ჩამოსქროლე და გაიგე მეტი Forum - Recent Posts

შაიშმელაშვილთა გვარი
შაიშმელაშვილი ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში დევს წინაპრის საკუთარი სახელი შაიშმელა. არსებობს შაიშმელაშვილთა გვარის ფუძემდებლის სახელთან დაკავშირებული რამდენიმე გადმოცემა და სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრება. ერთი გადმოცემით, თითქოს სახელი შაიშმელა დაკავშირებულია სპარსულ რთულფუძიან სახელთან შაჰ-ისმაილთან; სხვა მოსაზრებით, შაიშმელას საწყისი ფორმა შავი ისმეილი შეიძლება ყოფილიყო; არის ვარაუდი, რომ აქ საქმე გვაქვს საკუთარ სახელ შაიშთან (რაც მარმარილოს ნიშნავს თურმე ებრაულ ენაზე), რომელსაც დამატებული აქვს კნინობის მაწარმოებელი დაბოლოება. კიდევ ერთი გადმოცემით, შაიშმელაშვილთა პირველ წინაპარს შაიშმელა იმიტომ დარქმევია, რომ შამილის შვილი ყოფილა. შამილს (ალბათ იგულისხმება კავკასიის ომის გმირი იმამი შამილი) ერთი ქართველი ქალი მოსწონებია და იმასთან რომ ბიჭი ეყოლა, იმისგან მოდიან შაიშმელაშვილებიო. დაუჯერებელია, მაგრამ ასეთი გადმოცემაც არსებობს, თუმცა დოკუმენტური მასალით დასტურდება, რომ შაიშმელაშვილთა გვარი შამილზე ადრე არსებობდა.

ვერაფერს ვიტყვით, საკუთარი სახელი შაიშმელა მართლა შაჰ-ისმაილს, შავ ისმეილს, შაიშს თუ შამილს უკავშირდება, დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ საქართველოში არსებობდა მამაკაცის საკუთარი სახელი შაიშმელა. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მხარეში ეს სახელი საფუძვლად დაედო: ქართველ მართლმადიდებელ შაიშმელაშვილთა გვარს, ქართველ კათოლიკე შაიშმელაშვილთა გვარს (შესაძლოა, მათ საერთო ძირი ჰქონდეთ) და ქართველ ებრაელ შაიშმელაშვილთა გვარს. შაიშმელაშვილი საზიარო გვარსახელია და მრავალძირიანი გვარმოდენილობაა.

ქართველი მართლმადიდებელი შაიშმელაშვილები სოციალური მდგომარეობით ქიზიყელი თავისუფალი გლეხების კატეგორიას ეკუთვნოდნენ. აზნაურთა არც ერთ სიაში ეს გვარი არ იხსენიება. ქართველი კათოლიკე შაიშმელაშვილები თბილისის მოქალაქენი იყვნენ და ვაჭართა ფენას ეკუთვნოდნენ. ქართველი ებრაელი შაიშმელაშვილების საცხოვრებელი ადგილი ჩვენთვის უცნობია. არც ის ავტორები მიუთითებენ მათ საცხოვრისს, რომლებიც შაიშმელაშვილებს ებრაელებად ახსენებენ. სოციალური მდგომარეობით ისინიც ვაჭარ-ხელოსნები იქნებოდნენ, როგორც ქართველ ებრაელთა თემის დიდი უმრავლესობა.

ქიზიყელი შაიშმელაშვილების ბუდე-პირველსაცხოვრისი დღევანდელი სიღნაღის რაიონის სოფელი მაღარო უნდა იყოს. მაღაროელი შაიშმელაშვილები უფრო მკვიდრი მოსახლენი ჩანან, ვიდრე ქიზიყის და კახეთ-ჰერეთის სხვა სოფლების შაიშმელაშვილები. ქიზიყის სოფელ მაღაროს ფშავის სოფელ მაღაროსკართან აკავშირებენ. თითქოს ოდესღაც კახთა მეფეთაგან ჩამოსახლებული მაღაროსკარელი ფშავლები დასახლებულანო ქიზიყის სოფელ მაღაროში. აქაური შაიშმელაშვილების გვარს განვითარებული შიდა სტრუქტურა აქვს. მაღაროში შაიშმელაშვილთა რამდენიმე უბანია თავ-თავისი სახელით. ეს საუბნო სახელები შაიშმელაშვილთა წინაპრების თიკუნ სახელებს უკავშირდება.

სოფელ მაღაროში არსებობს შაიშმელაშვილებით დასახლებული: ბრანძუაანთუბანი, ბრიმაანთუბანი, თხიკუჭიაანთუბანი და რებოაანთუბანი. კავკასიის არქიოგრაფიული კომისიის აქტებში აღმოჩნდა 1802 წლით დათარიღებული ერთი საინტერესო წერილი ვინმე რუსი მოხელის სოკოლოვსკისა კოვალენკოსადმი, შემდეგ კი ციციანოვისადმი, სიღნაღიდან თბილისში გამოგზავნილი, რომელშიც ნათქვამია, რომ სიღნაღის მაზრის სოფელ ვაქირის მცხოვრები გლეხი სტეფანე ვარდიაშვილი და სოფელ მაღაროს მცხოვრები გლეხი აბრამ შაიშმელაშვილი, ალექსანდრე ბატონიშვილთან გაქცეულები, ამ წლის დეკემბერში უკან დაბრუნებულან. რუს კაპიტან-ისპრავნიკს ისინი დაუკითხავს ალექსანდრე ბატონიშვილის იმჟამინდელი ადგილსამყოფელის და შესაძლო გადაადგილების გასარკვევად. გლეხებს შეკითხვებზე პასუხი გაუციათ, მაგრამ ვინ იცის, მართალი ილაპარაკეს თუ ის თქვეს, რაც ბატონიშვილმა დააბარათ.

მეფე ერეკლეს ვაჟი ალექსანდრე ერთგულ ქართველთა მცირე ჯგუფთან ერთად სიკვდილამდე ებრძოდა რუს დამპყრობლებს. მის გვერდით დგომა, დიახ, დიდი პატივი იყო მაშინაც და ახლაც. შაიშმელაშვილებს თუ გვარში ვინმეს სახელი ეამაყებათ, იმათში აბრამ შაიშმელაშვილიც სახსენებელია, რომელიც ერთხანს ალექსანდრე ბატონიშვილს ხლებია, რუსთა მტერი ყოფილა და სამშობლოს მოყვარე.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის შაიშმელაშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე სადროშოში, ბოდბელი ეპისკოპოსების დროშის ქვეშ. მოგვიანებით ქიზიყელთა რაზმს კახეთის ლაშქარში თავადი ანდრონიკაშვილები მიუძღოდნენ. 1795 წლის 12 სექტემბერს კრწანისის ველზე ქიზიყელებმა არაგველებთან და ფშავ-ხევსურებთან ერთად თავგანწირვით შეუტიეს სპარსელთა ბანაკის ცენტრს და აღა-მაჰმად-ხანის კარვამდე მიაღწიეს. შესაძლოა, მაშინ ქიზიყელთა შორის შაიშმელაშვილთა გვარის მეომრებიც ერივნენ. წესით და რიგით, უნდა ყოფილიყვნენ. დღეს რომ კრწანისში არაგველებს მუდმივი ცეცხლი უნთიათ, ის ცეცხლი ფშაველ-ხევსურებსაც და ქიზიყელებსაც თანაბრად ეკუთვნით.

ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ შაიშმელაშვილთა გვარის შვილნი: დეკანოზი მიქაელ შაიშმელაშვილი, არქიტექტორი, პროფესორი გიორგი შაიშმელაშვილი, მწერალი, გენერალი ივანე შაიშმელაშვილი, მხატვარი გია შაიშმელაშვილი, რეჟისორი რუსუდან შაიშმელაშვილი, მსახიობი მათე შაიშმელაშვილი და სხვანი.

