ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

მაინერებმა დაიწყეს Sony PlayStation 5-ის გამოყენება Ethereum-ის მოპოვებისთვის

გასულ წელს Sony-მ წარადგინა ახალი თაობის PlayStation 5 კონსოლი და ვერსია ოპტიკური დრაივის გარეშე. ამჟამად თითქმის შეუძლებელია ორივე მოდელის შეძენა რეკომენდებულ ფასად. მაგრამ დეფიციტი შეიძლება მოსალოდნელზე მეტხანს გაგრძელდეს იმ სიახლის ფონზე, რომ გეიმინგ კონსოლი კარგად წარმოაჩენს თავს კრიპტოვალუტების მოპოვების სფეროში.

ამჟამად ყველაზე მაღალი წარმადობის ვიდეო დაფები პრაქტიკულად ვერ აღწევს საცალო მაღაზიებამდე, რადგანაც მაინერები ყიდულობენ. თავის მხრივ, ის ამაჩქარებლები, რომლებიც მაღაზიის თაროებზე ხვდება, ღირს რეკომენდებულ ფასზე ბევრად მეტი. მომავალში მათი ბედი შესაძლოა PlayStation 5 კონსოლებმაც გაიზიარონ. 

გეიმინგ კონსოლის სისტემა default-ად ბლოკავს კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის საჭირო პროგრამის გაშვების შესაძლებლობას, თუმცა ჩინელმა ენთუზიასტებმა უკვე იპოვეს ამ დაბრკოლების გადაჭრის მეთოდი. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე აღნიშნულია პროგრამული უზრუნველყოფის ინტერფეისი PlayStation 5-ის მეშვეობით Ethereum-ის მაინინგისთვის. 

image.jpeg

კონსოლის გამომთვლელი სიმძლავრე Ethereum-ის მოპოვებისას 98.78 მეგაჰეშ/წმ შეადგენს, მოწყობილობის მიერ მოხმარებული ენერგია კი აღწევს 211 ვატს. როგორც ვხედავთ, მაინინგის ეფქტურობის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია. შედარებისთვის, Radeon RX 5700 XT ვიდეო დაფას წარმადობის ორჯერ ნაკლები მაჩვენებელი აქვს. ამასთან, არ უნდა გამოირიცხოს ის ფაქტი, რომ შესაძლოა გამოყენებული PlayStation 5 აჩქარებული იყო. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button