პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ტფილისი ღამით

ის დღეები დაიკარგა.
ღამე – რაღაც მზიანი –
ისევ ახლო დაიქარგა
ქალაქის ყრუ ზიანი.

სინათლე ჩქეფს როგორც წყარო –
უდაბნოის თვალები –
მინდა ღელვა დაგიწყნარო,
მაგრამ არ იღალები…

და მიდიან ფიქრთა თანა
ცეცხლთა შენთა დინება,
მტკვარის გესმის ნელი ნანა,
მაგრამ არ გეძინება.

შენ, მზიურო ღამის ქარო,
მიგაქვს ყველა ვარდები…
მსურს ამ ლექსით დაგაწყნარო,
მაგრამ არ დაწყნარდები.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button