ამჟამად შაიშმელაშვილები ცხოვრობენ ქიზიყის სოფლებში: მაღაროში, ანაგაში, ნუკრიანში, წნორში, ტიბაანში, ბოდბეში, მაჩხაანში, გოდაქანში და სხვაგან; კახეთის სოფლებში: გურჯაანში, ყვარელში, შილდაში და სხვაგან; ჰერეთის სოფლებში: ბაისუბანში, საქობოში, ცოდნისკარში, ლაგოდეხში, ნაენდროვალში და სხვაგან; აგრეთვე არაგვის ხეობაზე სოფელ ჭონქაძეში; ქალაქებში: მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში.

საქართველოში შაიშმელაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 700 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი შაიმშელაშვილთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

დაუდიშვილთა გვარი
დაუდიშვილი ეპონიმური ტიპის გვარსახელია. "დაუდ" - კაცის საკუთარი სახელია, იგივე დავითი.

დაუდიშვილთა გვარმოდენილობის ბუდე-პირველსაცხოვრისი შიგნით კახეთის სოფელი ჩუმლაყია. კახეთში დაუდიშვილთა მცირე ნაწილი დაუდაშვილის ფორმით არის ჩაწერილი.

დაუდიშვილ-დაუდაშვილთა გვარი ერთძირიანია, ისინი ერთი წინაპრის შთამომავალნი არიან.

სოციალური წარმომავლობით დაუდიშვილები საეკლესიო გლეხები იყვნენ.

ჩვენს ხელთ არსებულ ქართულ წერილობით წყაროებში დაუდიშვილთა გვარი XVIII საუკუნიდან იხსენიება.

1774-1779 წლების მეფე ერეკლეს ხელმოწერილ "მორიგეში გამსვლელთა ნუსხაში" ვკითხულობთ: "ღვთით თებერვალში უნდა იყოს მორიგე ჩუმლაყიდამ რუსთველის ყმა დაუდისშვილი გოგია". რუსთველი ეპისკოპოსის მსახური ჩუმლაყელი გლეხი გოგია დაუდისშვილი ყოველი წლის თებერვალში თავისი ხარჯითა და იარაღით უნდა გამოსულიყო და ერთი თვე ემსახურა მეფე ერეკლეს მორიგე ჯარში.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის დაუდიშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენე სადროშოში.

ამჟამად დაუდიშვილები ცხოვრობენ: შიგნით კახეთში და კახეთის გაღმამხარში, ხოლო დაუდაშვილები - შიგნით კახეთსა და ჰერეთში.

დაუდიშვილ-დაუდაშვილთა გვარი საშუალო რიცხოვნობის გვარია. საქართველოში დაუდიშვილთა (დაუდაშვილებთან ერთად) დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 200 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი დაუდიშვილთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

ბუაძეთა გვარი
ბუაძეთა ეპონიმური, ერთძირიანი გვარის ბუდე-პირველსაცხოვრისად, წერილობითი წყაროებისა და ზეპირი გადმოცემების მიხედვით, ქვემო რაჭის სოფელი ხონჭიორი უნდა ვივარაუდოთ.

ეთნოგრაფიული მონაცემებით, რაჭველ ბუაძეებს და იმერელ ბუიძეებს საერთო წარმომავლობა აქვთ. რაჭველ ბუაძეებს ენათესავება აფხაზეთ-სამეგრელოში მცხოვრები ბუავათა გვარიც. სოციალური მდგომარეობით ბუაძეები სამეფო, საბატონო და საეკლესიო გლეხები იყვნენ.

ყველაზე ძველი წერილობითი წყარო, რომელშიც ბუაძეთა გვარი იხსენიება, ჭელიშის ცნობილი ოთხთავის ერთი მინაწერია, რომელშიც ვკითხულობთ: "სახელითა ღმრთისაითა და ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისათა მარადის ქალწულისა მარიამისათა, ესე წიგნი მე გიგნიამან გარაყანიძემან დავწერე ჩემისა სულისა... დღესა შემოვსწირე ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა სულისა ჩემისა საოხად გოდელიაური ონსა მამული გლეხითურთ დავდევ და გავაჩინე წირვა დიდმარხვისა და ერთი აღაპი აღდგომისა ორშაბათსა მოძღვრისა ჩემისა ხელითა რაფაელისა ბუაძისათა იქმნებოდე და რა იგი მოკვდეს, ვინცა მისი ნაქონი დარჩეს, დიდმარხვაცა მან სწიროს და აღაპიცა..." მინაწერი წარმოადგენს სააღაპე წიგნს ჭელიშის ღვთისმშობლისადმი რაჭველი აზნაურის გიგნია გარაყანიძისა, რომლის მოძღვარი ყოფილა რაფაელ ბუაძე. ხელნაწერი XIV-XV საუკუნეებით თარიღდება.

პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, ქართული საბუთების ფონდში ინახება (რატომღაც!) ბაგრატ იმერთა მეფის 1544 წლის ნიკორწმინდისადმი შეწირულობის სიგელი, რომლის მიხედვითაც ხონჭიორელი სამეფო გლეხი ბუაძე საეკლესიო გლეხი გამხდარა.

სოფელ ხონჭიორში ექვთიმე თაყაიშვილმა 1920 წლის ექსპედიციის დროს ნახა ჯვარცმის ხატი ასომთავრული წარწერით: "ჯვარო ქრისტესო, შეიწყალე ცოდვილი გიორგი ბუაძე".

1720-1730 წლების როდამ დედოფლის ხახულის ღვთისმშობლისადმი შეწირულობის სიგელში მოწმეთა შორის იხსენიება სავარაუდოდ სასულიერო პირი დათუნა ბუაძე.

1819-1820 წლებში რუსულმა მმართველობამ ქართულ ენაზე დაბეჭდა იმერეთის მოსახლეობაში გასავრცელებელი სია იმ "ავაზაკებისა და მუხანათებისა", რომლებსაც დაეძებდნენ. სიაში იხსენიება მღვდელი დავით ბუაძე, ერთ-ერთი მოთავე და აქტიური მონაწილე იმერეთის აჯანყებისა. მღვდელი დავით ბუაძე რაჭის სოფელ ხონჭიორიდან ყოფილა.

XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, ბუაძეებს უცხოვრიათ რაჭის სოფელ ხონჭიორში როგორც სახელმწიფო და საბატონო გლეხებს. მათში ყოფილან სასულიერო წოდებისანიც. აგრეთვე უცხოვრიათ რაჭის სოფელ ბუგეულში, ისინი საეკლესიო გლეხები ყოფილან.

ამ დროისათვის ბუაძეები მრავლად ყოფილან ჩამოსახლებულნი იმერეთის სოფლებში: გადიდში (საბატონო გლეხები), საქარაში (საბატონო გლეხები), სიმონეთში (სახელმწიფო გლეხები), ქუტირში (საბატონო გლეხები), ღანირში (საბატონო გლეხები), ციხიაში (საბატონო გლეხები), ჯიქთუბანში (საბატონო გლეხები), ჯიხაიშში (საბატონო გლეხები) და სხვაგან.

საისტორიო საბუთების მიხედვით, რაჭაში ბუაძეები თავად წულუკიძეთა მამულში, ხოლო იმერეთში თავად აბაშიძეთა, ჩიჯავაძეთა, მიქელაძეთა მამულებში ჩანან.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ბუაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენე სადროშოში.

იმერეთში ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა ბუაძეთა გვარის სახელი: "ბუაძეები" - უბანი სოფელ სიმონეთში, "ბუაძეების წყარო", "ბუაძეების ადგილი" - წყარო და ვენახი ამავე სოფელში, "ბუაძის ეზო" - ვენახი სოფელ ჩორთილაში, "ბუაძის ღელე" - ღელე სოფელ გეგუთში, "ბუაძისოული" - ვენახი სოფელ მწყერისციხეში, "ბუაძისოული" - სახნავი ადგილი სოფელ გამოღმა ბოსლევში და სხვა.

ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ ბუაძეთა გვარისშვილნი: მღვდელმონაზონი დიონისე ბუაძე, მღვდელი დავით ბუაძე, მღვდელი ზურაბ ბუაძე, ბერი ათანასე ბუაძე, მონაზონი რაქილ ბუაძე, რეჟისორი ზაზა ბუაძე, მუსიკოსი-ფოლკორისტი ნესტან ბუაძე, მსახიობი ამირან ბუაძე, მსახიობი თათია ბუაძე და სხვანი.

ამჟამად ბუაძეები ცხოვრობენ: ქვემო რაჭაში, ლეჩხუმში, იმერეთში, გურიასა და ქართლში. იყვნენ აფხაზეთშიც.

საქართველოში ბუაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 1900 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ბუაძეთა!

ინასარიძეთა გვარი
ინასარიძე ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის საკუთარი სახელი. ძველ საქართველოში გავრცელებული იყო კაცის სახელები ინასა და ინასარ.

ქართულ საისტორიო წყაროებში ინასარიძეთა გვარი XIII საუკუნიდან გვხვდება. XIII საუკუნის ლაბეჭინის მონასტრისადმი შეწირულობის წიგნში იხსენიება "ინასარიძისეული გლეხი ბერმუჯისძე გაბრიელი". ინასარიძე XIII საუკუნეში ყმის მფლობელი ყოფილა და სავარაუდოდ ლეჩხუმში ცხოვრობდა.

შემდეგი წერილობითი წყარო, რომელშიც გვარი ინასარიძე იხსენიება, XIV საუკუნის ქართული სამართლის ძეგლი "ხელმწიფის კარის გარიგებაა", სადაც მეფის მოხელეთა შორის გვხვდება "საწოლის მწიგნობარი ინასარიძე". ვერაფერს ვიტყვით ამ მწიგნობარი ინასარიძის სადაურობაზე. იმხანად საქართველო ერთიანი სახელმწიფო იყო ჯიქეთიდან შირვანამდე და "აფხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფის" კარზე გაერთიანებული სამეფოს ნებისმიერი კუთხის წარმომადგენელი შეიძლებოდა დაწინაურებულიყო.

ჩვენს ხელთ არის XIV-XV საუკუნეთა მიჯნაზე შედგენილი სვანური სამართლის ძეგლი "სასარჩელოს მიღების დაწერილი" აზნაურ ივანე სეტიელისადმი, რომელშიც იხსენიება მოურავი ინასარიანი ფურთუხუ. შესაძლებლად მიგვაჩნია იმ ვარაუდის დაშვება, რომ XIII საუკუნეში ლეჩხუმში მცხოვრები ინასარიძეები და XIV-XV საუკუნეებში სვანეთში მცხოვრები ინასარიანები ერთმანეთთან ნათესაურ კავშირში იყვნენ. ლეჩხუმი სავსეა სვანეთიდან ჩამოსახლებული გვარებით.

1463-1478 წლების იმერეთის მეფის ბაგრატ II-ის მთის წმინდა გიორგის ეკლესიისადმი ბოძებულ შეწირულობის წიგნში წერია: "...რაგვარათაც დავით აღმაშენებლისა და ძისა მისისა დიმიტრისაგან შემოწირული ყოფილიყო და ისევე ჩვენ... ახლად დაუმტკიცეთ და შემოვწირეთ მამულნი და გლეხნი სახადს აგარა... გლეხნი ჭაშლათისა ჭუნჭულასძენი, ქიშმეისძენი მათითა მიმდგომითა სამართლიანითა ასე და ამა პირსა ზედა, რომ ინასარიძეთა გვარსა ამათ ზედა არა საქმე არ ჰქონდეს". ამ საბუთშიც ინასარიძეები ყმათა მფლობელებად ჩანან. სოფელი ჭაშლათი, ამჟამად ჭაშლეთი, ლეხუმ-იმერეთის საზღვარზე მდებარეობს.

იმერთა მეფის კარზე ჩანს 1488 წლის სიგელში მოხსენიებული აბესალომ ინასარიძე. მას სამეფო კარის სხვა მოხელეებთან ერთად დაუმოწმებია ალექსანდრე იმერთა მეფის წყალობის სიგელი, რომლითაც თავად ფალავანდიშვილებს სოფელი ოქონა ებოძათ.

1503 წლის სვანთა და ჯაფარიძეთა სასისხლო საქმის განჩინებიდან ირკვევა, რომ ინასარიძეებს, კუჭაიძეებთან, ლაშხიშვილებსა და გარაყანიძეებთან ერთად, მონაწილეობა მიუღიათ სვანებზე თავდასხმაში. ეს ის დროა, როცა თავადმა ჯაფარიძეებმა რაჭა-ლეჩხუმის თავადაზნაურობის დახმარებით სვანებს გზები შეუკრეს და სისხლის საზღაურს ედავებოდნენ.

XVII საუკუნე ინასარიძეთა გვარის აღზევების ხანაა. 1651 წლის ალექსანდრე იმერთა მეფის ერთ ფიცის წიგნში დასახელებულნი არიან მეფის უახლოესი თანამებრძოლები: ინასარიძე ქაიხოსრო, ლაშხიშვილი ხოსია და ცაგერელი ეპისკოპოსი.

1654 წელს მღვდელმონაზონი ევდემონ ინასარიძე ელჩად გააგზავნა იმერთა მეფემ რუსეთში. შორეულ მოგზაურობაში მამა ევდემონს წაუღია იანსარიძეთა საგვარეულო საძვალის ლაბეჭინის მონასტრის კუთვნილი ხელნაწერი წიგნი "თეოდორე სტოდიელის სწავლანი". მამა ევდემონი რუსთ ხელმწიფეს დაუპატიმრებია და ჩრდილოეთში გადაუსახლებია. ამ წიგნის ერთ მინაწერში ვკითხულობთ მის სიტყვებს: "მიქელ და გაბრიელ, გვაღირსე ტაძრის თქუენის ლაბეჭინისა ხილვა და გამოგვიხსენ ტყვეობისა ამის ჩემისა. რაჟამ დავსტყვევდით ხელთაგან მოსკოვის ხელმწიფისათა, სადა არა ღამდება ზაფხული, კირილას მონასტერსა სავანესა ზღვისა პირსა".

მამა ევდემონი რუსეთში გარდაიცვალა, ხოლო მისი წიგნი XIX საუკუნეში სპარსეთის ერთ სომხურ ეკლესიაში აღმოჩნდა, საიდანაც ვიღაც მადლიანმა ქართველმა თბილისში ჩამოიტანა და ახლა ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება.

XVII საუკუნის II ნახევარში ლეჩხუმში ინასარიძეთა ყმა-მამულის მატებასთან ერთად იქმნება ინასარიძეთა სათავადო - "საინასარიძო". ეს ტერმინი გვხვდება 1681 წლის მარტვილის ეკლესიის ფრესკულ წარწერაში. ფრესკაზე გამოსახული ერთ-ერთი პიროვნება (ოდიშის მთავარი) იწოდება "ლეჩხუმისა და საინასარიძოს და სალიპარტიანოს პატრონად".

სათავადო "საინასარიძო" იხსენიება ოდიშის მთავართა 1701 წლის ერთ საბუთშიც, სადაც მთავრის ტიტული შემდეგნაირად არის გადმოცემული: "ოდიშისა და სალიპარტიანოს მპყრობელი, ლეჩხუმისა და საინასარიძოს მჭირავ-მქონებელი".

