მოთხრობა

მოთხრობა

ედგარ ალან პო – კლდოვანი მთების ამბავი

1827 წლის შემოდგომით, ვირჯინიის შტატში, შარლოტსვილის ახლოს რომ დავსახლდი, შემთხვევით გავიცანი ბ-ნი ოგასტეს ბედლოუ. ყოველმხრივ საყურადღებო გახლდათ ეს ყმაწვილი ჯენტლმენი…

სრულად ნახვა »
მოთხრობა

ედგარ ალან პო – წითელი სიკვდილის ნიღაბი

დიდხანს ბოგინობდა ქვეყნად „წითელი სიკვდილი“. აქამომდე არც ერთი ჟამიანობა არ ყოფილა ასეთი შემმუსრავი, ასეთი შემზარავი. სისხლი იყო მისი ნიშანი, შესაზარელი…

სრულად ნახვა »
მოთხრობა

ედგარ ალან პო – შავი კატა

ეძღვნება ყველა იმ ადამიანს,რომლებიც მიყვარდა და მოვკალი… თქვენ არ აპირებთ დაიჯეროთ აქ მოთხრობილი ამბავი. მაგრამ ეს სიმართლეა, ისევე, როგორც ის,…

სრულად ნახვა »
მოთხრობა

გურამ რჩეულიშვილი – უსახელო უფლისციხელი

რამდენიმე ხნის წინათ გადავწყვიტე, დამეწერა ისტორიულ-ლიტერატურული ნარკვევი უფლისციხეზე. ეს არცთუ ისე ადვილი აღმოჩნდა: არ ვიცოდი, რამექნა. რაღაც დაიბადა იდეასავით და მოკვდა. მთელი კვირა ვიარე უქმად. დრო კი გადიოდა. გადავწყვიტე, უფრო ღრმად შემესწავლა უფლისციხის ისტორია. პირველადვე წყაროების სიმცირე და მშრალი ფაქტები მომხვდა თვალში, მაგრამ აღარდამიხევია უკან. გავეცანი აღმოსავლეთ საქართველოს უძველეს სავაჭრო გზებს, რომლებიც აქ გადიოდა. გავეცანი მის მიდამოებს; სადღაც აესხა მძივი. შევადგინეკონსპექტი: უფრო კარგად ვიგრძენი უფლისციხე.                ახლა საღამოა.                ვზივარ შინ და ვკითხულობ კონსპექტს; ის სულ უფრო მითრევს: რამდენი ცოცხალია მკვდარ ისტორიაში.უფლისციხის ტერიტორიაზე პირველი დასახლებული პუნქტის შექმნა ეკუთვნის დაახლოებით მეორე ათასწლეულს ჩვენს ერამდე. ამავე დროს ეკუთვნის მისიმიდამოების დასახლება მტკვრის ორივე ნაპირზე. თუმცა ცალკეულ სამოსახლოებს ამავე ადგილებში ვხვდებით ენეოლითის დროიდანაც.                ანტიკური ხანიდან იწყება ქართლის ტერიტორიაზე მდებარე სამოსახლო ადგილების გაძლიერება. ამ ხანის პირველ პერიოდში განსაკუთრებით ძლიერიამტკვრის მარჯვენა სანაპირო. აქ მტკვრის ყოველი შენაკადი ხეობა წარმოადგენს ცალკე გამაგრებულ რაიონს, რომლის ბინადარნიც თავს იყრიან რომელიმე ძლიერისამოსახლოს გარშემო. იმდროინდელი გამაგრებული ადგილები გაშენებულია ბორცვებზე…                 ახლა ასეთი სამოსახლოს გათხრა მიმდინარეობს სოფელ ხოვლესთან, ე.წ. ხოვლისგორაზე… მაგრამ იმდროინდელი ტექნიკისა თუ გახშირებული ლაშქრობა-ძარცვის პირობებში ასეთი გამაგრებული ბორცვები უძლურნი ხდებიან. ისინი კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით თანდათან ჰკარგავენპოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მნიშვნელობას. ასეთი დაცემის კვალი შემონახულია ხოვლიგორაზე.                ეკონომიური სიძლიერე და მასთან პოლიტიკურიც ნელ-ნელა გადადის მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ. აქ იქმნება მთელი რიგი გამაგრებული ქალაქებისა: მცხეთა, უფლისციხე, გორი, ურბნისი.                 