ანიმენარუტოსხვადასხვა

ანიმე ნარუტო – კურამა

კურამა (九喇嘛, კურამა), იგივე ცხრაკუდიანი (九尾, კიუბი) კუდიანი ურჩხულია, რომელიც ნარუტო უზუმაკიშია ჩაბეჭდილი. მისი ყოფილი ჯინჩურიკები არიან მიტო უზუმაკი და კუშინა უზუმაკი. საუკუნეების მანძილზე კურამა “უბედურებად” და ნგრევისკენ მიდრეკილ დემონურ ქმნილებად მიაჩნდათ.

წარსული
მას შემდეგ, რაც ექვსი გზის განდეგილმა ათკუდიანის ჩაკრა ცხრა ნაწილად დაყო, მან ცხრა ცალი კუდიანი ურჩხული შექმნა. იგი ურჩხულებს შეჰპირდა, რომ მოვიდოდა დრო, როცა ისინი კვლავ გაერთიანდებოდნენ და სწორ გზაზე დადგებოდნენ.

როდესაც ოქროსა და ვერცხლის ძმებმა კურამას დაჭერა სცადეს, ცხრაკუდიანმა ისინი გადაყლაპა. ძმებმა გადარჩენა შეძლეს და ორი კვირა ურჩხულის მუცელში დაყვეს, სადაც ისინი მისი ხორცით იკვებებოდნენ, რის გამოც მათ ჯინჩურიკის მსგავსი შესაძლებლობები შეიძინეს.

მოგვიანებით, კონოჰას გასანადგურებლად მადარა უჩიჰამ კურამა შარინგანის გამოყენებით დაიმორჩილა. დასასრულის ვაკეზე ორთაბრძოლისას მან ცხრაკუდიანი ჰაშირამა სენჯუს დაუპირისპირა, რომელმაც იგი ხის გამოშვებით დაამარცხა, დაატყვევა და თავის ცოლში – მიტო უზუმაკიში ჩაბეჭდა, რომელიც მისი პირველი ჯინჩურიკი გახდა.

ასაკის მატებასთან ერთად ბეჭედმა შესუსტება დაიწყო, ამიტომ კურამა კუშინა უზუმაკიში ჩაბეჭდეს, რომელიც მოგვიანებით მეოთხე ჰოკაგე მინატო ნამიკაზეს ცოლი გახდა. ნარუტოზე მშობიარობისას კუშინა ობიტო უჩიჰამ გაიტაცა და კურამა გაათავისუფლა. შარინგანით მართული ცხრაკუდიანი მან კონოჰას გასანადგურებლად გამოიყენა. მას შემდეგ, რაც ობიტო მინატომ დაამარცხა, კურამას ჩაბეჭდვა მან თავის შვილში, ნარუტოში გადაწყვიტა. თავდაცვის მიზნით ცხრაკუდიანმა ჩვილი ნარუტოს მოკვლა სცადა. მინატომ და კუშინამ ნარუტოს გადასარჩენად თავი გაწირეს. სიკვდილის წინ, მინატომ კურამას ნახევარი სიკვდილის ღმერთში, დარჩენილი ნაწილი კი თავის შვილში ჩაბეჭდა.

ანიმეს თანახმად, კონოჰაზე თავდასხმის დროს კურამას მიერ გამოყოფილი ჩაკრა სორაში ჩაბეჭდეს, რამაც მას ჯინჩურიკის მაგვარი ძალები შესძინა.

Source
https://naruto.fandom.com/ka/wiki/%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button