რჩევებისხვადასხვა

ბურახს ბაქტერიოციდული თვისებები გააჩნია

პურის ბურახი მდიდარია B ვიტამინების კომპლექსით, კალციუმით, მანგანუმით, მაგნიუმით, ფოსფორით, ცილებით, ნახშირწყლებით. მასში შედის ათი სახეობის ამინომჟავა და სასარგებლო რძის მჟავა.

ბურახს, გარდა იმისა, რომ წყურვილს კლავს, აქვს კვებითი, მატონიზებელი და ბაქტერიოციდული თვისებებიც. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ნაწლავების მიკროფლორის ნორმალიზებას და სასიკეთოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

ბურახს უძველესი დროიდან იყენებდნენ როგორც შარდმდენ და საფაღარათო საშუალებას. ის, აგრეთვე, სასარგებლოა ნაწლავების აშლილობისა და წყალმანკის დროს.

პურის ბურახის ძირითადი კომპონენტებია: პური, საფუარი და შაქარი. თუმცა, მის დასამზადებლად გამოყენებული ინგრედიენტები გაცილებით მეტია, მაგალითად: ქერის ან ჭვავის ალაო, წიწიბურისა და ჭვავის ფქვილი, ქონდარი, თაფლი, კვლიავი, პიტნა, დარიჩინი, ღვია, პირშუშხა, სვია, ჭარხალი, ქიშმიში, კენკრა და ხილი. ამიტომ, პურის ბურახის დამზადების რამდენიმე რეცეპტი არსებობს და ყოველი მათგანი ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.

Source
http://icode.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button