ელინისტურ ხანაში ამ ქალაქებზე გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სავაჭრო გზა. გზა მოდის ინდოეთიდან ან ჩინეთიდან, ან სპარსეთიდან, ამოდისკასპიის ზღვაში, მოყვება მტკვარს, გამოივლის ხუნანს, ბოსტან-ქალაქს, მცხეთას, უფლისციხეს, გორს, ურბნისს, შორაპანს, გადადის კოლხეთში ფაზისამდე (ფოთი).                ამ დროისათვის უფლისციხე უკვე ძლიერი ქალაქია. მისი პირველი საფუძვლიანი გამაგრება-აშენება ამავე დროს უნდა მიეკუთვნოს. უფლისციხის აშენებაზედახარჯული შრომა მკაფიოდ მეტყველებს მონის შრომის გამოყენებაზე. ამ ციხის გარშემო შენდება სოფლები. უფლისციხის დასავლეთით (გორის მიმართულებით) დადასტურებულია უზარმაზარი დასახლებული ადგილი და ხოვლიგორის მსგავსი სამოსახლო ბორცვი.                 აქ ამ დროისათვის უკვე სახლობს წარჩინებული უფალი, რომლის მმართველობასაც ექვემდებარება ახლომახლო მიდამოები. მდაბიონი იქვე ქალაქისკედლებს გარეთ სახლობენ. იმდროინდელი ტექნიკის პირობებში უფლისციხის აღება შეუძლებელია. მას ორი მხრიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან, საზღვრავსბუნებრივი უფსკრულები, ხოლო დანარჩენ ორ მხარეს კლდეში გამოკვეთილი თხრილი, სიგანით ათიოდე, ხოლო სიმაღლით ხუთიოდე მეტრამდე. ახლა უკვესაკმაოდ ცნობილი ქალაქია. თავისი შინაგანი სიძლიერით თუ არქიტექტურული გარეგნობით იგი ყურადღებას იპყრობს. უზარმაზარი ქვაბები, ტალანები თუ პატარასაკნები, მთლიანად სამლოცველოებიც კი კლდეშია შეთხრილი და საიმედოდ დაცული.                 შიგნიდან კედლები მოჩუქურთმებულია. ამ კელდებთან იშვიათი არ არის აქლემთა თუ ჯორ-ცხენთა ქარავნები – დატვირთული აღმოსავლური საქონლით. ამავე დროს ეკუთვნის გორის და მცხეთის გაძლიერებაც. ახლო კულტურული კავშირი მყარდება ამ ციხე-ქალაქებს შორის. უფლისციხე თავის მნიშვნელობასინარჩუნებს არაბობის დროსაც. ამ ხანისათვის იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ამოსავალ პუნქტს ქართლის გაერთიანებისათვის. უფლისციხის დასაპატრონებლადერთმანეთს ეცილებიან სომეხთა მეფე, აფხაზთა მეფე და არაბთა ცნობილი სარდალი აბულ-კასიმი.                 შემდეგი ბრძოლები უფლისციხეს ახსოვს ძმათა შორის სისხლისღვრის დროს, როდესაც გიორგი აფხაზთა მეფე გარს შემოეწყო „ყოველითა ძალითა თვისითადა მოიყვანნა ტაოელნი მეფენი და ფადლა ეპისკოპოსი და მოადგეს უფლისციხესა და ბრძოდეს მრავალთა დღეთა და ვერარას ავნებდეს ციხესა, რომელ მრავალ დგესშიგნით“. როგორც ჩანს, უფლისციხის აღება ამ დროს მხოლოდ მოტყუებით ან ურიცხვი სპით შეიძლებოდა.                საქართველოში არაბთა ბატონობის შესუსტებასთან და თბილისისი განთავისუფლებასთან დაკავშირებით უფლისციხე ჰკარგავს თავის ძველ მნიშვნელობასდა მყუდრო ცხოვრებას იწყებს…                ახლა, როდესაც გავეცანი ამ ქალაქისა და მისი მიდამოების ისტორიას, მივდივარ მის სანახავად. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი უკვე ნაცნობი იქნებაჩემთვის. მატარებელი დილით გადის. დილა რუხია და მოწყენილი.                 არა ცხელა. ლიანდაგი გზას მიიკვლევს უამრავ პატარა თუ დიდ სახლებს შორის. მერე ქალაქი თავდება. სახლების რიგი კი გრძელდება. მერე წყდება. ახლამთაზე რაღაც საყდარი მოჩანს, შემდეგ ისეთივე რიგია სახლებისა; ზევით, მთაში, გვირაბი გაჰყავთ. მტკვრის მეორე მხარეს ვენახებში იფლობა დიღმის ველი.                 