საბუთების მიხედვით, "საინასარიძო" მოიცავდა ყმა-მამულს ლეჩხუმის შემდეგ სოფლებში: ზოგიშში, ჭაულეთში, საჩხოურში, წუგნაში და სხვაგან. ხალხური გადმოცემით, ინაარიძეებს ეკუთვნოდათ რიონის ხეობის სოფლები ასკის წყლიდან იმერეთ-ლეჩხუმის საზღვრამდე. გარდა ამისა, ლეჩხუმში, ლეხიდარსა და ჯვარდამწვარს შორის რაც "სარჯულავი" და სხვა გამოსაღები შემოდიოდა, ორი წილი ცაგერელი ეპისკოპოსის იყო, ერთი წილი - ინასარიძეებისა. 1658 წელს ხოსია ინასარიძეს ეს ერთი წილიც ცაგერის ღვთისმშობლის ეკლესიისთვის შეუწირავს. როგორც სამშენებლო წარწერიდან ირკვევა, XVII საუკუნის 70-იან წლებში გიორგი ინასარიძეს აუშენებია ლაბეჭინის ეკლესიის ეკვდერი.

ინასარიძეების გვარი დოკუმენტურად დასტურდება ზემო ქართლშიც. XVII საუკუნის II ნახევრის ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში იხსენიებიან სოფელ ქინძათში მცხოვრები მესეფე გლეხები: დათუნა, ძულია, ბერიკა და გიორგი ინასარიძეები.

ინასარიძეთა ერთი ძველი ბუდე ჩანს სამცხე-ჯავახეთში. რაიმე წერილობითი წყარო ან ზეპირი გადმოცემა მესხ ინასარიძეთა ნათესაობის შესახებ ლეჩხუმ-იმერეთის ან ქართლის ინასარიძეებთან არ მოგვეპოვება.

ინასარიძეებს უცხოვრიათ კახეთშიც. 1801-1802 წლების კახეთის მოსახლეობის აღწერის მასალებში იხსენიებიან კახეთის გაღმამხარის სოფელ შაქრიანში მცხოვრები სახასო გლეხები ბერო და ივანე ინასარიძეები.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ინასარიძეთა გვარის მეომრები გლეხები - კომლზე კაცად, თავადნი და აზნაურნი კი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ერთიანი ქართული ლაშქრის მემარჯვენედ მიმსვლელ-მცემელთა სადროშოში, ხოლო "შემდგომად განყოფისა" - ცალკე იმერეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში, ცალკე ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში.

ამჟამად ინასარიძეები ცხოვრობენ სამცხე-ჯავახეთში, რაჭაში, ლეჩხუმში, იმერეთში, მცირე რაოდენობით - ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან ახალციხის, ასპინძის, ამბროლაურისა და ცაგერის რაიონებში. საქართველოში ინასარიძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 2300-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ინასარიძეთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

კახნიაშვილთა გვარი
კახნიაშვილი ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მომდინარეობს წინაპრის საკუთარი სახელიდან. სახელი კახნია კახის კნინობითი ფორმაა.

როგორც გვარმოდენილობა, კახნიაშვილი ერთძირიანი და, შესაბამისად, ერთბუდიანი გვარია. ეთნოგრაფიული მონაცემებით, კახნიაშვილთა ბუდე-პირველსაცხოვრისი დიდი ლიახვის ხეობა, სოფელი კეხვი უნდა იყოს. კახნიაშვილებს თითქოს კეხვის ციხის მეციხოვნეობა მოუდიოდათ. სოციალური მდგომარეობით გლეხები იყვნენ. ნაწილი თარხანი გლეხი ყოფილა.

ჩვენს ხელთ არსებული ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით, კახნიაშვილების გვარი XVIII საუკუნის I ნახევრიდან იხსენიება.

1725 წლის 7 ივლისს თავადმა ლევან მაჩაბელმა თავად გივი ამილახვარს ნასყიდობის წიგნი მისცა, რომელშიც მოწმეებად იხსენიებიან სამაჩაბლოელი ბერი, თევდორე და სეხნია კახნიაშვილები: "ესე უთუო და უთუმცო, დრო-დაუდებელი, მიზეზ-შემოუღებელი და ყოვლის ჩხუბისა და ილათისაგან გამოსული ნასყიდობის წიგნი და სიგელი დაგიწერეთ და მოგეცით ჩვენ, მაჩაბელმა ალხაზის-შვილმან ლევან და ძმამან ჩემმან დავით და შვილმან ჩემმან ალხაზ და მომავალთა სახლისა ჩვენისათა ყოველთავე თქვენ - ამილახორს ბატონს გივსა, ძმასა თქვენსა ეშიკაღას-ბაშს ბატონს იოთამს, შვილთა თქვენსა ანდუყაფარს, ბიძაშვილთა თქვენთა იესეს, დემეტრეს, ბარძიმს და მომავალთა სახლისა თქვენისათა ყოველთავე. ასე რაიმე დაგვეჭირა და სათათროს სათხოვარისაგან დიაღ ძალი დაგვადგა და მოგყიდეთ ჩვენი მკვიდრი ყმა, ჩემს ბარათში ნარგები, და ბარათიც თქვენ მოგართვით, წაკულთას ოვსი ნარიკაშვილი ვეფხიას საკვამლო, მთასა და ბარს რაც ალაგი ჰქონდეს და დიცას რაც მამული აქვს, დღეს რისაც მქონებელი იყოს; კიდევ შავლახაშვილი შერმაზან თავის სახლის კაცით და დღეს რისაც მამულის მქონებელი იყოს, დღეს თავისის წილის მამულით და ალაგითა. გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან, რაგვარადაც სხვას ალალს მონასყიდესა. აღარა დარჩომილა-რა ჩვენი თქვენ-ზედა არც ერთი იოტის ფასი. თუ ვინმე ამისი მოდავე გამოჩნდეს, პირისა და პასუხის გამცემი ჩვენ ვიყვნეთ. არიან ამისი მოწამე თავად ღმერთი და ყოველნი მისნი ანგელოზნი... კაცთაგან მაჩაბელი ვახტანგ (ბეჭედი), მაჩაბელი პაატა (ბეჭედი), ოტიაშვილი ოტია და იესე (ბეჭდის ადგილი), ფხეიძე რევაზ (ბეჭდის ადგილი), ჩოლაყაშვილი ქაიხოსრო (ბეჭდის ადგილი), ფალავანდიშვილი ფეშანგი (ბეჭდის ადგილი), მუსადაშვილი ფარსადანა (ბეჭედი), ურიაყოფილი მამასახლისი როსტომ (ბეჭდის ადგილი), უზნაძე პაატა (ბეჭდის ადგილი), ბაბუციძე ბერი (ბეჭდის ადგილი), საღირაშვილი რამაზა (ბეჭდის ადგილი), კახნიაშვილი ბერი (ბეჭდის ადგილი), ზანგალაძე ოთარი (ბეჭდის ადგილი), კახნიაშვილი თევდორე (ბეჭდის ადგილი), კახნიაშვილი სეხნია (ბეჭდის ადგილი), კიდევ ამისი მოწამე ხვწეს ფირი და ჯაბო, ჯავს თოთი, ქოჩორა და გასი და ბორა, გუბთას დავითა და ბირთველა, სხლებს ჯაჭი. და მე ამილახორის დეკანოზს ბიძინას დამიწერია და მოწამეცა ვარ. დაიწერა მკათათვის შვიდსა, ქორონიკონს უიგ (ბეჭდის ადგილი). ამისი მოწამე ხერხეულიძე რევაზ (ბეჭდის ადგილი)".

ქართული წელთაღრიცხვის მეთოთხმეტე მოქცევის ქორონიკონის "უიგ" ანუ 413 წელი ქრისტინული წელთაღრიცხვის 1725 წელს შეესაბამება. ეს ის დროა, როდესაც უმეფოდ დარჩენილ ქართლში ოსმალთა ბატონობა იწყება. თავადებსაც კი გაუჭირდათ ახალი გადასახადების გადახდა. "დაგვეჭირა და სათათროს სათხოვარისაგან დიაღ ძალი დაგვადგაო", - წერს თვადი მაჩაბელი.

