ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

12 წლის წინ მოპოვებულ იქნა Bitcoin-ის Genesis-ბლოკი

2009 წლის 3 იანვარს ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა, ფსევდონიმით Satoshi Nakamoto, აამოქმედა Bitcoin-ის მთავარი ქსელი 50 BTC-ის Genesis-ბლოკის მოპოვებით. 

ამ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე – 2008 წლის 31 ოქტომბერს, გამოიცა პირველი კრიპტოვალუტის White Paper.

Bitcoin-ის შექმნის მოტივები და სატოში ნაკამოტოს პიროვნება კვლავ საიდუმლოდ რჩება, რომელთა გარკვევას ცდილობს კრიპტო საზოგადოება და მის ფარგლებს გარეთ მყოფი პირებიც.  

პირველი კრიპტოვალუტის გენეზისის ბლოკის ჰეში შეიცავდა ბრიტანული გამოცემა The Times-ის სტატიის სათაურს “კანცლერი ბანკისთვის მეორე დახმარების ზღვარზე” (Chancellor on brink of second bailout for banks). 

image.jpeg

არ არის გამორიცხული, რომ Bitcoin-ის შექმნის ერთ-ერთი სტიმული იყო გლობალური ფინანსური კრიზისი, რომელიც 2007-2008 წლებში დაიწყო, რასაც თან ახლდა უმსხვილესი საინვესტიციო ბანკების დაშლა, წარმოების მოცულობის შემცირება, ნედლეულზე მოთხოვნისა და ფასების ვარდნა, უმუშევრობის ზრდა და მთავრობის აქტიური ჩარევა ეკონომიკაში. 

პირველი Bitcoin-ტრანზაქცია განხორციელდა 2009 წლის 12 იანვარს – სატოში ნაკამოტომ 10 BTC გაუგზავნა ჰელ ფინნის. მანამდე სამი დღით ადრე გამოქვეყნდა Bitcoin-ის პროგრამული უზრუნველყოფა 0.1. 

დღესდღეობით პირველი კრიპტოვალუტის საშუალო კურსი 34 640 აშშ დოლარის დონეზეა, ბაზრის ფლაგმანის კაპიტალიზაცია კი 643 მილიარდ 900 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 

Glassnode-ის ტექნიკურმა დირექტორმა რაფაელ შულცე-კრაფტმა გამოთვალა, რომ ციფრული ოქროს ფასი 365 %-ით გაიზარდა წლის განმავლობაში. 

Bitcoin-ი მოთხოვნადი გახდა ინსტიტუციონალურ ინვესტორებში. ეს უკანასკნელები, Bitcoin Treasuries-ის თანახმად, ფლობენ პირველი კრიპტოვალუტის მთლიანი შეთავაზების 5%-ზე მეტს ( 39.7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივი). 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button