პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე სხვისი სისპეტაკე უფრო აგიჟებს

სხვა გიჟებს სხვისი სისპეტაკე უფრო აგიჟებს,
ვით გულგრილობა და არა ცნობა.
ეს უნდობარი აღტაცება შენ არ გაგიშვებს,
თუმცა ხანდახან ნებდება გრძნობა.

გული მღელვარებს უცნაური რაღაცა ფიქრით,
გულს შიში იპყრობს და ღელავს მკერდი…
რაა ეს გრძნობა? სიყვარული? საითკენ მივჰქრით?
არ გადვიჩეხოთ, არ გაწყრეს ღმერთი.

მას მოეჩვენა, რომ ეს ხმაა სამარის ლოდის,
თითქო დემონი უკრავს ჭიანურს,
რაღაც აჩრდილი ქვეყანაზე მიდის და მოდის
და ახშობს წყურვილს ადამიანურს.

არვინ ოცნებობს გამოხედვის ცეცხლზე და ალზე,
მოგონებაა კუბოს და ცხედრის,
ფიქალზე მკერდზე არ ოცნებობს, არც გულზე – ზღვაზე,
ის მხოლოდ… ციურ ალერსზე გვედრის.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button