ამ საბუთში ჩვენთვის საინტერესოა მოწმეთა შორის რამდენიმე თავადის, აზნაურისა და მამასახლისის გვერდით სამი კახნიაშვილის მოხსენიება. თანაც საბუთში მათი სახელებისა და გვარების შემდეგ ბეჭდის დასასმელი ადგილებია დატოვებული. მიგვაჩნია, რომ საბუთში დასახელებული ბერი, თევდორე და სეხნია კახნიაშვილები სამაჩაბლოს ცალკეული სოფლების მამასახლისები, მოხელეები ან, უკიდურეს შემთხვევაში, სოფლის თავკაცები, სოფელში კითხული კაცები მაინც იყვნენ.

1725 წლისთვის კახნიაშვილების გვარი უკვე ცხოვრობს სამაჩაბლოში.

შემდეგი საისტორიო საბუთი, რომელშიც კახნიაშვილის გვარი იხსენიება, 1766 წლით თარიღდება. მასში საუბარია კახნიაშვილთა თარხნობის შესახებ: "მოკითხული ვქენით ჩვენ, მდივანმან ჯავახიშვილმან ნაცვალმან დავით, გედევანიშვილმან ნაცვალმან რევაზ, მეტრეველმა ჯანიშინმა დათუნამ და კაჭკაჭიშვილმა ჯანიშინმა გიორგიმ, კახნიაშვილის ჩიხოშვილის გიორგის და იმის ძმას სეხნიას სამოურაო არ სდებოდა, დავთარშიაც ვეძებეთ, მეზობლებსაც ვკითხეთ, მაგრამ არცა სდებოდა სამოურაო და არც ჩვენც გამოვართვით. თარხანი ყოფილიყო და ისევ თარხანი იყოს. ვინც მოუშალოს, ხელმწიფემ თავის შეცოდებად მოჰკითხოს. ძველათ წიგნი ჰქონებოდა, ჟამთა შლილობისაგან დაჰკარგოდა და იმისი მაგიერი ეს წიგნი მივეცით. დაიწერა ღვინობისთვის კვ. ქორონიკონს უნდ".

XVIII საუკუნის 60-იანი წლებია. ოსმალობა-ყიზილბაშობა უკვე 20 წელია მოვიშორეთ. ქართლი და კახეთი ერთ სამეფოდ შეკრულა. ქვეყანა ქვეყანას ემსგავსება. გლეხს "ჟამთა შლილობისაგან" თარხნობის სიგელი რომ დაეკარგოს, ქვეყანაში არიან მოხელეები, რომლებიც საქმეს გამოიძიებენ, ძველ დავთრებსაც მოძებნიან, მეზობლებსაც ჰკითხავენ და თუ გლეხი ადრე მართლა თარხანი ყოფილა, ისევ თარხნობას დაუმტკიცებენ.

კახნიაშვილების ეს ერთი შტო ადრევე თარხნები ყოფილან. 1766 წელს თარხნობა აღიდგინეს, ხოლო როდიდან მოუდით ეს პრივილეგია, საბუთიდან არ ჩანს.

ქართული სამართლის დრო იდგა. ვაჟობა, თავდადება, ერთგულება ფასობდა. თუ გლეხისშვილი სადმე ივარგებდა, ხმალს კარგად მოიქნევდა, მეფესა და ქვეყანას უერთგულებდა, არც მეფე, არც თავისი ბატონი (რომელიც ასახელა) სამსახურს არ დაუკარგავდა. ომი არ გვაკლდა და ქართველ კაცს მამულიშვილობის გამოსაჩენად ბევრი საშუალება ჰქონდა. ამითაც აიხსნება, რომ ქართველ გლეხობაში აზატ-თარხანთა და მსახურ-მოლაშქრეთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ფენა იყო. აზნაურებიც ხომ თავის დროზე გლეხები იყვნენ, ოღონდ "ვარგი" გლეხები.

XIX საუკუნეში, საქართველოში რუსთა ბატონობის დამყარების შემდეგ, ქართველ გლეხთა შორის დამსახურებით მოპოვებული აზატთა, თარხანთა და მსახურთა პრივილეგიები გაუქმდა.

1834 წლის 21 ნოემბერს კეხველი გლეხი ტეტია კახნიაშვილი თამასუქს აძლევს ვინმე მევახშე ძინძიბაძეს: "უნდა მოგცე მე, კეხვში მოსახლე კახნიაშვილმა ტეტიამა, თქვენ, ძინძიბაძე იოსებს, ცხრა მინალთუნი მანათის თეთრი ფული ამ იანვრის გასულს, ულაპარაკოდ მოგცე. არის ამის მოწამე, ვინც ამაზე ხელს მოაწერენ და მე ნონია ამირაღოვს დამიწერია ტეტიას თხოვნით. დაიწერა გიორგობის თვეს კა, ჩყლდ წელსა".

ეს მევახშე ძინძიბაძე სხვა საბუთებშიც ჩანს, როგორც ფულის სარგებლით გამსესხებელი.

საბუთებიდან არ ჩანს, როდის გადასახლდა სამაჩაბლოელი კახნიაშვილების ერთი შტო ზემო იმერეთში.

XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, კახნიაშვილებს უცხოვრიათ იმერეთის სოფელ დილიკაურში. ისინი თავად აბაშიძეთა გლეხები ყოფილან. გადმოცემით, იმერეთში კახნიაშვილები აბაშიძეთა გლეხები ყოფილან გვიანფეოდალურ ხანაშიც, რუსთა გაბატონებამდე.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის კახნიაშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში და იმერეთის სამეფო ლაშქრის ასევე მემარჯვენე სადროშოში.

იმერეთში რამდენიმე ადგილს სახელად შემორჩა კახნიაშვილების გვარის სახელი: "კახნიაშვილისოული" - სახნავი ადგილი სოფელ დილიკაურში, "კახნიაშვილის წყარო" - წყარო ამავე სოფელში, "კახნიაშვილების უბანი" - უბანი სოფელ ბოსლევსა და სოფელ დილიკაურში, "კახნიოური" - სახნავი სოფელ ზედა საქარაში.

სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ იმერეთის ძველ რუკაზე დაფიქსირებული ნასოფლარი კახნიაური და კახნიაურის ციხეც (თერჯოლის რაიონში) თითქოს კახნიაშვილების გვართან არის დაკავშირებული, თუმცა შესაძლოა ამ შემთხვევაში მხოლოდ პატრონიმისა და ტოპონიმის ფუძეთა მსგავსებასთან გვქონდეს საქმე და არა მათ შორის ისტორიულ კავშირთან.

კახნიაშვილებმა აღადგინეს ეკლესია ლიახვის ხეობის სოფელ კეხვსა და თბილისის შემოგარენის სოფელ ლისში.

ამჟამად კახნიაშვილები ცხოვრობენ შიდა ქართლში - გორის, ქარელის, ხაშურის, მცხეთის რაიონებში, იმერეთში - ძირითადად ზესტაფონის რაიონში, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში.

საქართველოში კახნიაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 1700 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი კახნიაშვილთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

ბედიანაშვილი
ბედია - საკუთარი სახელია კაცისა, ქართული სიტყვა ბედიდან მომდინარე. ამ სახელის კნინობითი ფორმებია: ბედია, ბედიანა, ბედანა, ბედითა, ვედილა, ბედო, ბედუკა და სხვა.

(ა. ღლონტი, ქართველური საკუთარი სახელები, თბ. 1986, გვ. 86). ბედიანაშივლთა გვარსახელის ფუეში წინაპრის საკუტარი სახელი "ბედიანა" არის ფიქსირებული. "ბედ" - ძირის ქართლი დერივატული გვარებია: ბედინაშვილი, ბედიანიძე, ბედინაძე, ბედიაშვილი, ბედიენიშვილი, ბედოიძე, ბედოშვილი, ბედუკაძე და სხვა (ი. მაისურაძე, ქართული გვარსახელები, თბ. 1990, გვ. 33). აქ საუბარია გვარსახელთა ფუძეების მსგავსებაზე და არ აგვართა შორის ნათესაუბაზე.

