ფაქტებიცხოვრების სტილიჯანმრთელობა

ხრიკები, რომელიც ცხიმიან თმასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ!

▪️ როდესაც სკალპზე განლაგებული ცხიმოვანი ჯირკვლები ზომაზე მეტ ცხიმს გამოუმუშავებენ, ამას ცხიმის ჰიპერსეკრეცია ჰქვია და შედეგად ვიღებთ თმას, რომელიც დაბანიდან 15 წუთში ისევ დასაბანია.

🔴 საბედნიეროთ, რამდენიმე ხრიკი არსებობს, რითაც ვაიძულებთ ცხიმოვან ჯირკვლებს, რომ შეამციროს ცხიმის გამოყოფა!

1) აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) შამპუნში

– სანამ სააბაზანოში შეხვალთ, კარგად დაფხვენით 3-4 ასპირინი, როდესაც შხაპის მიღებისას ხელზე შამპუნს დაისხამთ, ერთი დაბანისთვის განკუთვნილ შამპუნში შეურიეთ ასპირინი, ხელით მოურიეთ ოდნავ და წაისვით მთელ თმაზე, სკალპზე და 5 წუთით გაიჩერეთ. ამ პროცედურას საოცარი ეფექტი აქვს. პირველივე გამოყენებაზე შეამცირებს ცხიმიანობას, თავის კანზე გამონაყარს, ქერტლს და თმას ძალიან მსუბუქს და დამყოლს გახდის.

2) დაფნის ნაყენი

– 60 ფოთოლ დაფნას შეურიეთ 1 ლიტრი წყალი, დადგით ქურაზე და წამოადუღეთ 20 წუთის მანძილზე. როდესაც თავს დაიბანთ, ეს ნაყენი გადაისხით და შეეცადეთ, თუ არსად ხართ წასასვლელი, პირსახოცი არ მიიკაროთ თმაზე და თავისით გაშრეს. საოცარი ეფექტი აქვს როგორც ცხიმის შემცირების მხრივ, ასევე ცვენის და ქერტლის.

3) ზღვის მარილი შამპუნში

– აფთიაქში ან სუპერმარკეტში შეიძინეთ მსხვილგრანულებიანი ზღვის მარილი და შამპუნში ზუსტად იმ პრინციპით შეურიეთ, როგორც ასპირინის შემთხვევაში. შედეგია ის, რომ თმას ეძლევა სუფთა, ჯანსაღი და ლამაზი იერი დიდი ხნის მანილზე.

4) ალოე ვერა

– სუფთა, მშრალ თმაზე და ძირებში წაისვით ალოე ვერას ჟელე (გნებავთ ნატურალური, გნებავთ ქარხნული) და მასაჟირებრი მოძრაობით 5 წუთით დაიმასაჟეთ თმა. შემოიხვიეთ ცელოფნის პარკი და 20-25 წუთით გაიჩერეთ. როდესაც ჩამოიბანთ, მაშინვე ნახავთ, რომ ცხიმოვანმა ჯირკვლებმა ცხიმის გამოყოფა შეანელა. ასე გაიმეორეთ ხშირად და მშვიდად იქნებით, რომ თმის ცხიმიანობა ნაკლებად შეგაწუხებთ.

5) ვაშლის ძმარი

– როდესაც შხაპის მიღებას დაასრულებთ, თმაზე გადაივლეთ ვაშლის ძმრისა და წყლის ნაზავი 50/50 შეფარდებით. შეეცადეთ ოდნავ შეიმშრალოთ და აცადოთ თავის კანს პროდუქტის შეწოვა. ეს პროცედურა აბალანსებს სკალპის pH და აქრობს ქერტლს.

Source
ლუკა ჭაფოძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button