ვათვალიერებ. ერთ პატარა ადგილსაც ვერ ნახავ დაუსახლებელ-დაუმუშავებელს. მატარებელი ზაჰესის ხიდზე გადადის, ზაჰწსი უკან რჩება. წინიდანმოდიან ხრიოკი მთები. აქ ახლა არავინ სახლობს. არც ხნავს. ხანდახან საყდარი და ძველი ქვაბულები მოჩანს.                 მრავალჯერ განცდილი უფრო იზრდება: ჯვარი, სვეტიცხოველი, შორს – სამთავრო, არმაზი, სარკინეთი. სადღაც მთებში გამოქვაბული და შიო მღვიმისმონასტერი. მერე ისევ ციხე მთაზე. ხალხი იღიმება. „იცი, რას ეძახიან მაგ ციხეს?“ – მიჩურჩულებს ვიღაც. მეც ვიღიმები. ის ჰყვება თათართა ალყის ამბავს, შემდეგსაიდუმლო გვირაბზე ჰყვება, რომლითაც ქართველები გვირაბზე გადიოდნენ და კალმახებსაც იჭერდნენ.                 მეციხოვნენი კალმახებს მტერს აჩვენებდნენ. ახელებდნენ თათრებს. დამარცხდნენ თათრები. ეს ამბავი მეც ვიცი. მე სხვაც ვიცი. ახლა მთებს იქითაცვიხედები, მიწის შიგნითაც ვიხედები – მაგონდება ახლად ნასწავლი. იქით ხეობებია ქართლისა, კლდეკარები, სააკაძის სამშობლო ნოსტე, ერთაწმინდა.                 აქეთ, კასპის მიწაში, ორი ათასი წლის წინანდელ სამოსახლოებს ვხედავ.                აგერ კასპის ცემენტის ქარხანა, იმის გადაღმა თეთრად დათხრილი საბადოები.                 კოლმეურნეთა შრომით აყვავებული ველ-მინდვრები, დაბურული ბაღები, გორაკებზე გადმომდგარი ახალი ფართო აივნიანი სახლები…                მატარებელი ჩერდება. მიდის. ჩერდება.                გრაკლიდან ხოვლე მოჩანს.                 ხოვლეს ბოლოზე უძველესი სამოსახლო ბორცვი ითხრება. მატარებლიდან საკონტროლო თხრილი ჩანს შავ ხაზად. მატარებელი ისევ მიდის. ჩერდება. მექვახვრელში ჩამოვდივარ. აქ, ქვაში, სამოსახლო ხვრელებია – იმიტომ ჰქვია ქვახვრელი. მწვანეში ზის ახლანდელი სოფელი.                 ჩემს პირდაპირ, მტკვრის მარცხენა ნაპირთან, უფლისციხე იყურება გამოთხრილი თვალებით. ცხელა. მტკვრის ნაპირას ვჯდები. ვისვენებ. ჩემს პირდაპირბორანს აკეთებენ. იმის უკან სახლებს აშენებენ, დავიღალე. ამდენი შთაბეჭდილება ერთ დღეში! ერთი ადგილი ვერ ვნახე, რომ თავისი ისტორია არ ჰქონდეს, რომქვა არ იყოს ქვაზე დადებული.                 და ეს მონაკვეთი, რაც მე დღეს ვნახე, ნაწილია ერის დიდი ისტორიისა. ვცდილობ, აღარ ვიფიქრო. ჭიანჭველასავით მშრომელი და დაუზარელი ყოფილაჩემი ხალხი.                მზე უფრო აჭერს. ნელა მივყვები ბაღების ხეივანს. აქ ჩრდილია და ცოტას ვისვენებ. შემდეგ მწვანე უცებ წყდება: გვერდიდან მაცხუნებს უფლისციხე.                 ავდივარ ქვაბებში. ვიწყებ ზევიდან, ჩამოვდივარ ქვევით. ჯერ ვერ გავრკვეულვარ კიდევ. ქარი სისინებს ნაპრალებში. ქანი იფიტება. ქარი უფრო ღმუის. გრძელფეხა ჯოჯოები ხრიოკებს სერავენ, კედლებზე დარბიან ეშმაკებივით და შუა კედელზე ქრებიან.                 მე ქვას ვესვრი. ქვა ხვდება. ჯოჯო გაკვირვებული მიყურებს, მერე მირბის, მივდევ. უცებ კლდე წყდება და იწყება უფსკრული. ჯოჯო ქვევით ჩარბის. მერეჩერდება და ისევ იხედება. ქვევით ხრიოკი სოფელი მოჩანს.…

