ასტროლოგიადღის ჰოროსკოპივერძიზოდიაქოთევზებითხის რქაკირჩხიბიკუროლომიმერწყულიმორიელი/ღრიანკალიმშვილდოსანისასწორიტყუპები/მარჩბივიქალწული

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი!

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს ზოგიერთ ვერძს საქმიანი პარტნიორის ინტერესებთან დაკავშირებული მოგზაურობა ელის. მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსებთან, რადგან მოსალოდნელია დანაკარგი. ეცადეთ, საკუთარი და პარტნიორების შესაძლებლობები არ გადააფასოთ, თორემ შეიძლება რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ.

კურო

ამ დღეს მოსალოდნელია ტრავმები – როგორც საყოფაცხოვრებო, ისე საწარმოო და სატრანსპორტო სფეროში. პირველ შემთხვევაში საფრთხე საფირმო კერძების გამოგონებაზე მომუშავე დიასახლისებს ემუქრებათ, სხვა შემთხვევებში კი მოხუცებსა და ბავშვებს. მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ მგზავრობისას და დაიცავით უსაფრთხოების წესები.

ტყუპები

დაუგეგმავი ფულის ხარჯვა გელით. მოულოდნელად, რაღაც დიდის, ძვირფასისა და ლამაზის შეძენა მოგინდებათ და ცდუნებას ვერ დაძლევთ. გირჩევთ, საკუთარ თავს სიამოვნებაზე უარი არ უთხრათ.

კირჩხიბი

ამ დღეს პროფესიულ სფეროში და სასიყვარულო ფრონტზე წარმატების იმედი არ უნდა გქონდეთ, ამიტომ ჯანმრთელობის გაკაჟებით დაკავდით. მეტი დაისვენეთ და სასიამოვნო მოგზაურობაში წადით.

ლომი

სავარაუდოდ, ამ დღეს საკუთარ სურვილებთან შესაბამისობაში გაატარებთ. გამორიცხული არაა, რომ ეს დღე მთლიანად ხელოვნებას ან საყვარელ საქმიანობას მიუძღვნათ. სულიერი დახვეწილობა და გამჭრიახობა ადამიანებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ.

ქალწული

საუკეთესო დროა დასვენებისა და სახლის მშენებლობისთვის. ავადმყოფობა, რომელიც დღეს შეგაწუხებთ, მსუბუქია, მაგრამ მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლოა, იდენტურ გარემოებებში ისევ თავი იჩინოს. თუ ამ გარემოებებს თქვენი ცხოვრებიდან გააქრობთ, პრობლემა აღარასოდეს შეგაწუხებთ. ეს დღე სპორტსა და სუფთა ჰაერზე ვარჯიშს უნდა დაუთმოთ. ერიდეთ ორპირ ქარს.

სასწორი

თქვენი არასერიოზული ქცევიდან გამომდინარე კონფლიქტებმა შეიძლება ურთიერთობის გაფუჭება და დაშორებაც კი გამოიწვიოს. დაზოგეთ ძალები. ამ დღეს სპორტულ დარბაზებში ვიზიტი სასურველი არაა.

მორიელი

თქვენ გელით სიურპრიზი ადამიანისგან, რომლისგანაც არ ელით. ამ დღის მოვლენებმა შესაძლოა, თქვენი ცხოვრება მკვეთრად შეცვალოს. კარგი დღეა ქორწინებისთვის, რომელიც სიყვარულსა და ურთიერთგაგებაზეა დაფუძნებული.

მშვილდოსანი

ბოლოს და ბოლოს, შეგიძლიათ, კარგად დაისვენოთ. ახლობელი ადამიანების გარემოცვაში თავს საოცრად კარგად და საიმედოდ იგრძნობთ. გულახდილი საუბარი სიამოვნებას მოგანიჭებთ. ამ დღეს ტყუპების ნიშნის მატარებელი ადამიანი თქვენი საუკეთესო კომპანიონი გახდება. მას შეგიძლიათ, ბოლომდე ენდოთ.

თხის რქა

ეს დღე ძლიერ ვნებასა და ცდუნებას განასახიერებს. გამოჩნდებიან ძველი ნაცნობები, რომლებმაც შესაძლოა, ექსტრემალური ქცევისკენ გიბიძგონ. ერიდეთ ექსტრავაგანტურ და ექსტრემალის მოყვარულ ადამიანებს. მათი ამოცნობა არ გაგიჭირდებათ.

მერწყული

არ გირჩევთ მეგობრებთან გართობის გამო, საყვარელი ადამიანი ანერვიულოთ. ეცადეთ, თქვენი ყველა სიხარული სახლამდე მიიტანოთ და ოჯახის წევრებთან ერთად იმხიარულოთ. მეგობრები კი, ბოლოს და ბოლოს, სახლში მიიწვიეთ.

თევზები

გამორიცხული არააა, რომ ემოციურმა არასტაბილურობამ და გაურკვევლობამ ალკოჰოლისკენ გიბიძგოთ. ეცადეთ, საკუთარი ქცევების მოტივები შეაფასოთ და წარსულის შეცდომებიდან დასკვნები გამოიტანოთ.

Source
https://feedc.com/user/astrogeorgia

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button