ახალი ამბებისმარტფონებიტექნოლოგია

LG დრეკადი დისპლეის მქონე სმარტფონის გამოშვებას აპირებს

სამხრეთკორეული კომპანია LG Electronics, ინტერნეტ-რესურს LetsGoDigital-ის ინფორმაციით აპირებს გამოუშვას ორიგინალური სმარტფონი, რომელსაც დრეკადი დისპლეი ექნება. 

ახალი მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა საპატენტო დოკუმენტაციაში მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის ვებ-გვერდზე (World Intellectual Property Organization, WIPO). 

საუბარია სმარტფონზე, რომელსაც მოქნილი ეკრანი-გარეკანი ექნება. ასეთი პანელი წარმოდგენილი იქნება ფრონტალურ ნაწილზე, მოიხრება კორპუსის მარჯვენა მხრიდან და მთლიანად დაფარავს უკანა მხარეს. 

image.jpeg

საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლები შეძლებენ დრეკადი დისპლეის მთლიანად გაშლას – ამგვარად მოწყობილობა მცირე ზომის პლანშეტად გარდაიქმნება. 

ეკრანის ქვემოთ მოცემულია საკმაოდ განიერი ჩარჩო: აქ განთავსდება ორი ფრონტალური კამერა ფლეშ-განათებით. იგი უკანა კამერის ფუნქციას შეასრულებს იმ დროს, როდესაც დისპლეის უკანა ნაწილი დაკეცილ მდგომარეობაში ვიდეომაძიებლის სახით იქნება წარმოდგენილი. 

image.jpeg

ილუსტრაციების თანახმად სმარტფონს ექნება სიმეტრიული USB Type-C პორტი და სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიო კონექტორი ყურსასმენისთვის. თითის ანაბეჭდის სკანერი, როგორ ჩანს, ეკრანზე იქნება ინტეგრირებული. გარდა ამისა, მოწყობილობას არ აქვს მართვის ფიზიკური ღილაკები კორპუსის გვერდით ნაწილებში. 

image.jpeg

ჯერჯერობით ამგვარი დიზაინის სმარტფონი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და იგეგმება თუ არა მისი კომერციული ვერსიის გამოსვლა – უცნობია. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button