სხვადასხვა

გოგი ნარეკლიშვილი სატანის სიმღერა

სატანის სიმღერა

კოკსიპირული ჩასახვა. გამაბრუებელი რადონი. სამყაროს თესლის გაღვივება. ჯურღმულებიდან მოცეკვავესა და დაცემულს მე არაფერი დამრჩა გარდა დასასრულისა. ჩემი ბედის სუიციდი სამყაროს თვითაფეთქებაა. სული ჩემი მშრალ უდაბნოშია ზარდახშაში დატყვევებული და მას ფრინველები ელამუნებიან როგორც დაცემულ სასწაულს. ჯურღმულებში სხეული დაწრწის როგორც ლანდი და როგორც კატები ისე დამკნავიან ვარსკვალევბი რომ კვლავ ავფრინდე მათ სიუხვეში. არაფერი არ არსებობს. ტყუილის წვენშია მოხარშული ჩვენი სამყოფელი. ამ დროში ყველაფერი ტყუილია და თამაშის ლაბირინთებშია გახვეული. ჩემთვის თამაში დასრულებულია. მე აღარ მაქვს თამაშის მიზნები და მიზეზები. მე უნდა ჩავსახო საკუთარი თავი ყვითელ ფოთლებში და დაველოდო აღზევებას. სულის განთავისუფლებას უდაბნოს ქარებისგან. მე უნდა აღვასრულო ჩემივ სიზმარი.

არის ბუნება.

არის ჩასახვა.

ჩასახვა ბადებს საკუთარ თავს.

მიზანია დროთა გადაკვეთა და გამთლიანება.

მარილიანი სისხლიანი კატანით გადაჭრა მლაშე წყლების და იქიდან ულამაზეს ურჩხულად შობა.

აქ არასდროს ყოფილა გამთლიანება საკუთარ თავში.

აქ მუდმივად ერთიანდებოდნენ სხვაში და კარგავდნენ საკუთარ თავს.

საკუთარ თავთან გაერთიანება არის გილიოტინა მოცინარ უფსკრულზე.

არის გარე თესლი.

არის ნება.

მოდუნდები და აყვავილდები.

იყუჩე თესლო.

გაანაყოფიერებ ოდეს დრო მოვა.

აღსასრულებელი უკვე აღსრულდა.

შავი ჩრდილები დაგწვავენ

სიკვდილის ველზე შეძრწუნებული გაივლი

და ეს ასეც უნდა ყოფილიყო.

გარდასახვის საიდუმლო. თვითმაზოხიმზმის შედეგად მიღწეული თვითგანადგურების შიში. თვითაფეთქების თესლის ვულკანური გოდება და დუღილი მუდმივი და უწყვეტი. სიზმრისეული მუსიკა და გასროლა ნამიან ქარბორბალაში. სატანის ალისფერსა და ლურჯში გარდამავალი სისხლიანი ოქროს ბეჭედი ლურჯმოალისფრო ოქროცურვილ შემოდგომის ნამიან წვიმაში.

შავი ღრმულის პირბასრი ექო.

მოვლინება აღმაფრენისა მჭრელ რიცხვებად.

გამეფება.

ღამე.

დრო.

აღორძინება.

ღრმული გარდამავალი თავისქალაში.

აქ არაფერია გარდა ტყუილის მოქსოილი ლაბირინთებისა.

სიყვარული არ არსებობს. იგი ყველაფრის მართველი წყაროა, რომელიც ეგოისტს ანიჭებს შესაძლებლობას საკუთარი ეგოიზმი კანონიერ ძალად აქციოს. ვინც შეიცნობს სიყვარულის სიდიადეს ის შეიცნობს ბოროტებასაც, რადგან სიყვარული ეს სიმაღლეა, რომლის წყაროდან ბოროტება გადმოსჩქეფს და იგი ამით არსებობს მხოლოდ. ყოველივე დანარჩენი ჩრდილია ბოროტებად ხორცშესხმული სიყვარულისა.

შენ სთქვი შენი სიმართლე.

ჩემი ხატი გამეფებულია წმინდა კლდეზე.

უფსკრულის წვერზე ჩაბეჭდილია ის როგორც ზამთრის ყინვათა წმინდა მეფე, რომლის ტახტი დგას უფსკრულსა ზედა.

ვერ დაიმალება კლდეში ჩაწნული სიმღერის ღაღადისი.

თხემი დარჩება როგორც ბეჭედი.

გამეფება.

ღამე.

დრო.

აღორძინება.

სიკვდილზე გამავალი სიკვდილის გაქრბა.

მე არაფერი დამრჩა გარდა დასასრულისა.

სული თავისუფლდება.

ეს იქნება სიცოცხლე და არა სიკვდილი.

ახალი დრო საკუთარ სიცოცხლეშივე.

ყველაფერი მორჩენილია.

ველოდები მარადისობავ

შენს ველურ ნიავს.

ჩემი სიცოცხლის მიზეზები ამოწურულია.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button