ლიტერატურა

ზმნიზედა

ისეთ სიტყვას, რომელიც აღნიშნავს მოქმედების ადგილს ან დროს, ან კიდევ გვიჩვენებს, როგორ ხდება მოქმედება, ზმნიზედა ჰქვია.

ზმნიზედა ჩვეულებრივ ზმნას ახლავს.ისეთი სიტყვა, რომელიც აღნიშნავს მოქმედების ადგილს, ადგილის ზმნიზედაა. იგი მიუგებს კითხვებზე: სად? საიდან? საითკენ? – იქ, იქიდან, იქითკენ.სიტყვა, რომელიც აღნიშნავს მოქმედების დროს, დროის ზმნიზედაა. იგი უპასუხებს კითხვაზე: როდის? – გუშინ, ხვალ, ზედ.სიტყვა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ ხდება მოქმედება, ვითარების ზმნიზედაა. იგი მიუგებს კითხვაზე: როგორ? – კარგად, სწრაფად, ნელა, ჩქარა, თეთრად…თუ ზმნიზედა ვითარებითი ბრუნვის ფორმაა, ბოლოს  უნდა: კარგა, მარდა, მშვიდა. იხმარება შემდეგი ზმნიზედების ბოლოს: წინა, ზემო, ქვემო, გარე, შიგნი, ალბა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button