ჩვენს ხელთ არსებული ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, საქართველოში ბედიანაშვილთა სამი შტო ჩანს: შიდა ქარტლის (ხაშური-გორის რაიონები), ქვემო ქართლის (თეთრიწყარო-გარდაბნის რაინები) და გარეკახეთის (დარდაბან-საგარეჯოს რაიონები). შესაძლოა ბედიანაშვილტა ეს სამი შტო ერთი ძირიდან მომდინაროებს, ქართლსა და კახეთს შორის მოსახლეობის მიგრაცია ხშირი მოვლენა იყო, თუმცა ვერც იმ ვერსისას გამოვრიცხავთ, რომ ისინი ერთმანეთისთვის უცხონი იყვნენ, სახელი ბედიანა ხომ საკმაოდ გავრცელებული სახელი იყო ძველ საქართველოში. ბედიანაშვილტა გვარის ცალკეულ შტოთა ნათესაობის დასადგენად საველე ეთნორაფიული კვლევაა ჩატარებული. გვარში არსებული ზეპირი გადმოცემები, რომლის მოძიების საშუალება დროის სიმცირის გამო ჩვენ არ გვქონდა, შეავსებს წერილობით მასალას და გვარის ისტორიის მეტნაკლებად სრული სურატი დაიხატება.

ქართულ საისტორიო საბუთებში ბედიანაშვილტა გვარი XVI საუკუნიდან ხსენდება. ეს არის 1523 წლის ბარათაშვილთა გაყრის წიგნი, საიდანაც ვგებულობთ, რომ ბარათაშვილთა ფეოდალური სახლის გაყოფის შედეგად თავაფ გერმანზ ბარათაშვილს და მის ძმებს: თაყას, გოსტაბაშს და ფლავანზისროს, ალგეთის ხეობის სოფელ ტბისში სხვა გლეხებთან ერთად ბედიანაშვილიც ერგოთ თავისი მამულით. ტბისელი ბედიანაშAვილი რომელიც თავად გერმანოზ ბარათაშვილს ერგო, აზნაურად არის მიჩნეული. ზ. ალექსიძის და შ. ბურჯანაძის წიგნში "მასალები საქართველოს ისტორული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის", ბარათაშვილთა გაყრის წიგნი ინახება ხელნაწერთა ინსტიტუტში საეკლესიო საბუტების კოლექციაში (Aდ-1299-ა).

1673-1679 წლებში თავადის დურმიშხან ფალავანხოსროს შვილის ბარათასვილის მიერ დაწერილი რამდენიმე საბუთში მოწმედ იხსენიება მისივე ყმა ადუა ბედიაშვილი, რომელიც ზოგან ბედიანაშვილად სწერია.

1781 წლის "ტფილისის მიდამოების სოფლების ხალხის აღწერის დავტარში" სოფელ ტაბახლემაში, თავადის ყაფლანიშვილის ყმათა შორის იხსენეიბა მღვდელი იოსებ ბედიანაშვილი, რომელიც თურმე ლაშქარშიც მონაწილეობდა. "ქ. ბედიანაშვილი მღვდელ იოსებ, ამისი ძმა გოგია და იორდანე. კომლი ა, თავი გ. აქავ ბედიანაშვილი ბერუა, კომლი ა, თავი ა".

მეფე ერეკლეს მოირგე ჯარში ბედიანაშვილთა ამ ორი ოჯახიდან ოთხი მეომარი გამოდიოდა.

ამავე 1781 წლის ერთი ქვემო ქართლელი ბატონის (გვარი უცნობია) ყმათა გადასხლების სიაში იხსენეიბა იასე ბედიანაშვილი: "ქ. ბედიანაშვილის იასესი სტილი, კვერცხი, საკლავი ფასიც მოგვცა".

1823 წლის კამერალუირ აღწერის მასალებში, ქვემო ქართლის სოფელ ღოუბანში იხსენეიბა ქაიხოსრო ორბელიანის გლეხი გიორგი ბედიანაშვილი და მიის სვილები სოლომონ და თინათინ (ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 254, I,802, გვ. 83-92).

1882 წლის ქვემო ქართლის სოფელ კოდაში იხსენიება სახაზინო გლეხი მიხეილ იოსების ძე ბედიანაშვილი.

ბედიანაშვილთა შიდა ქართლის შტო იხსენიება კარბელაშვილის "ამილახვრიანთ საგვარეულოს ისტორიულ გუჯრებში". საიდანაც ირკვევა, რომ 1690-1691 წლებში მეფე გიორგი XI თავის დას თამარ ბატონიშვილს, გივი ამილახვრის მეუღლეს, უბოძა სოფელ ფხვენისში (დღეს გორის რაიონში) მცხოვრები აზნაურები. იალღუზიშვილი, ბედიასნაშვილი და ცალქალამანიძე თავისი ყმითა და მამულით.

1692 წელს მეფე გიროგი XI-ს მეტოქემ ერეკლე I-მა (ნაზარალიხანმა) ეს ფხვენისელი აზნაურები, ბედიანაშვილი და იალღუზიშვილი გივი ამილახვარს ჩამოართვა და თავის მომხრეს იოთამ ამილახორიშვილს უბოძა, ამილახვრობასთან და გორის მოურავობასთან ერთად.

1830 წელს ქართლის გაღმამხარში სოფელ კეხიჯვარში იხსენიება სურამის მახლობელ სოფელი შინდისიდან გადმოსახლებული გლეხი ბედიანაშვილი.

სურამ-ხაშურის მხარეში ბედიანათშვილთა გვარი მანამდე 1794 წელს იხსენეიბა.

გარე კახეთის ბედიანაშვილები ქართულ საისტორიო საბუთებში 1665 წლიდან ჩანან. ამ წელს კახეთის მეფემ არჩილ II-მ (შაჰნავაზმა) გარეკახეთის სოფელ ხაშმში მცხოვრები ბერიკა და გოგია ბედიანაშვილები თავისი მამულით თავად როშაქ ჩოლოყაშვილს უბოძა.

1690-იან წლებში, ხაშმში დეკანოზ ბედიანაშვილის ვენახი იხსენიება მიჯნად, გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრისადმი შეწირული მამულისა.

1701 წელს სამებელმა ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერს სიგელი დაუწერა. მამულის დანებების თაობაზე სადაც აღნიშნულია, რომ მისმა ყმებმა ბედიანაშვილებმაც ხელი აიღეს მონასტრის მამულზე.

მრავალი ქართული გვარი, რომელიც ქვემო ქართლში ბუდობდა, დღეს შიდა ქართლში, გარე კახეთში და ქიზიყშია განსახლებული, მტრის ხშირი შემოსევების დროს ქვემო ქარტლი ხომ პირველი ღებულობდა დარტყმას, ქვემო ქართლის ქართული მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა. შესაძლეებლია ქვემო ქართლელი ბედიანაშვილების ნაწილს შიდა ქართლში და გარე კახეთში შეეფარებინა თავი. ამ ვერსიას მხარს უმაგრებს ის ფაქტიც, რომ ქვემო ქართლელი ბედიანაშვილების შტო უფრო ადრე იხსენიება საბუთებში (1523წ.), ვიდრე გარე კახეთის (1665წ.) და შიდა ქართლის (1690წ.) შტოები.

განსახლებიდან გამომდინარე ბედიანაშვილთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე და მემარჯვენე სადროშოებში, აგრეთვე კახეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენე სადროშოში. გლეხნი კომლზე კახად, ხოლო აზნაურნი ქუდზე კაცად.

ამჯამად ბედიანაშვილები მცირე რაოდენობით ცხოვრობენ შიდა ქართლში (გორის და ქარელის რაიონებში), მცირე რაოდენობით ქვემო ქართლში (თეთრიწყაროს რაიონში), საკამოდ მრავალად გარე კახეთში (მარტო სოფელ მარტყოფში დაახლოებით 35 კომლი), მუხრანში (დაახ. 10 კომლი). რუსთავში (დახ. 15 კომლი), და თბილისში (დაახ. 50 კომლი). სულ საქარტველოში ბედიანაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 500 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ბედიანაშვილთა.