სრულად ნახვა »
მოთხრობა

გურამ რჩეულიშვილი – ნელი ტანგო

(საუბარი ცეკვის დროს)                ცურვის დროს თითქმის არასოდეს არა ფიქრობენ, განსაკუთრებით – როცა მკლაურით მიდიან. ალბათ, ამიტომ მიყვარს ცურვა და ყველაზე მეტად მკლაური.სოხუმის საცურაოზე ცალთვალა სომეხი ემიგრანტი გიტარას აკვნესებდა. ჩარდახის ქვეშ გახურებული ქაღალდის თამაში იყო. სილაზე, შუა მზის გულზე, უღმერთოდ იხრუკებოდნენრუსები. გიტარა კი უკრავდა.                 პატარა თორმეტი წლის იგორი შევარდა წყალში და სუფთა, დამუშავებული მკლაურით გაცურა. მისი ფეხები შეუწყვეტლივ, თანაბარი სიჩქარითა მუშაობდნენ. მარცხენამკლავის მოსმისას სახის ნახევარს წყლიდან იღებდა და ღრმად ისუნთქავდა ჰაერს, მერე ისევ წყალში ყოფდა ამოსასუნთქად, თან მარჯვენას უსვამდა.                 ხელები გამართული და მოდუნებული ეშვებოდნენ. – აი, მაგისგან ნამდვილად გამოვა კარგი მოცურავე. – თქვა იგორის მამამ და თავის მეუღლეს დამწვარ მხარზე ხელი დაადო.– ჰო, გამოვა. – დაუმოწმა მეუღლემ. – ივანე, აიღე, კაცო, ხელი, ხომ იცი, მეწვის ბეჭები.– აკი გითხარი, წაისვი-მეთქი ოდეკოლონი. – ივანემ ხელი ჩამოიღო.– კარგი, დღეს წავისვამ. – ღიმილით უთხრა მეუღლემ, ორივემ ზღვისკენ გაიხედა.                ბავშვი გამაფრთხილებელ დროშას გასცდა და იმავე სისწრაფით მიდიოდა. დაღლა მაინც არ ეტყობოდა.                 ორმოცამდე ნაბიჯი კიდევ იცურა ასე, შემდეგ ბაყაყურზე გადავიდა. ფეხებს ბოლომდე ღუნავდა ისე, რომ მუხლისთავები ერთ სწორი ხაზის სხვადასხვა ბოლოში ექცეოდა დალამაზი, მოქნილი მოძრაობით აძლევდა ბიძგს წყალზე ჰორიზონტალურად გაწოლილ სხეულს. ერთდროულად გამართულ ხელებს ოდნავ მოუსვამდა, თავს ამოყოფდა მაღლა, შეისუნთქავდა და ისევ იმეორებდა იმავე მოძრაობებს.                ცოლ-ქმარი ახლა ქვიშაზე წამოჯდა.– კარგად ცურავს. – თქვა ქმარმა.– ძალიან, ნახე, რა მოქნილი მოძრაობები აქვს. – სახე გაუბრწყინდა ცოლს.– მომავალში პირველი ადგილი ექნება. – დაბეჯითებით დაიქნია თავი ივანემ. – ლიდა, გახსოვს, ვალერიც რა კარგად ცურავდა.– აბა, აბა, რა ვაჟკაცი იყო! – ახლა ქალმა დაადო მხარზე ხელი მეუღლეს.– გახსოვს, როგორა ცურავდა, შეეძლო მთელი ექვსი საათი თავისუფლად გაეძლო წყალში.                 ივანემ მეუღლეს წელზე ხელი მოხვია და მკერდზე მიიყრდნო. ერთხანს ასე ისხდნენ. სიჩუმე ისევ ქმარმა დაარღვია:– სწორედ მაგ ცურვამაც დაღუპა, რიგასთან იპოვეს მესამე დღეს დამხრჩვალი; ვინ იცის, რა მოუვიდა.– ივან! იგორსა ხედავ? – ქალი მსუბუქად დაეყრდნო მის მხარს და წამოდგა.ივანემ თითი გაიშვირა. შორს ძლივს მოჩანდა ბავშვის თავი. ლიდამ უხალისოდ გაიცინა: იგი წელამდე შევიდა წყალში, შემდეგ ბრასით გაცურა. ნაპირზე დარჩენილი ივანე ახლა ისევგულდაღმა დაწვა. კარგა ხანს იყო ასე; მზე უწვავდა ბეჭებს, მერე გაიფიქრა, “დიდი მოუსვენარი ქალია ლიდა, სულ დედას დაემსგავსა იგორიც, თუმცა რაღა შორს მივდივარ, მეცეგეთი გული მაქვს.                 კარგია შორს, ტალღებში ცურვა”. სუსტმა ნიავმა ქვიშა აყარა. ივანეს ცალ თვალში მტვერი ჩაუვარდა. იგი წამოჯდა და წვალება დაუწყო ქუთუთოს. ზღვაზე პატარა, ხუჭუჭატალღები აიშალა.გიტარა კი უკრავდა შეუსვენებლივ.                დამკვრელს შავი, გახუნებული ხალათი ეცვა და თავზე ძველი ჭილოფის ქუდი ეხურა.                ივანე წამოდგა. ქარმა კვლავ მოაყარა ქვიშა. შორს, ტალღებში ხან იკარგებოდა, ხან გამოჩნდებოდა ვიღაცის თავი, კარგა მოშორებით, იმ მიმართულებით მეორე მიცურავდა.                 მან ქუდის ფერზე იცნო ცოლი. წინა მისი ბიჭი უნდა ყოფილიყო. იგი კარგად დაუკვირდა.…

