ისტორია

დავით აღმაშენებლის ურთიერთობა ჯვაროსნებთან.

ნიშანდობლივია დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის სიტყვები: ,, ამას ჟამსა გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალიმი და ანტიოქია და შეწევნითა ღმრთისათა მოეშენა ქუეყანა ქართლისა , განძლიერდა დავით და განამრავლნა სპანი და არღარა მისცა სულტანსა ხარაჯა და თურქნი ვერღარა დაიზამთრებდნენ ქართლს ” .


ჯვაროსანთა გამოჩენამ , მათმა წარმატებებმა ახლო აღმოსავლეთში , დავით აღმაშენებლის პოლიტიკის გატარებას შეუწყო ხელი . თავის მხრივ , საქართველოს მეფის წარმატებული ბრძოლა თურქ-სელჩუკებთან ჯვაროსნების წისქვილზე ასხამდა წყალს.ამიტომ იყო , რომ ჯვაროსნების მიერ ახალდაარსებული სამთავროები სელჩუკთა განდევნისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლა საქართველოს თავიანთ მეგობრად თვლიდნენ.
იოანე ბატონიშვილის კალმასობაში დაცულია ცნობა, რომ დავით აღმაშენებელი და იერუსალიმის მეფე ბალდუინ II ფარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს.

Baudouin_du_Bourg

საქართველოსა და ჯვაროსნებს შორის ურთიერთობას გამოხატავს მეტად საინტერესო ფაქტი. 1099 წელს დაარსდა იერუსალიმის სამეფო. ამ დროიდან მოიდებული სამეფოს ტერიტორიაზე მდებარე , მართლმადიდებლური ტაძრები ლათინებმა დაისაკუთრეს,მაგრამ ქართველთა ჯვრის მონასტერს ხელი არ ახლეს.

ჯვაროსანთა ეს მოქმედება განაპირობა იმ სამხედრო-პოლიტიკურმა ურთიერთობამ,რაც ქართველებსა და ჯვაროსნებს შორის იყო ჯვაროსნები თურმე ბევრ სიმდიდრეს წირავდნენ ქართულ მონასტრებს, რის გამოც ისინი საგანგებოდ მოიხსენებიან აღაპებში.
დიდგორის ბრძოლის დროს დავით აღმაშენებლის ლაშქარში ჯვაროსნების (ფრანგნი) მონაწილეობა მიგვანიშნებს საქართველოს კონტაქტებზე ევროპის ქვეყნებთან.

წყარო: ისტორიანი (2012, თებერვლის ნომერი) როინ მეტრეველი

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button