მოამზადა ალექსანდრე ნაზღაიძემ

გოგორიშვილი
"გოგოირშვილი" - ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მისი შემადგენელი კომპონენტებია: ფუძე - "გოგორი" და სუფიქსაფია - "შვილი".

"გოგორა" - ძველი ქარტული სიტყვაა და განიმარტება როგორც: "ერქვანთ თვალი საბრუნავი" (სულხან-საბა ორბელიანი. ლექსიკონი ქართული. თბ. 1991წ. გვ. 164). ან "ურმის, ეტლის და მისთანათა ტვალი, ბორბალი" (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. ერთტომეული. თბ. 1986. გვ. 150).

სიტყვა "გოგრა"-დან მიღებულია კაცის მეტსახელი და საკუთარი სახელი -" გოგორი" (ალ. ღლონტი. ქართველური საკუთარი სახელები. თბ. 1986. გვ. 104). ამრიგად გგორიშვილთა გვარსახელის ფუძეში ფიქსირებულია გვარის წინაპრის სახელი, ეპონიმი - "გოგორი".

გვარსახელი გოგორიშვილის გარდა "გოგორ" - ფუძიდან არის ნაწარმოები რაჭაში გავრცელებული გვარსახელი - გოგორელიანი, შიდა ქართლში - გოგორიძე და გურიაში - გოგორიკიძე. საუბარია გვარსახელთა ფუძეების მსგავსებაზე და არა გვარმოდენილობათა სისხლით ნათესაობაზე.

გოგირშვილთა გვარის პირველსაცხოვრისი მესხეთში ყოფილა. სოციალური წარმომავლობით ისინი მესხეთის ერთ-ერთი ძლიერი ფეოდალები ყოიფლან, რომლებიც მესხეთში ყმა-მამულს და ციხესიმაგრეებს ფლობდნენ.

ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით გოგირშვილტა გვარი XVI საუკუნიდან ჩანს.

1578 წელს ოსმალთა უზარმაზარი ჯარი, მუსტაფა ლალა ფაშას მეთაურობით სამცხე-საათაბაგოს შემოესია. ერთი მეორეს მიყოლებით ეცემოდა ქართული ცისეები. 7 აგვისტოს ოსმალები მგელიციხეს შემოადგნენ (ციხე მდებარეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ამჯამინდელ საზღვართან ახლოს, თურქეთის ტერიტორიაზე) ციხეს როინ და ბერი გოგორიშვილები იცავდნენ მცირერიცხოვანი მეციხოვნე ჯარით. "ამასვე ქორონიკონსა, მარიამობისთვეს ზ(7), ხუთშაბათს დღესა, ხვანთქრის ლაშქარი და ლალა-ფაშა მგელიციხეს მოადგეს, შეიბნეს. სამშაბათამდის ყოველ დღეს ომში იყუნეს ციხოვანნი. გოგირშვილი რიონ და მიის ძმა ვერი ერუშნელი და მისი ძმისწული ზურაბ იყუნეს მათის ყრმათა და ღვთის შეწევნითა უკუყარნენ და ციხე ჩვენვე დაგვრჩა: და ჩვენს ჯარს გაემარჯვა". (ცხოვრება საქართველოისა (პარიზის ქრონიკა). გ. ალასანიას რედაქციით. თბ. 1980. გვ. 50). ხელნაწერთა ინსტიტუტის (5) კოლექციაში 947-ე ნომრით დაცულია XVI საუკუნის მესხური დავითნი, რომლის ვრცელ მინაწერში იკითხება: "და გოგოირშვილმა ბეჟან ციხისჯვარი უკუიჭისა და მისცა ფაშასა".

XVII საუკუნიდან მესხი გოგოირშვილების ნაწილი იძUლებულია გამაჰმადიენდეს, ხოლო ნაწილი იძულებულია დატოვოს თავისი მამული და გურიას, იმერეთს და ქართლს შემოეფაროს. 1626 წელს ბრძოლაში ბაზალეთის ტბასთან დაიღუპა, დიდი მოურავის საშველად მესხეთიდან ჩამოსული დავით-ბეგ გოგირშვილი. "არჩილიანის" მიხედვით ეს გგოირშვილი, სააკაძის სურვილით, ბრძOლის ველზე გასულა როგორც გიორგი სააკაძე, სააკაძის ჯაჭვ-მუზარადით და სააკაძის ცხენზე ამხედრებული.

საბუთების მიხედვით ქართლში გადმოხიზნული გოგორიშვილები: საბარათიანო, საამილახვრო და საეკელსიო მამულებში ჩანან. უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი აზნაურები იყვნენ.

1659 წლის ზედგინიძე-ამილახვართა ერთ ნასყიდობის წიგნში მოწმედ დასახელებულია გოგირშვილი ხუცია (ხელნაწეტა ინსტიტუტი, Hდ-2119).

1678 წელს ზურაბ გოგორიშვილი მოწმე ყოფილა ნიკოლოზ კათალიკოსის მიერ ბოძებული წყალობის წიგნისა მაღალაძეებსიადმი. (ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 1450-23/64).

1690 წლის ბარათაშვილთა და ლარაძე-ზურაბიშივლთა ნასყიდობის წიგნი ბერი გოგორიშვილს დაუმოწმებია (ცენტრალური სახ. ისტ. არქივი. ფონდი 1450-10/136).

XVII საუკუნეში მესხი გოგირშვილების ერთი შტო გურიაში გადასულა. მათი შთამომავალნი ამჟამად ზოგი ისევ გოგორიშვილია, ზოგი კი გოგოლისვილად იწერება. ისინი აზნაურის ხარისხით იყვნენ მიღებულნი (გურიის თავადთა და აზნაურთა ოჯახების სია). ზ. ჭუმბურიძის და ქ. ცხარტიშვილის რედაქციით თბ. 1993, გვ. 8,14). გურულ გოგოლიშვილტა უწინდელი გოგირშვილობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ გურიაში, ლანჩხუთის რაიონში, სოფ. წყალწმინდას მახლობალდ არსებობს მიკროტოპონიმი - "გოგორიშვილებისგორი" (ალ. ღლონტი. სუფსა-ნატანების ხეობები. თბ. გვ. 12).

იმერეთის სამეფოშიც დაახლოებთ ამავე პერიოდიდან ჩანან აზნაური გოგორიშვილები. იემრეთის საისტორიო საბუთებში ისინი იხსენეიბიან თავად ჩიჯავაძეთა და თავად ჩხეიძეთა აზნაურებად (საბატონო აზზნაურები).

1812 წლის თავად ლორთქიფანიძეთა "ერთობის წიგნში" იხსენიება მოზღვარ-მღვდელი ლაზარე გოგორიშვილი. (ქუთაისის მუზეუმი საბ. #320. ო. სოსელია. ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქარტველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან. თბ. 1973 ტ.I, გვ. 138).

ღმერთისა და საქართველოსთვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებსითვის, გოგირშვილთა გვარის მეომრები გამოდოდნენ: "ჯამსა ერთობისასა". ერთიანი ქართული ლაშქრის მოწინავე ("წინამბრძოლთა") სადროშოში, ხოლო "შემდგომად განყოფისა", ცალკერძ მთავარ გულიერთა დროშის ქვეშ, ცალკერძ იემრთის სამეფო ლაშქრის მოწინავე და ცალკერძ ქართლის სამეფო ლაშურის მოწინავე შუაგულ და მამეჯვენე სადროშოებში.

ამჟამად გოგორიშვილები ცხოვრობენ იმერეთში: ქუთაისში (12-14 კომლი) და ვანის რაიონის სოფლებში (18-20 კომლი) არიან მცირე რაოდენობით ბაღდათის, ჭიათურის და წყალტუბოს რაიონებშიც. მცირედნი არიან გურიაში - ლანჩხუთის რაიონში და შიდა ქართლში - კასპის რაიონში. თბილისში იმერეთიდან გურიიდან და ქართლიდან მოსული გოგორიშვილები 45-50 კომლად ცხოვრობენ.