სრულად ნახვა »
მოთხრობა

ნანა აბულაძე – ამბავი ქართული პუნქტუალობისა

წესრიგის სიყვარული, მაგალითად, ყველგან თავის დროზე მისვლა _ ეს კულტურულობის ნიშანია, მაგრამ ამის საპირისპიროდ მოქცევა რისი ნიშანია? _ უკულტურობის! _…

სრულად ნახვა »
მოთხრობა

ნანა აბულაძე – ფოთქოლია მგელი

I ეს ამბავი იმერეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა და მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრიდან საკმაოდ დიდი ხანია გასული, მას დღემდე ანეკდოტად…

სრულად ნახვა »
მოთხრობა

ნანა აბულაძე – მეგზურის იგავი

იყო მეუფე მოწყალე და სამართლიანი ქვეყანასა ერთსა. ერთხელ ჩამოვიდა თავისი საყდრიდან და შეიმოსა, ვითარცა უბრალო ადამიანი და დატოვა სასახლე ძვირფასი…

სრულად ნახვა »
მოთხრობა

ნანა აბულაძე – სადჰუ

`ვინც თავისთავი ვერ დაიმონა, ის სამუდამოდ სხვის მონად დარჩა.” გოეთე მზის სხივები ნელ-ნელა მოეფინა ინდოეთის ქალაქ ბენარესს. ინდუსი ასკეტი ანუ…

სრულად ნახვა »
მოთხრობა

ნანა აბულაძე – ფრენკ ბრაუნის დღიური

I ხმამაღალი ჭახანი, მერე მოხუცის ყვირილი და იატაკზე დაცემის ხმა… ყველაფერი ეს საკმარისი იყო, რომ ბატონი იველ-ტერის სახლში მეზობლები შევარდნილიყვნენ.…

სრულად ნახვა »
Back to top button