს ელექტრო მიკროავტობუსზე, რომლის გამოშვება დაგეგმილია 2022 წლისთვის, ასევე გამოვა ახალი ელექტრო უნივერსალი Aero, რომლის დებიუტი 2023 წელს შედგება. ელექტრომობილს ექნება 700 კმ-მდე სვლის მარაგი ბატარეის ერთ დამუხტვაზე – აღნიშნავს Bloomberg. 

Volkswagen-მა პირველი სერიული ელექტრომობილი ID.3 ევროპაში წარადგინა გასული წლის სექტემბერში. ელექტრომობილი წარმოდგენილია სამი ვარიანტის – 45, 58 და 77 კვტ/სთ მოცულობის მქონე  ბატარეით, ერთ დამუხტვაზე შეუძლია გაიაროს 330-დან 550 კილომეტრამდე მანძილი. 

2021 წელს ყველგანმავალ ID.4 მოდელის გამოშვებით გერმანული მანქანათმშენებელი კომპანია აპირებს გავიდეს ელექტრომობილების მსოფლიო ბაზარზე, წერს Bloomberg. ზემოთხსენებული მოდელი იწარმოება ევროპაში, ჩინეთსა და აშშ-ში. გამომცემლობა აღნიშნავს, რომ კომპანია აპირებს შეამციროს საკუთარი შიდაწვის ძრავის მქონე მანქანების პორტფოლიო, რათა რესურსები გამოთავისუფლდეს ახალი ელექტრომობილების შემუშავება-წარმოებისთვის. კომპანიას უკვე უარი აქვს ნათქვამი მოდელების – Beetle-სა და Scirocco-ს წარმოებაზე. 

ბრენდი ელოდება ელექტრომობილების ბაზარზე საკუთარი წილის გაზრდას მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში, ასევე 2021 წელს – 8.1 და 8.6%-ით – აღნიშნეს საინფორმაციო სააგენტოს წარმომადგენლებმა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button