მოგზაურობა

რისი კეთება შეიძლება ნადარბაზევის ტბაზე და რისი არა ?

ნადარბაზევის ტბა შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, კვერნაქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 856 მეტრზე. იგი ხელოვნურად შექმნილი წყალსაცავია ყოფილი ნადარბაზევის ტბის ადგილას. წყლის ზედაპირის ფართობი 1,18 კმ²-ა, უდიდესი სიღრმე კი – 1,8 მ. გაშლილი სივრცეები, ლურჯი ტბა, მინდვრები და დათოვლილი მთები ჰორიზონტზე ულამაზეს სანახაობას ქმნის. ტბასთან ახლოს ტყეც არის, სადაც პიკნიკის მოწყობას და სასიამოვნოდ განტვირთვას შეძლებთ.

ეს ადგილი შესანიშნავია ბუნებაში ხეტიალის მოყვარულთათვის. ნადარბაზევის ტბაზე თევზაობაც შეგიძლიათ. ტბა ძალიან პოპულარულია სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის თვალასაზრისით.

Source
https://feedc.com/user/id/45763

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button