გამორჩეული ადამიანებიკინემატოგრაფიაცნობილი ადამიანები

კიანუ რივზი-ყველაზე კეთილი და ნიჭიერი მსახიობი.

კიანუ რივზის ცხოვრების ისტორია.

1991 წელს კიანუს დას, კიმ რივზს ლეიკემია დაუდგინეს. საბოლოოდ კიმი გამოჯანმრთელდა, კიანუმ კი “მატრიციდან” მიღებული შემოსავლის 70% იმ ჰოსპიტალებში გადარიცხა, რომლებიც ლეიკემიას ებრძოდნენ. მსახიობი, რივერ ფენიქსი (ხოაკინის ძმა), რომელთანაც კიანუს რამდენიმე წლიანი ახლო მეგობრობა აკავშირებდა, 1993 წლის 31 ოქტომბერს ლოს ანჯელესის ერთ-ერთ კლუბში კომბინირებული ნარკოტიკული საშუალებების ზედმეტი დოზის მოხმარების გამო გარდაიცვალა. კიანუმ და ჯენიფერ სიმმა ერთმანეთი Dogstar-ის პრომო წვეულებაზე, 1998 წელს გაიცნეს და მაშინვე დაიწყეს შეხვედრა. კიანუ ამბობდა, რომ მზად იყო ოჯახის შექმნისთვის და 1999 წელს ჯენიფერი კიანუსგან შვილსაც ელოდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ამავე წლის დეკემბერში ჯენიფერმა ფეხმძიმობის მე-8 თვეში იმშობიარა და მათი გოგონა გარდაცვლილი დაიბადა. ამის შემდეგ ჯენიფერი პოსტრავმული სინდრომით იტანჯებოდა, რამაც ბევრის აზრით წყვილი დაშორებამდე მიიყვანა. თუმცა ისინი მეგობრობას მაინც განაგრძობდნენ, 2001 წლის აპრილამდე, როცა ჯენიფერი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაიცვალა. ამ დროს კიანუ უკვე “მატრიცას” გადაღებებზე მუშაობდა, მაგრამ ყოფილი მეუღლის და მეგობრის დაკრძალვისთვის შესვენება აიღო. ძალიან რთულია ასეთი სასტიკი და ტრაგიკული ცხოვრების მიუხედავად ისეთივე კეთილი, სათნო და ყველასთვის საყვარელი ადამიანი დარჩე, როგორიც დღეს კიანუ რივზია. ❤️

Source
Mariam Sharvashidze

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button