პოეზიასხვადასხვა

გალაკტიონ ტაბიძე – ხან უფსკრულები, ხან მწვერვალები

ელვის ბილიკზე მიდის ფეხები
და მეცემიან თოვლის ვარდები.
ხან უფსკრულეთში გადვიჩეხები,
ხან მწვერვალებზე აღვიმართები.
ხან ქარიშხალი და ხან ნიავი
მეტოლებოდა მაღალ სიონის,
არამოსალხენ დღეთა სიავე
და თეთრი კუბო კავკასიონის.
მაგრამ უცებ სხვა მოვარდა შხამი,
უცებ ორკესტრმა იპოვა წამი,
გადასრიალდა მთელი ლანდეთი:
ჩემი ახალი შარავანდედით.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button