1995 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში გოგრიშვილთა გვარის დიდ-პატარა, ქუდოსან-მანდილოსანი ერთად 338 სულს ითვლიდა.

ღმერთმა ამრავლოს გვარი გოგორიშვილთა.

შენგელაია
"შენგელაია" - ეპონიმური ტიპის გვარსახელია, მის ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის საკუთარი სახელი, ეპონიმი - "შენგელი".

"შენგელ"-ი, მამაკაცის ქართული, არაქრისტიანული, საკუთარი სახელია. ქართულ ანთროპონიმიკაში "შენგელ"-ფუზიანი დერივატული გვარსახელებია: შენგელი, შენგელიძე, შენგელაია და შენგელია. საუბარია მხოლოდ გვარსახელთა ფუძეების მსგავსებაზე და არა გვარმოდენილობათა შორის სისხლით ნათესაობაზე.

დაბოლოვების მიხედვით "შენგელია" - კოლხური ფორმის გვარსახელია. გვარმოდენილობითაც შენგელიები კოლხები ანუ ეხლანდელი ნომინაციით მეგრელები არიან.

შენგელიათა განსახლების და თავმოყრის არეალების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათი გვარმოდენილობის ბუდე-პირველსაცხოვრისი, ზემო სამეგრელოში, ხობისწყლის ხეობაში უნდა ვივარაუდოთ. ამ მხარეში, სოფლებში: ჭოღაში, ხაბუმეში და სხვა. დღესაც მრავლად ცხოვრობენ შენგელიათა გვარის წარმომადგენლები, ამასვე ადასტრუებს სოფელ ჭოღაში მიკროტოპონიმ "ლეშენგელიეს" არსებობა.

სოციალური წარმომავლობით შენგელიები გლეხთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ.

მარტვილის ხატის დაუთარიღებელ წარწერაში იხსენიება სოფელ ჭაქვინჯში (ჯაქვიჯი) დასახლებული და მეჯოგედ დაყენებული ვინმე გომართი შენგელია. ეს შენგელია საეკლესიო გლეხი ყოიფლა. სამეგრელოს სამთავროს ისტორიულ საბუთებში, შენგელიები ხობისწყლის ზემოწელზე, საუფლისწულო "სამანჩოს" მამულებში, ბატონიშვილ-დადიანთა ყმა-გლეხებად ჩანან.

სენგელიები ადრევე მრავალრიცხოვანი გვარი ყოფილა. დროთა განმავლობაში ისინი ზემო სამეგრელოდან სამურზაყანოში, გალის მხარეს და ქვემო სამეგრელოში: ხობის, სენაკის, აბაშის მხარესაც დამკვიდრებულან.

ქვემო სამეგრელოდან და სამანჩოდან შენეგლიები ვაკე-იმერეთში და საჯავახო-საჩიჯავაძოს მხარეში განსახლდნენ. იმერეთის სამეფოს XVII-XVIII საუკუნეთა ისტორიულ საბუთებში შენგელიები ჩანან თავად მიქელაძეთა და თავად ჩხეიძეთა მამულებში. ვაკე-იმერეთის სოფელ პატარა ეწერია, საჯვაროს წმინდა ელიას ეკლესიის უკანასკნელი მღვდელი პავლე შენგელია ყოიფლა.

უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედიის მხარეში, სადაც შენგელიები უფრო მეტნი არიან, ვიდრე დანარჩენ იმერეთში ერთად, შენგელიების ნაწილი, ზემო სამეგრელოს სოფელ ობუჯიდან მოსული აზნაური შენგელიები არიან ძირად. ისინი ამჟამად შენგელიებად იწერებიან. მაგრამ სალოცავად ისევ ობუჯში დაიარებიან და თავისი სოციალური წარმომავლობაც "ბატონები ვიყავითო", მშვენივრად ახსოვთ.

ბუნებრივი გამრაველბის შედეგად, შენგელიათა მრავალრიცხოვანი გვარი ახალ ტერიტორიებზე განსახლებულა. ქვემოსამეგრელოდან და ვაკე-იმერეთიდან შენგელიები გურიაში შესახლებულან, ხოლო სამანჩო-საჩინო-სამურზაყანოდან აფშილეთში, აბაზგეთში და ჯიქეთში გადასულან.

ღმერთისა და საქართველოსთვისაც და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის, შენგელიათა გვარის მეომრები კომლზე კაცად გადმოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის პირველ, მოწინავე სადროშოში და მთავარ დადიანთა დროშის ქვეშ.

ამჟამად შენგელიები ცხოვრობენ ჩხოროწყუს რაიონის სოფლებში (დაახ. 520 კომლი), წალენჯიხის მხარეს (დაახ. 90 კომლი), ზუგდიდში და ზუგდიდის სოფლებში, მათ შორუს ლტოლვილები (დაახ. 650 კომლი), სენაკის მხარეს (90 კომლი), აბაშის მხარეს (40 კომლი), სამტრედიის მხარეს (460) კომლი), ვანის მხარეს (70 კომლი) და სხვა. შენგელიები არიან საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც.

თბილისში შენგელიათა დაახლოებით 630 კომლია. ისინი სხვადასხვა დროს ოდიშ-სამურზაყანოდან, აფხაზეთიდან, იმერეთიდან და გურიიდან არიან ჩამოსულნი.

საქართველოში შენგელიათა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 12770 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამარავლოს გვარი შენგელიათა.

აბაზაძეები
აბაზაძეები — ქართული გვარი. ძირითადად გავრცელებულია სურამში (ხაშურის მუნიციპალიტეტი), თბილისში, ქუთაისში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში და სხვ. საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი „აბაზა“. მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ მთავართა გვარსახელებს შორის. ადრინდელ საცხოვრებლად აბასთუმანი (ადიგენის მუნიციპალიტეტი) მოიაზრება; გიორგი ახვლედიანის მითითებით, „აბასთუმანი“ აბაზაძეთა უბანს უნდა აღნიშნავდეს. ამავე ძირისაა გვარი აბაზაშვილი.

1995 წლისთვის საქართველოში ცხოვრობდა 550 აბაზაძე. 2019 წელს ფიქსირდება 500.

აბაზასძენი
აბაზასძენი — აღმოსავლეთ საქართველოს ფეოდალური საგვარეულო. წარმომავლობით დაკავშირებული ჩანს IX-X საუკუნეების შიდა ქართლის ერისთავების – ტბელების –- ფეოდალური სახლთან.

ვარაუდობენ, რომ აბაზასძენთა გვარის ფუძემდებელია ბორცვისჯვრის X საუკუნის წარწერაში მოხსენიებული ტბელი აბაზაჲ. XI საუკუნის I ნახევარში აბაზასძენთ ეპყრათ ქართლის ერისთავობა. „გიორგი მთაწმინდლის ცხოვრების“ მიხედვით, აბაზასძენი იყვნენ „ძლიერნი ახოანნი სიმდიდრესა ზედა, მკლავისა თჳსისასა, მოქადულნი და სიმრავლესა ზედა ერისასა აღზუავებულნი“.

XI საუკუნის შუა წლებში აბაზასძენი ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ფეოდალთა პირველ რიგებში იყვნენ. მათი განდგომა მარცხითა და ერისთავობის დაკარგვით დამთავრდა. ამის შემდეგ აბაზასძენი დაკნინდნენ და ისტორიულ წყაროებში იშვიათად იხსენიებიან. 1405 წლის დოკუმენტის ცნობით, აბაზასძენთა ერთი შტოსათვის მეფეს კახეთში აბულეთისძეთა მამული უბოძებია. XV-XVIII საუკუნეებში აბაზასძენი ზემო ქართლის სამეფო აზნაურები იყვნენ.