National Geographicუცნაურიფლორა & ფაუნა

უდიდესი ნიანგი, რაც ოდესმე დაუჭერიათ

3 კვირიანი ნადირობის შემდეგ ფილიპინელებმა 6.4 მეტრი სიგრძის ნიანგი დაიჭირეს. 1075 კგ წონის ცხოველი ეჭვმიტანილია რამდენიმე ადამიანზე თავდასხმაში და მათგან ორის დახოცვაში. ცხოველს სახელად ლოლონგი უწოდეს და სპეციალურ შემოღობილ ადგილას გაუშვეს ტყვეობაში.

გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, ტყვეობაში მყოფი ყველაზე დიდი ნიანგი 5.48 მეტრი სიგრძის იყო. ჯერჯერობით დაუდგენელია, ლოლონგი მართლაც დამნაშავეა თუ არა ადამიანებზე თავდასხმაში. თავდაპირველად მოკვლასა და მუცლის გაჭრას უპირებდნენ, თუმცა შემდეგ გადაიფიქრეს და გული აარევინეს, მაგრამ ადამიანის ნარჩენები არ შეუნიშნავთ.


ედვინ კოქს ელორდი, ბუნავანის რაიონის მერი, ხელებს შლის უზარმაზარი ნიანგის ფონზე. სოფლის მოსახლეობა ლოლონგის დაჭერას ზეიმობს. ჰერპეტოლოგი ბრედი ბარი შენიშნავს, რომ ნიანგების ადამიანზე თავდასხმის შემთხვევების უმეტესობა ხდება იმიტომ, რომ ხალხი მათ საცხოვრებელ არეალს ან საკბილოს უმცირებს. ასეთ დროს ისინი საკვების ალტერნატიულ საშუალებებს ეძებენ და სამწუხაროდ ზოგჯერ ეს საშუალება ადამიანი აღმოჩნდება ხოლმე. ხანდახან კი შეიძლება ნიანგს ადამიანი აერიოს და ჩვეულებრივი საკბილო ეგონოს. “მთლიანობაში ნიანგები არც ისეთი ბოროტი არსებები არიან”, ამბობს ბარი.


მლაშე წყლის ნიანგების გადაშენების საფრთხე დაბალია, როგორც გვამცნობს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი. სამხრეთ ფილიპინების ჭაობიან ადგილებში ათასობით ნიანგი ბინადრობს. მათი რაოდენობა ცოტა არაა, თუმცა ნადირობა კანონით მაინც აკრძალულია. “სამწუხაროა ჩემთვის იმის ნახვა, რომ ასეთი დიდი ცხოველი ტყვეობაშია”, ამბობს ბრედი ბარი. რამონ პაჯემ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, განაცხადა, რომ ნიანგის დაჭერის მიზანი მოსახლეობის დაცვა იყო, თუმცა ცხოველის ტყვეობაში შენარჩუნებით ახსენებს მათ, რომ ქვეყანაში ცხოველთა საბინადროებს მოფრთხილება სჭირდება.


უცნობი მონადირე შეპყრობილ და დასუსტებულ ნიანგთან. ფილიპინების ველური ბუნების დაცვის წარმომადგენელმა, რონი სუმილერმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ცხოველზე მონადირეთა ჯგუფს, განაცხადა, რომ თვითმხილველთა მონაყოლის საფუძველზე იწყება კიდევ ერთი კვლევა და შეიძლება უფრო დიდი ნიანგიც აღმოაჩინონ. სავარაუდოდ პრობლემების მიზეზი სწორედ ეს ნიანგია.


ხალხი ცდილობს, თვალი შეავლოს უზარმაზარ ნიანგს, რომელიც დროებით გალიაში იმყოფება. ბუნავანის რაიონის მერმა, ედვინ კოქს ელორდმა, პრესას განუცხადა, რომ აპირებს ლოლონგი ვარსკვლავად აქციოს ეკოტურიზმის პარკში. ამით ხალხი უკეთ გაიგებს ამ ცნობილი ქვეწარმავლების დანიშნულებას ბუნებაში. ავსტრალიას ნიანგების წყალობით მილიარდობით დოლარის ბრუნვის ტურიზმი აქვს.


დატყვევებული ნიანგი შემოღობილ წყლიან ადგილში დაცურავს. მიუხედავად იმისა, რომ მლაშე წყლის ნიანგებს სწრაფი შემცირება არ ემუქრებათ, მათი ბიძაშვილი, ფილიპინური ნიანგი, კრიტიკული საფრთხის წინაშეა. გაერთიანებული პრესის მიხედვით, მტკნარი წყლის ყველაზე შემცირებული სახეობის, ფილიპინური ნიანგის მხოლოდ 250 წარმომადგენელია ველურ ბუნებაში.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button